შესაძლოა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ძიუდოში რუსეთში, კონკრეტულად კი, ყაზანში ჩატარდეს
შესაძლოა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი ძიუდოში რუსეთში, კონკრეტულად კი, ყაზანში ჩატარდეს.

ყოველ შემთხვევაში, თათრეთის დედაქალაქმა უკვე დაიწყო საამისოდ ზრუნვა - წარადგინა კანდიდატურა და ამ დღეებში ძიუდოს ევროპულ-რუსული ფედერაციების საინსპექციო ჯგუფსაც უმასპინძლა.

თათრეთის ძიუდოს ფედერაციას ჩემპიონატის ჩატარება "ტატნეფტ-არენაზე" სურს, რომელიც ავტონომიის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სპორტული ღირსშესანიშნაობაა.

უნდა ითქვას, რომ მასპინძლებს გამართული ინფრასტრაქტურა აქვთ - ქალაქში არც მაღალი დონის სასტუმროების დეფიციტია და თან აპირებენ გამოიყენონ ის ოლიმპიური სოფელი, რომელმაც შარშან მსოფლიოს სტუდენტურ უნივერსიადას უმასპინძლა.

სწორედ ეს სასტუმროები და ბაზები დაათვალიერეს ყაზანში ინსპექტირებაზე ჩასულმა ძიუდოს ევროპული კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მიხაილ ვახუნმა, რუსული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და იმავდროულად, აღმასრულებელმა მდივანმა ვალენტინ ხაბიროვმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. ისინი შეხვდნენ ავტონომიის ხელმძღვანელებსაც და მათგანაც მიიღეს გარანტიები. ნანახით ვახუნი კმაყოფილიც დარჩა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა წლეულს უკვე უმასპინძლა სეზონის მთავარ შეჯიბრებას - მსოფლიოს ჩემპიონატს, თუმცა 2016-ის ევროპირველობაც ფრიად მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სალიცენზიო სტატუსის მქონე ტურნირი და რიოსკენ მიმავალ გზაზე - ერთ-ერთი ბოლოც. ალბათ, რუსების დაინტერესებაც აქედან მომდინარეობს - თუ რომელიმე წონაში ულიცენზიოდ დარჩენის საფრთხე დაემუქრებათ, მიღებული თუ მიუღებელი ხერხებით ყველაფერს გააკეთებენ მის მოსაპოვებლად.

აქედან გამომდინარე, ჩვენებისთვის ეს ფრიად ძნელი შეჯიბრება იქნება - პირდაპირ მტრის ბუნაგში მოუწევთ ბრძოლა.

თუმცა კაცმა რომ თქვას, რუსეთი ჩვენი ფალავნებისთვის არც ისე დათარსული ქვეყანაა - წლეულს ჩელიაბინსკში 3 მედალი - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო მოიპოვეს.

7-წლიანი პაუზის შემდეგ სწორედ იქ დავიბრუნეთ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, რაც ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) გააკეთა, მესამე ადგილებზე კი ამირან პაპინაშვილი (60) და ვალერი ლიპარტელიანი (90) გავიდნენ.

სამი წლის წინ - 2012 წელს ისევ ჩელიაბინსკში ლიპარტელიანი პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი, ლევან ჟორჟოლიანმა (100) ვერცხლი მოიპოვა, პაპინაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი (66) კი ბრინჯაოს დაეუფლნენ.

დიდწილად სწორედ ამ მედლისთვის დარიცხული ქულებით მოიპოვა ლიცენზია შავდათუაშვილმა, რაც შემდეგ ოლიმპიური ჩემპიონობით დამთავრდა. ბედის ირონიით, მსოფლიოს მედალოსანთა წლევანდელი სამეულის (გარკვეულწილად - სხვებისთვისაც) მთავარ კონკურენტთა შორის რუსებიც არიან.

თუმცა საერთაშორისო რეიტინგების სადღეისო მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სამეულს იმ ტურნირისთვის უკვე განაღდებული ექნება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური და რუსები ვერაფერს დააკლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე