"მერაბ ჟორდანიას ამ ჩანაფიქრთან არანაირი კავშირი არ აქვს"
ბოლო პერიოდში გავრცელდა ხმები, თითქოს უმაღლესი ლიგის ორ კლუბს, შესაძლოა, მეპატრონე შეუცვალონ. ლაპარაკია ქობულეთის "შუქურასა" და რუსთავის "მეტალურგზე". "ლელო" შეეცადა, გაერკვია, ჭორია ეს ხმები თუ სიმართლე.

არახალია, რომ "მეტალურგში" სერიოზული ფინანსური კრიზისია და გუნდი ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. თუმცა რუსთავში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ გუნდს გადაარჩენენ. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ "მეტალურგით" დაინტერესდნენ ლერი სულაბერიძე და ნუკრი კაკილაშვილი.

მერაბ ჟორდანიას პრეზიდენტობის დროს ორივე თბილისის "დინამოს" დირექტორატის წევრი იყო.

კომენტარისთვის დავუკავშირდით კაკილაშვილს, რომელმაც ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა:

"მე ჯერ გუნდში მისვლაზე ვერც ვიფიქრებ, რადგან მესამე ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი. თუმცა დასამალი არ არის, რომ ამაზე ნამდვილად ვფიქრობთ.

"მეტალურგი" ტრადიციული კლუბია. რუსთავში ძალიან კარგი ბავშვები იზრდებოდნენ და ახლაც ასეა, მაგრამ ვიცით, რომ დღესდღეობით "მეტალურგს" ფინანსურად ძალიან უჭირს. თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. მთავარია, გვერდში დაგვიდგნენ ისინი, ვისი იმედიც გვაქვს.

აქვე ვიტყვი, რომ ვალერი შალიკაშვილზე რაც ეწერა, მართალი არ არის. "მეტალურგზე" მასთან არ გვილაპარაკია".

კაკილაშვილს ვკითხეთ იმაზეც, თუ ვინ არის (ან არიან) ის, ვისი იმედიც აქვთ. არ არის გასაკვირი, რომ მაშინვე ჟორდანიაზე ვიეჭვეთ:

"მერაბ ჟორდანიას ამ ჩანაფიქრთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე სულ სხვა ხალხი ვიგულისხმე. თუმცა ვიმეორებ, ამაზე ჯერ მხოლოდ ვფიქრობთ, თორემ საქმის გადაწყვეტასა და საბოლოო წერტილის დასმამდე ჯერ ძალიან შორს ვართ. თუნდაც იმიტომ, რომ კონკრეტულ მოლაპარაკებამდე ჯერ საქმე არც მისულა.

რუსთავის "მეტალურგი" დიდ ვალებშია და აქედან გამომდინარე, ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
1-ელ მარტს ჟურნალ "ლელო WEEK"-ის ახალი ნომერი გამოვა
"მე და ქინქლაძეს ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს" - ნუკრი კაკილაშვილი "დინამოს" დავაზე
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
თბილისის "დინამოს" "ოქროს ბიჭების" იუბილეს ტაშკენტშიც აღნიშნავენ
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
დავა, როგორც სერიალი - ვისია თბილისის "დინამო" და "დინამო თბილისი"
ვაჟა ჟვანია: ძველი დრო აღარ არის, ვეტერანები დაფასდნენ
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..