"ვფიქრობ, რომ "ლივერპულში" არც არაფერია გასაკეთებელი"
"ლივერპულის" ლეგენდა რობი ფაულერი ახლა სინგაპურში იმყოფება და სინგაპურის ლეგენდებთან საჩვენებელ მატჩში მონაწილეობისთვის ემზადება.

"ღმერთი", როგორც მას "ენფილდზე" შეარქვეს, ამ კლუბის ფანების ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მოთამაშეა და მისი აზრი საინტერესოც არის და კომპეტენტურიც.

ბრენდან როჯერსის ბიჭებს ჯერჯერობით პრობლემური სეზონი აქვთ და დანიელ სტარიჯის არყოფნაში გოლების გატანაც ძალიან უჭირთ.

თუმცა რობი ოპტიმისტურად არის განწყობილი - "ღმერთი" როჯერსს აღმერთებს, რაჰიმ სტერლინგით აღფრთოვანებულია და მარიო ბალოტელის რჩევებს აძლევს.

- კარიერის განმავლობაში უამრავ ძალიან კარგ თავდამსხმელთან ერთად გითამაშიათ. რომელ მეწყვილესთან ერთად იღებდით ყველაზე დიდ სიამოვნებას?

- მე ერთ-ერთი ისეთი მოთამაშე ვიყავი, რომელსაც რამდენიმე ამპლუა შეეძლო მოერგო და ნებისმიერ პარტნიორთან ერთად ეთამაშა. ამიტომაც, მართლაც სიამოვნებას ვიღებდი. მაიკლ ოუენი ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო, ემილ ჰესკი ფენომენალური მოთამაშე გახლდათ და მე მართლაც სიამოვნებით ვთამაშობდი მათთან ერთად.

ძალიან ბევრი ვისწავლე იან რაშის გვერდით. იგი ყველანაირად ცდილობდა ჩემთვის ხელი შეეწყო და დამხმარებოდა. "ლიდსში" მარკ ვიდუკასთან ერთად მომწონდა თამაში. თუმცა თუ ერთის და საუკეთესოს არჩევას მთხოვთ, სტენ კოლიმორს დავასახელებ. კოლიმორთან ერთად მინდორზე გასვლა მიყვარდა და ჩვენ ერთად ყველაზე მეტი გოლი გაგვქონდა. დიახ, სტენს დავასახელებ.

- თქვენი აზრით ლუის სუარესში აღებული თანხა "ლივერპულმა" ჭკვიანურად დახარჯა? ხომ არ აჯობებდა მერსისაიდელებს ეს თანხა ერთ დიდ ტრანსფერში დაეხარჯა?

- არავითარ შემთხვევაში. წინა სეზონში "ლივერპულის" პრობლემა მოკლე სათადარიგოთა სკამი გახლდათ. ამიტომაც, გუნდს რამდენიმე ახალი ფეხბურთელი სჭირდებოდა. ბრენდან როჯერსი დაუჯერებლად კარგი მწვრთნელია და ეს გვაძლევს იმის გარანტიას, რომ იგი სიტუაციას დაალაგებს.

მიმდინარე სეზონში "ლივერპული" ოთხ ფრონტზე თამაშობს - პრემიერლიგაში, ინგლისის თასზე, ინგლისის ლიგის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე. ასე რომ, გუნდს ბევრი კარგი ფეხბურთელი სჭირდება.

- მარიო ბალოტელის ჯერჯერობით ათამაშება უჭირს. როგორ ფიქრობთ, ეს იმიტომ ხდება, რომ იგი შესაბამისად არ ინდომებს თუ უბრალოდ ბრენდან როჯერსის სტილსა და ტაქტიკაში ვერ ჯდება? ან თუ ბალოტელის დრო მიეცა, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ "ენფილდზე" წარმატებულად იბურთავოს და მოწონება დაიმსახუროს?

- რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ფაქტია, ჯერჯერობით მისთვის ამ სეზონში საქმე არც ისე კარგად მიდის. თუმცა ბალოტელი ფანტასტიკური ტალანტია, მას ყველგან გაჰქონდა გოლები და გაიხსენეთ, როგორ გუნდებში ირიცხებოდა, ეს რაღაცაზე მეტყველებს. მან კონცენტრაცია ფეხბურთზე უნდა მოახდინოს და არა მინდორს გარეთ ამბებზე, ასევე ცოტა მეტი უნდა იმოძრავოს და ირბინოს. დარწმუნებული ვარ, იგი "ლივერპულისთვის" კარგი მოთამაშე იქნება.

ზოგადად კი ფეხბურთელები ყოველთვის მოდიან და მიდიან, მწვრთნელს კი ყოველთვის თავისი სტილი და ტაქტიკა ექნება, რომელსაც მოთამაშეები უნდა მოერგონ.

როგორც უკვე ვთქვი, ბალოტელი კარგი ფეხბურთელია და ყველაფერი რიგზე იქნება.

- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგეს იანვარში პრობლემების გამოსასწორებლად?

- ვფიქრობ, რომ არც არაფერია გასაკეთებელი. მგონია, რომ ბევრი სიტუაციას ამუქებს და ჯერჯერობით არც ისე კატასტროფულად და კოშმარულად არის ყველაფერი. პრემიერლიგაში ერთადერთი სტაბილური გუნდი ამჟამად "ჩელსია". "არსენალსაც" პრობლემები აქვს, "მანჩესტერ სიტისაც", "მანჩესტერ იუნაიტედსაც"...

ჩვენ ოთხეულისგან არც ისე შორს ვართ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა-არგასვლა ჩვენს ხელშია, ინგლისის ლიგის თასის მეოთხეფინალში გავედით და ერთი სიტყვით, საქმე არც ისე ცუდად არის, როგორც ბევრი ხატავს. სიტუაციის ბოლომდე დასალაგებლად დროა საჭირო და ამ შემადგენლობას კარგი შედეგების მიღწევა შეუძლია, მე ამის მჯერა.

- ინგლისურ ან მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებით თუ გამოარჩევდით რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს ან ფეხბურთელებს?

- ვერც კი წარმოგიდგენიათ რა ფანტასტიკური მოთამაშეები არიან "ლივერპულის" აკადემიაში, მაგრამ არ მიყვარს ნორჩ მოთამაშეებზე ბევრი ლაპარაკი და ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენა.

ერთი ფეხბურთელი კი რომელიც აშკარად გამორიჩევა რაჰიმ სტერლინგია. ზოგს ავიწყდება, რა ახალგაზრდაა იგი. სტერლინგი ამ წუთას "ლივერპულის" განსაკუთრებული ფეხბურთელია და ჩემი აზრით, ინგლისის ნაკრების განსაკუთრებული ფეხბურთელიც იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე. რაჰიმი ჯერ ძალიან ძალიან პატარაა და დამერწმუნეთ, კიდევ მოუმატებს.

- ცოტა ხანი ტაილანდში მწვრთნელად იმუშავეთ და ასევე კარგი პერიოდი გქონდათ "ლივერპულის" აკადემიაში. ბოლო დროს კი "ლიდსს" გიკავშირებენ. წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი მწვრთნელად ინგლისში?

- დიახ, ჩემი მიზანი მწვრთნელობაა. ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, სამუდამოდ ვერ ითამაშებ და შემდეგი ნაბიჯი სწორედ გუნდის გაწვრთნაა. მართლაც ვისიამოვნე ტაილანდში მუშაობით. ახლა კი ვინ იცის, რა მოხდება?

თუ რამე წინადადებას მივიღებ, სიამოვნებით განვიხილავ. თუმცა ინგლისში მუშაობით დაინტერესებული არ ვარ. აი, თუ სინგაპურში, მალაიზიაში ან სადმე ამ რეგიონში იქნება ვარიანტი მას ნამდვილად მივაქცევ ყურადღებას.

- გსიამოვნებთ თუ არა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედის" დღევანდელ პრობლემებს ხედავთ და თქვენი აზრით, რატომ არიან "წითელი ეშმაკები" ასეთ სიტუაციაში?

- გულწრფელად გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს რას აკეთებენ ისინი. მე მინდა, რომ "ლივერპულმა" ითამაშოს კარგად და საერთოდ არ მანაღვლებს რას იზამენ სხვა გუნდები. მეკითხებიან ხოლმე მეზიზღება თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" და ვპასუხობ, რომ არა.

ამ კლუბზე იმდენს არ ვფიქრობ და იმდენად არ მანაღვლებს, რომ მეზიზღებოდეს. ვფიქრობ, ყველა გულშემატკივარი ასე უნდა იყოს, პირველ რიგში, საკუთარ გუნდზე უნდა ნერვიულობდე და მასზე უნდა იყო კონცენტრირებული და არა სხვაზე. სხვა კლუბების წარუმატებლობით გახარება საჩემო არ არის, ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის "ლივერპული" და მისი წარმატებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
ლივერპულის დიდი სამეული კლუბის სამსახურში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"არსენალმა" "ჩელსიდან" სტერლინგი დაიმატა
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს
კვირა ციფრებში: გაძევებები და წარმატებული დებიუტი
ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიქი - "სევილიას" თავდამსხმელმა სამი გოლი 4 წუთში გაიტანა [VIDEO]
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ
"მყვინთავი" უეინ რუნი - ეპიზოდი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელს კრიტიკა დაატეხა [VIDEO]
"ლივერპული": იურგენ კლოპი, უკვე პარასკევს?
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
ამ სეზონში უთამაშებელი სტერლინგი "ჩელსიდან" წასვლასთან ახლოსაა
კოლიმორი: ეს "ლივერპული" პრემიერლიგის უდიადეს გუნდებში ვერ შევა
პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში სერხიო აგუერო მე-7 ადგილზეა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
რობი ფაულერი: "ლივერპულს" პრემიერლიგის დასრულება საუკეთესო ოთხეულში შეუძლია
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს