"ჩემთვის ფეხბურთი არა მარტო საყვარელი საქმიანობა, არამედ ცხოვრების აზრია"
ქართველმა გულშემატკივარმა კარგად უწყის "ვოლგას" ქართველი თავდამსხმელის, ოთარ მარცვალაძის წარმატებული სეზონის ამბავი. 26 წლის ქართველი ლეგიონერი რუსეთის პირველი დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად თავად მოთამაშეებმაც აღარეს. ამ განწყობას, გამოკითხვის ავტორი "სპორტ ექსპრესიც" უერთდება, რომელმაც ჩვენებურთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

"ღვთის ბოძებული ფორვარდი!" - ასე ამბობენ მარცვალაძეზე. ქართველი თავდამსხმელი რუსეთის პირველ დივიზიონში, ზედიზედ ორი სეზონია, თავის სნაიპერულ თვისებებს ავლენს. წინა სეზონში, "ანჟის" რიგებში თამაშისას მან 22 მატჩში 13 ბურთი შეაგდო და გუნდი უმაღლესში აღაზევა, წელს კი პრემიერლიგაში, 21 გატანილი გოლით, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" გადაიყვანა.

- ოთარ, როგორ მოხვედით ფეხბურთში?

- ჩემი უფროსი ძმა საქართველოს ჩემპიონატში, ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა. როცა ბავშვობაში მას ვუყურებდი, თავადაც მიჩნდებოდა მინდორზე გასვლის სურვილი. ერთი სიტყვით, ფეხბურთი თავიდანვე შევიყვარე და თან ძალიან ძლიერად.

- თავიდანვე თავდასხმაში გაგამწესეს?

- საფეხბურთო სკოლაში, პირველივე დღესვე თავდასხმაში მიმიჩინეს ადგილი და მას შემდეგ ამ პოზიციაზე ვთამაშობ. სხვა ამპლუაში თავი არც კი გამომიცდია.

- მაინც რა არის თქვენთვის ფეხბურთი: სამსახური, ჰობი, თუ სხვა რამ?

- ბედისწერის გამო საკმაოდ ადრე დავკარგე მშობლები. ალბათ ამიტომაც, ჩემთვის ფეხბურთი არა მარტო საყვარელი საქმე, არამედ ცხოვრების აზრიც გახდა.

- კიევის "დინამოს" რატომ ვერ შეეწყვეთ?

- ტრავმებმა შემიშალა ხელი. მალდობა ღმერთს, ახლა ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა.

- რუსეთში როგორ აღმოჩნდით?

- "ანჟიმ" კიევის "დინამოსგან" ჩემი კონტრაქტი გამოისყიდა.

- მახაჩყალაში შესაშური შედეგიანობა გქონდათ - ერთ წრეში 13 გოლი.

- ამაში პარტნიორების დამსახურება დიდი იყო, რომლებთან ერთადაც საერთო შედეგისთვის ვიბრძოდი. ბიჭები გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს ვაკეთებდით და სწორედ ამის გამო, პრემიერლიგაში აღზევება შევძელით.

- მაგრამ, თქვენ სეზონის წინ "ანჟი" დატოვეთ.

- მაშინ გუნდში ბევრი ქართველი გამოდიოდა და არაკეთილმოსურნეებმა "თეთრაძის პროტექციაზე" ქირქილი დაიწყეს. ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ წასვლა მომთხოვა, გადაწყვეტილება თავად მივიღე და არც ვნანობ.

- რატომ მაინცდამაინც "ვოლგა"?

- ამ კლუბში ჩემ თამაშს ყურადღებით აკვირდებოდნენ და ვიგრძენი, რომ "ვოლგასთვის" საჭირო ვიყავი. კლუბში თავდაპირველად იჯარით გადავედი, მაგრამ ახლა უკვე სრულფასოვანი კონტრაქტი მაკავშირებს. "ვოლგაში" გადასვლა ჩემ კარიერაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო.

- პრემიერლიგაში "ანჟის" გამოსვლას თუ ადევნებდით თვალყურს?

- რა თქმა უნდა, მახაჩყალელებს ვგულშემატკივრობდი და მიხარია, რომ ელიტურ დივიზიონში დარჩენა შეძლეს.

- "ვოლგაში" როგორ შეგხვდნენ?

- ბრწყინვალედ! ეს ეხება როგორც კლუბის ხელმძღვანელებს, ისე ფეხბურთელებს. გუნდში ისეთი ატმოსფერო იყო შექმნილი, თავი საკუთარ სახლში მეგონა.

- ომარ თეთრაძესთან მუშაობა როგორია?

- კომფორტული. ომარი ინდივიდუალურად ახერხებს გუნდისთვის თავდადებულ მოთამაშეებთან საერთო ენის გამონახვას. რა თქმა უნდა, "ვოლგაში" ძალიან დამეხმარა ის, რომ კლასის დახვეწაზე მასთან ერთად მანამდე "ანჟიში" მიმუშავია. ყველაფერს გავაკეთებ, რათა მომავალშიც გავამართლო მწვრთნელის მოლოდინი.

- გეხმარებათ გუნდში თანამემამულეთა სიმრავლე?

- თქვენ როგორ ფიქრობთ? რა თქმა უნდა! როცა უცხო ქალაქში, ახალ კოლექტივში მიდიხართ და იქ ნაცნობი ადამიანები, უფრო მეტიც, მეგობრები და ძველი თანაგუნდელები გხვდებიან, გუნდთან შეჩვევა გიადვილდებათ და თამაშზე ყურადღების უფრო მეტად გამახვილებასაც ახერხებთ.

- რუსეთში მოთამაშე სხვა ქართველ ფეხბურთელებთან ურთიერთობთ?

- კონტაქტი თითქმის ყველასთან მაქვს, თუმცა უფრო ახლო ურთიერთობა მალხაზ ასათიანთან, დათო კვირკველიასა და ლაშა სალუქვაძესთან მაქვს.

- განვლილ სეზონში საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებთ?

- ეჭვგარეშეა, ის ჩემ კარიერაში ყველაზე წარმატებული იყო.

- ამ სეზონში პირველი დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი გახდით. მომავალ წელს როგორ მიზანს დაისახავთ?

- არასდროს ვუდგენ საკუთარ თავს ამოცანას, რომ გარკვეული რაოდენობის გოლი გავიტანო. ძალიან მინდოდა გუნდი პრემიერლიგაში გადასულიყო და ეს ოცნება ამიხდა. ახლა უფრო მაღალ დონეზე თამაში მოგვიწევს და მსურს, პრემიერლიგაში ღირსეულად წარვსდგეთ.

- ინტერვიუ ბლიც-რეჟიმში გავაგრძელოთ. მზად ხართ?

- დავიწყოთ და გამოჩნდება.

- თამაში სიცხეში ჯობს, თუ თავსხმა წვიმაში?

- წვიმაში.

- 1:0 თუ 4:3?

- 1:0. ასეთი ანგარიში მწვრთნელს უფრო მოსწონს.

- თვითმფრინავი თუ ავტობუსი?

- თვითმფრინავი.

- ინტერნეტი თუ ტელევიზორი?

- ტელევიზორი.

- გაზეთი თუ წიგნი?

- წიგნი.

- ნარდი თუ ჭადრაკი?

- ჭადრაკი.

- უტკინი თუ თვალთვაძე?

- თვალთვაძე. უტკინი ვინაა, არ ვიცი.

- თევზაობა თუ ნადირობა?

- ნადირობა.

- თეატრი თუ კინო?

- კინო.

- შავი ზღვა თუ წითელი?

- შავი.

- რუსული არაყი თუ ჭაჭა?

- რუსული არაყი (ღიმილით).

- "ბორჯომი" თუ "ბონ აქვა"

- "ბორჯომი".

- ბორშჩი თუ ხარჩო?

- ბორშჩი.

- პიცა თუ ხაჭაპური?

- ხაჭაპური.

- "მიმინო" თუ "აფონია"?

- რა თქმა უნდა, "მიმინო".

- საყვარელი დღესასწაული.

- აღდგომა.

- თქვენი ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი.

- ჩემთვის თითოეული გოლი განსაკუთრებულია.

- ბავშვობის კუმირი.

- ბრაზილიელი რონალდო.

- მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი?

- იგივე.

- "ანჟი" თუ კიევის "დინამო"?

- ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა"!

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

Giorgipirweli
ნაკრებში ბევრჯერ იყო ამ ბოლო დროს გამოძახებული. ყოველთვის სავიზო პრობლემა ქონდა. სლოვენიასთან თამასისთვის ჩამოვიდა და თუ არ ვცდები, ტრამვა მიიღო თამაშის წინ.
ცერცვა
ნაკრებში არ აპირებენ ნეტა ამ კაცის მიღებას?
otar
ნაკრებში ნაკრებში დამანახეთ ეს ბიჭი
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა