პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თბილისური მატჩისთვის ნაკრების სრული შემადგენლობა დაასახელა
ლეგიონერების შემდეგ, პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ ქვეყნის ჩემპიონატში მოასპარეზე ის ფეხბურთელებიც დაასახელა, სამშობლოს ღირსებას საქართველოსთან ევროშესარჩევ და შვეიცარიასთან ამხანაგურ შეხვედრებში რომ დაიცავენ.

საბოლოო სიის გამოქვეყნების შემდეგ პოლონეთის ნაკრების დამრიგებელმა მედიისთვის კომენტარიც გააკეთა:

"ჩვენ წარმატებით დავიწყეთ ევროშესარჩევი ციკლი და გვინდა, ქულათა მარაგი თბილისშიც გავიმდიდროთ. აქედან გამომდინარე, მომავალ შეხვედრას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ.

მერე შვეიცარიასთან გველის ამხანაგური შეხვედრა, რომელსაც არანაკლები ყურადღება უნდა დავუთმოთ. ეს თამაში ბევრი ფეხბურთელისთვის საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საუკეთესო შანსი იქნება. გასათვალისწინებელია, რომ მომავალი წლის მარტამდე ამხანაგურ შეხვედრას აღარ ვმართავთ.

საქართველოსა და შვეიცარიასთან მატჩებისთვის შემთხვევით როდი გამოვიძახეთ 25 ფეხბურთელი. იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად წარმოიქმნება საკადრო პრობლემა, მას მშვიდად გადავჭრით", - განაცხადა პან ნავალკამ.

პოლონელთა სრული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ვოიცეხ შჩესნი (არსენალი, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (სუონსი, ინგლისი), არტურ ბორუცი (ბორნმუთი, ინგლისი);

მცველები: ტიაგო ციონეკი (მოდენა, იტალია), კამილ გლიკი (ტორინო, იტალია), არტურ იედრჟიჩეკი (კრასნოდარი, რუსეთი), პაველ ოლკოვსკი (კიოლნი, გერმანია), ლუკაშ პიშჩეკი (დორტმუნდი, გერმანია), ლუკაშ შუკალა (სტიაუა, რუმინეთი), ლუკაშ ბროცი (ლეგია), რაფალ იანიცკი (ლეხია);

ნახევარმცველები: კამილ გროსიცკი (რენი, საფრანგეთი), გჟეგოჟ კრუშოვიაკი (სევილია, ესპანეთი), კშიშტოფ მაჩინსკი (გუიჯოუ, ჩინეთი), მაცეი რიბუსი (ტერეკი, რუსეთი), პიოტრ ზელინსკი (ემპოლი, იტალია), მაცეი გაიოსი (იაგიელონია), მიხალ კუხარჩიკი, ტომაშ იოდლოვეცი, მიხალ ჟურო (ყველა - ლეგია), კაროლ ლინეტი (ლეხი), სებასტიან მილა (შლიონსკი);

თავდამსხმელები: რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, გერმანია), არკადიუშ მილიკი (აიაქსი, ჰოლანდია), ლუკაშ ტეოდორჩიკი (დინამო კიევი, უკრაინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

yleebo
ლევანდოვსკის კვირკველია გაააცჰერებს?
asxz
მარტო მეკარეებით მოგვიგებენ და ქეცბას ერჩიან კიდე ტო რო გადადგება რამე შეიცვლება?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ევრო 2016. შესარჩევი. D ჯგუფი. VII ტურის წინ: შურის საძიებლად
კახა ცხადაძე: საქართველოს ნაკრებმა 87 წუთი კარგად ითამაშა
ნავალკა: მუნდიალზე ნებისმიერი ნაკრების დამარცხება შეგვიძლია
შევჩენკო რუს ოლიგარქთან მეგობრობის გამო არ დანიშნეს პოლონეთის ნაკრების მწვრთნელად
მეტოქეები: იოაჰიმ ლიოვმა და ადამ ნავალკამ შემადგენლობები დაასახელეს
ევრო 2016. 1/4-ფინალი. პოლონეთი-პორტუგალიის წინ: ვისი ლიდერი აჯობებს