ლონდონის "ჩელსის" მფლობელი The Sun-მა 2010 წლის წარუმატებელი ადამიანების რეიტინგში შეიყვანა
ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი ბრიტანული გაზეთის, The Sun-ის მიერ შედგენილ 2010 წლის საფეხბურთო სფეროში წარუმატებელი ადამიანების რეიტინგში მოხვდა. აბრამოვიჩმა ბოლოსწინა (მეცხრე) ადგილი დაიკავა რეიტინგში, რომლის შემდგენლებმაც რუსი ბიზნესმენის მიერ "ჩელსიში" მიღებული მცდარი საკადრო გადაწყვეტილებები აღნიშნეს.

როგორც The Sun აღნიშნავს, აბრამოვიჩმა მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ასისტენტი რეი უილკინსი გააგდო. ამის შემდეგ "ჩელსის" მალე წარუმატებლობათა სერია დაეწყო, რომლის განმავლობაშიც გუნდმა ინგლისის პრემიერლიგის შვიდ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოიგო.

ამას გარდა, აბრამოვიჩმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს საფეხბურთო ოპერაციების დირექტორი ფრანკ არნესენი დატოვებს. "ჩელსის" მფლობელის შეცდომად ისიც სახელდება, რომ უარი თქვა ფეხბურთელების მასობრივ შეძენაზე, მას შემდეგ, რაც ზაფხულში გუნდი მიხაელ ბალაკმა, დეკომ, ჯულიანო ბელეტიმ, ჯო კოულმა და რიკარდო კარვალიომ დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ 2009/10 წლის სეზონში "ჩელსიმ" თავის ისტორიაში პირველად პრემიერლიგაც და ინგლისის თასიც მოიგო.

The Sun - ის რეიტინგში პირველი სამი ადგილი ინგლისის ნაკრების წარმომადგენლებმა - მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ, თავდამსხმელმა უეინ რუნიმ და მეკარე რობერტ გრინმა დაიკავეს. მათ გარდა რეიტინგში მოხვდნენ: ფრანგები პატრის ევრა და ქარიმ ბენზემა, "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი რობერტო მანჩინი, "არსენალის" მეკარეები მანუელ ალმუნია და ლუკაშ ფაბიანსკი (ორივე მეშვიდე ადგილზე გაამწესეს), "ვესტ ჰემის" მწვრთნელი ავრაამ გრანტი და ჯო კოული, რომელიც ზაფხულში "ჩელსიდან" "ლივერპულში" გადავიდა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა