ტოპ-ლიგებში ლეგიონერთა რიცხვი იზრდება
ფეხბურთის ინტერნაციონალიზაცია გრძელდება. ახალმა კვლევამ, რომელიც შვეიცარიაში დაფუძნებულმა საფეხბურთო ობსერვატორია CIES-მა შეასრულა, აჩვენა, რომ ევროპის ხუთ საუკეთესო ლიგაში ლეგიონერთა პროცენტული წილი 45,9-ს აღწევს.

ყველაზე მეტი ლეგიონერი ინგლისურ პრემიერლიგაშია - 59,3%, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერლიგა ტოპ-5-ის ერთადერთი ჩემპიონატია, სადაც შარშანდელთან შედარებით, მათმა რიცხვმა მოიკლო (-1,6%). 2009 წლის მერე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა იტალიასა (54,8%) და ესპანეთში (38,9%). გერმანულ ბუნდესლიგაში ლეგიონერთა წილი 43,5%-ია, ხოლო საფრანგეთში ყველაზე ნაკლები - 31,6%.

2009 წლის მერე ყველაზე მეტად, 12%-ით იმატა ლეგიონერთა რიცხვმა სერია A-ში, ხოლო შარშანდელის შემდეგ მკვეთრი მატებაა გერმანიაში - (პლუს 5,4%).

ისტორიაში პირველად, ტოპ-5-ის ლიგებს ყველაზე მეტი ლეგიონერით საფრანგეთი ამარაგებს - 113 ლეგიონერი 4 მოწინავე ჩემპიონატში თამაშობს, მაშინ, როცა 5 ლიგაში (საფრანგეთის ჩათვლით) 112-112 ბრაზილიელი და არგენტინელია.

შარშანდელის შემდეგ ყველაზე მეტი ლეგიონერი შეემატათ სერბეთს (+11) და ბელგიას (+10).

აქვე ვიტყვით, რომ ტოპ-5 ლიგებში 3 ქართველი ირიცხება, თუმცა რეალურად მხოლოდ ერთი - ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია) თამაშობს, ხოლო მისი თანაგუნდელი ირაკლი შეყილაძე და ლუკა კიკაბიძე (ბასტია, საფრანგეთი) ჯერაც ელიან დებიუტს.

აბსოლუტურად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ლეგიონერებზე ინგლისურ პრემიერლიგაში 2012/13 წლების სეზონში იყო, როცა ასეთი ფეხბურთელთა 60,9% გახლდათ; ყველაზე ნაკლები კი 2010/11 წლების ლიგა 1-ში - 26,6%.

ლეგიონერები ტოპ-5 ლიგებში

113 - საფრანგეთი; 112-112 - არგენტინა, ბრაზილია; 58 - ესპანეთი; 42 - შვეიცარია; 41 - ბელგია; 39-39 - ჰოლანდია, სერბეთი; 38 - პორტუგალია; 26 - ურუგვაი; 25 - კოლუმბია; 24 - სენეგალი; 23 - დანია; 20-20 - გერმანია, კოტ დ'ივუარი, პოლონეთი; 19-19 - ხორვატია, ირლანდია; 18-18 - ჩილე, განა; 17-17 - ავსტრია, იაპონია, შვედეთი; 16 - შოტლანდია; 15-15 - საბერძნეთი, ჩეხეთი, იტალია; 14 - სლოვენია; 10-10 - ავსტალია, კამერუნი, ნიგერია; 9-9 - მალი, ჩრდ. ირლანდია, რუმინეთი, აშშ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს