კვირის სამი ვარსკვლავი
მხოლოდ ორი მატჩი გაიმართა გუშინ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში და მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა "ბოსტონისა" და "ნიუ ჯერსის" შეხვედრაში. "ნიუ ჯერსის" ჩეხმა ვეტერანმა იარომირ იაგრმა მეორე ტაიმში გაათანაბრა ანგარიში. ეს მისი 708-ე გოლი იყო კარიერაში და ჩეხი ყველა დროის სიაში გაუთანაბრდა მეექვსე ადგილზე მყოფ მაიკ გარტნერს.

გარდა ამისა, იაგრმა გაუსწრო ლეგენდარულ უეინ გრეტცკის ჩატარებული მატჩების (1488) რაოდენობით. ეს მე-17 შედეგია ლიგის ისტორიაში.

კვირის სამი ვარსკვლავი

ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "კალგარი ფლეიმზის" მცველი მარკ ჯორდანო დაასახელა. მან ორი გოლი გაიტანა, ხუთი საგოლე პასი შეასრულა და ექვს მატჩამდე აიყვანა სერია, რომლის დროსაც ის მინიმუმ ერთ ქულას აგროვებდა შეხვედრაში. ჯორდანო ლიგის ყველაზე შედეგიანი მცველია - მას 16 მატჩში 18 ქულა (5+13) აქვს მოპოვებული.

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "ოტავა სენატორზის" მეკარე კრეიგ ანდერსონი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, საშუალოდ 0.65 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 98.1 პროცენტს იგერიებდა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "სენტ ლუის ბრუზის" ფორვარდმა ვლადიმირ ტარასენკომ. მან ოთხ მატჩში სამი გოლითა და სამი შედეგიანი პასით გამოიჩინა თავი.

კაროლინა-კალგარი 4:1

1:1, 2:0, 1:0

გოლები: 0:1 დ. ჯონსი-2 (გლენკროსი-6, ჯორდანო-14), 1:1 ბოიჩაკი-3 (ფოლკი-7, სეკერა-6), 2:1 ფოლკი-2 (რაილი ნეში-7), 3:1 სკინერი-3 (სიომინი-5, ფოლკი-8), 4:1 გლისონი-1 (სკინერი-3).

ბოსტონი-ნიუ ჯერსი 4:2

2:1, 2:1, 0:0

გოლები: 0:1 ზეიჯაკი-2 (კამალერი-3, ე. გრინი-5), 1:1 სოდერბერგი-5 (რ. სმიტი-6, პ. ბერჟერონი-8), 2:1 პ. ბერჟერონი-3, 2:2 იაგრი-3 (ზეიჯაკი-4, კამალერი-4), 3:2 გრიფიტი-4, 4:2 რ. სმიტი-4 (პ. ბერჟერონი-9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა