კანონს 2015 წლის გაზაფხულიდან მიიღებენ
გერმანიის მთავრობამ გუშინ წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც პატიმრობასა და მსხვილ ფულად ჯარიმას ითვალისწინებს იმ სპორტსმენებისთვის, მწვრთნელებისა და მენეჯერებისთვის, რომლებიც დოპინგის მიღებასა და გავრცელებაში იქნებიან მხილებულნი. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება.

"მოხარულები ვართ, რომ ახლა მაგიდაზე დევს კონკრეტული კანონპროექტი. მთავრობა სწორი მიმართულებით მოქმედებს და ჩვენ მოვესალმებით ამას", - განაცხადა გერმანიის ოლიმპიური კონფედერაციის ხელმძღვანელმა ალფონს ჰორმანმა.

კანონპროექტს პარლამენტში განსახილველად შეიტანენ და ის შეიძლება 2015 წლის გაზაფხულზე მიიღონ. კანონის მოქმედება მხოლოდ წამყვან სპორტსმენებზე გავრცელდება, რომლებიც სახელმწიფო ფონდიდან იღებენ დახმარებას. მაქსიმალური სასჯელი შეიძლება იყოს 10-წლიანი პატიმრობა.

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დოპინგის გამოყენებაზე გათვალისწინებულია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, აშშ და ჩინეთი. მაგალითად, იტალიაში აკრძალული პრეპარატების გამოყენებისთვის შეიძლება სამწლიანი პატიმრობის მიღება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე