ვინ შეცვლის ტრავმირებულ ინსინიეს?
სერია A-ს ბოლო ორ ტურში "ნაპოლიმ" უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა - ჯერ შინ "რომა" დაამარცხა, შემდეგ კი სტუმრად "ფიორენტინას" სძლია.

რაფაელ ბენიტესის გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდა და, როგორც იტალიურ საფეხბურთო წრეებში ალაპარაკდნენ, სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩაება...

ახალი კონტრაქტი ბენიტესს

რაფაელ ბენიტესის ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და თუ აქამდე ნეაპოლელები არ ჩქარობდნენ მის გახანგრძლივებას, ბოლო წარმატებებმა ეს პროცესიც დაძრა - ამაზე კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის სიტყვები მოწმობს:

"რაფაელ ბენიტესი თავის საქმეს იდეალურად ასრულებს და ამიტომ ხელშეკრულების გახანგრძლივება ჩვენი მიზანია. რაფა მაშინაც არ გამიკრიტიკებია, როდესაც ყველაზე რთული დრო გვედგა და ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ვერ მოვხვდით.

ფეხბურთში ყველაფერი ხდება და არ შეიძლება, წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელს დაბრალდეს. ვიცოდი, რომ კრიზისს რაფასთან ერთად დავძლევდით და ასეც მოხდა.

ახალი ხელშეკრულების პირობებზე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთწლიანი იქნება. გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება თავად მწვრთნელს არ სურს და მის ამ პოზიციას პატივს ვცემთ".

"გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, რაფაელ ბენიტესმა თავად მოისურვა მხოლოდ 1-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება, რადგან სამომავლოდ ინგლისის პრემიერლიგაში სურს დაბრუნებაო.

ჯაკერინი სამიზნეში

"გაძეტა დელო სპორტმა" გვამცნო, რომ "ნაპოლის" სპორტული დირექტორი რიკარდო ბიგონი ლონდონში იყო ჩასული, სადაც არგენტინა-ხორვატიის ამხანაგურ მატჩს დაესწრო.

გამოცემამ ბიგონს რამდენიმე კითხვა დაუსვა და საინტერესო პასუხები მიიღო...

- რომელ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად გაემგზავრეთ ლონდონში?

- რამდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით, მაგრამ ამ ეტაპზე გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ჩვენთვის საინტერესო მოთამაშეები თამაშობენ როგორც არგენტინის, ისე ხორვატიის ნაკრებში და ლონდონშიც ამიტომ ჩავედი. ამის უარყოფა და იმის მტკიცება, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში ტურისტის როლში ჩავედი, სისულელე იქნება.

- ამბობენ, რომ ემანუელე ჯაკერინის შეხვდით და მისი გადაბირებაც გსურთ...

- კი, ნამდვილად ასეა. ემანუელეს გაუჭირდა ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაცია და "სანდერლენდის" ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი. მართალია, ამჟამად ტრავმირებულია, მაგრამ დეკემბრის პირველ რიცხვებში გამოჯანმრთელდება და სურს, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ემანუელე თავის პოზიციას შეგვატყობინებს და შემდეგ უკვე "სანდერლენდის" მესვეურებს შევეხმიანებით.

- ისიც ითქვა, რომ ლორენცო ინსინიეს ჩანაცვლება სებასტიან ჯოვინკოთი იგეგმება...

- ჯოვინკო უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და "იუვენტუსში" თამაში, პრაქტიკულად, არ უწევს. თუ ტურინელები გამოუშვებენ, სიამოვნებით დავიმატებთ. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, "იუვენტუსის" მესვეურებს უცხოეთში გაშვება უნდათ. ვნახოთ, ყველა კითხვას უახლოეს დღეებში გაეცემა პასუხი.

ალეგრი: "ნაპოლი" სკუდეტოსთვის იბრძოლებს

ამასობაში, მედიას "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გაესაუბრა და განაცხადა, რომ "ნაპოლი" სკუდეტოსთვის იბრძოლებს:

"რუდი გარსიას კომენტარს გავეცანი, რომელიც აცხადებს, რომ "რომა" იტალიის საუკეთესო გუნდია და სადაც სამართალია, სკუდეტო უნდა მოიპოვოს. ასეთი თამამი განცხადებისგან თავს შევიკავებდი, რადგან წინ მთელი სეზონია, კონკურენცია კი ძალიან დიდია.

ბრძოლა სკუდეტოსთვის ბოლო ტურებამდე გაგრძელდება და მასში არა მარტო "რომა" და "იუვენტუსი", "ნაპოლიც" იქნება ჩართული. რაფაელ ბენიტესის გუნდმა ჩავარდნა დაძლია და მათი გაჩერება ურთულესი იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

SHUKOVANI
ჯოვინკო გვინდა ჯოვინკო! ჯაკერინი არა.
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
ევრო 2016. იტალიის ნაკრები: ეს მხოლოდ დასაწყისია!
"ჩუმად იყავი, სანამ "კვარაზე" უკეთეს ფეხბურთელს არ დავასახელებ" - ნახეთ, იტალიის ნაკრების ყოფილი შემტევის არჩევანი [VIDEO]
ემანუელე ჯაკერინის იტალია არ ეთმობა, თუმცა...
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
დე ლაურენტისს ფულით ვერ მოთაფლავთ - აურელიომ პრინციპულობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა
"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ევრო 2016. II ტური. E ჯგუფი: იტალიის ნაკრები პლეი ოფშია [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
სებასტიან ჯოვინკომ ამერიკული "ოქროს ბუცი" მიიღო
მოიესს კიდევ ერთი შანსი მისცეს - ბენიტესი მოლოდინის რეჟიმშია
ემანუელე ჯაკერინი ჯანო ანანიძის კონკურენტი ხდება
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება - კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
კვარაცხელიას ბენიტესი გაწვრთნის? - იტალიური პრესა ესპანელის "ნაპოლიში" შესაძლო დაბრუნებაზე წერს
ინსინიემ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს
მანჩინიმ იტალიის ნაკრებში ჯოვინკო დააბრუნა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"ინსინიეს "ნაპოლიში" დაბრუნება სურს, თუმცა "კვარას" შემცვლელად ყოფნას არ აპირებს" - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
უეინ რუნი შესაძლოა MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
იტალიის ნაკრები: ანტონიო კონტემ გუნდი დარაზმა
ევრო 2016. E ჯგუფი. I ტური: იტალიამ მოიგო და ჯგუფში გალიდერდა [VIDEO]
მოულოდნელი ვარიანტი - იტალიის ნაკრებს რაფაელ ბენიტესიც დაუკავშირეს
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"მთხოვა, ეს მეორედ აღარ მეთქვა" - ბენიტესმა სპალეტისა და "ნაპოლიზე" ისაუბრა
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ანტონიო კონტე: გვინდოდა და მოვიგეთ
ტურინის "იუვენტუსს" ბოლოს მხოლოდ ალესანდრო მატრი შერჩა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ისტორიაში - ბენიტესმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
32 მილიონად ნაყიდს 80 მილიონად გაყიდის - დე ლაურენტისმა შეიძლება მაკტომინეის ტრანსფერით გვარიანად იხეიროს