...ჩვენს ბავშვებს ნიჭი და ტალანტი მართლაც აქვთ. მოდიან საფეხბურთო სკოლებში და მათი ხილვა ერთი სიამოვნებაა
ორიოდე დღის წინ თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივნის, ახლახან გარდაცვლილი რევაზ მგელაძის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართა - მთავარი პრიზი 2003 წელს დაბადებულმა ბავშვებმა გაითამაშეს.

ფინალი ისეთი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, "ბენდელაზე" შეკრებილი 1300-მდე მაყურებელი ნამდვილად ვერ მოიწყენდა. ყიჟინაც ისეთი ახლდა ფინალს, უმაღლესი ლიგის მატჩებზეც რომ სანატრელია.

გამარჯვებული გახდა გიორგი დეკანოსიძის მიერ გაწვრთნილი "საბურთალო", რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის "დინამოს" აკადემია 3:2 დაამარცხა და ტურნირის მთავარი პრიზი მოიპოვა.

საერთოდ, ბოლო სამი წელია, "დინამოს" აკადემიისა და "საბურთალოს" ნებისმიერი ასაკის გუნდების თამაშები თბილისურ დერბებად იქცა და თუ ვინმეს ნაღდი, ჯიგრიანი და ლამაზი ფეხბურთი მოენატრა, მერწმუნეთ, ამ შეხვედრებს უნდა დაესწროს. მოლოდინი ამ ფინალმაც გაამართლა - მაღალი ტემპი, მონატრებული ფინტები და იმპროვიზაცია, ლამაზი გოლები... მოკლედ, ბევრი რამ, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს.

ამ ფინალს არ უკავშირდება, მაგრამ ერთი ამბავი უნდა გავიხსენო - წლების წინ, როცა ერთ-ერთი ქართული ტურნირის ფინალს დაესწრო, გერმანული კომპანიის პრეზიდენტი რიჩარდ სალერი გაოგნებული დარჩა - რა ნიჭიერი ბავშვები გყავთო და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ტურნირის დაფინანსება.

ჩვენს ბავშვებს ნიჭი და ტალანტი მართლაც აქვთ. მოდიან საფეხბურთო სკოლებში და მათი ხილვა ერთი სიამოვნებაა. მაგრამ მერე, სკოლის დამთავრებისთანავე, ტალანტები ქრებიან და იკარგებიან.

"არაჩვეულებრივი გამოფენის" არ იყოს, ამის შემხედვარე კარგი "მოქანდაკე" იტყოდა - "მე ამისგან გავაკეთებ"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნნნჰ
ქეცბაიას ბრალია თურმე მატაობას უკრძალავს
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს