დაზუსტდა იმ ძიუდოისტთა ვინაობა, რომლებიც იაპონიაში თავიანთი ხარჯით აპირებენ წასვლას
დაზუსტდა იმ ძიუდოისტთა ვინაობა, რომლებიც იაპონიაში თავიანთი ხარჯით აპირებენ წასვლას: ბექა შავდათუაშვილი, გიორგი გუგულაშვილი (ორივე - 66) და ვახტანგ ოქრუაშვილი (+100).

ეს რაც გადაწყვეტილია, თორემ არაა გამორიცხული, ამათ 100 კილოგრამში საქართველოს ჩემპიონატის წლევანდელი გამარჯვებული ლაშა გურულიც დაემატოს.

როცა ჩვენმა ფედერაციამ ტურნირში მონაწილეობაზე წინასწარი განაცხადი გააკეთა, მაშინ გურულზე აქცენტი არ კეთდებოდა. ამიტომ არც მის ვიზაზე დაუჭერიათ თადარიგი, ახლა კი ცაიტნოტში არიან.

სწორედ ამიტომ ვერ მიჰყვება ხვალ გურული გუნდს ტოკიოში, როცა ნაკრები საღამოს დაადგება "ამომავალი მზის ქვეყნისკენ" მიმავალ შორეულ გზას. თუ გურულმა საბუთების პრობლემა დროულად მოაგვარა და, ცხადია, თანხებიც იშოვა, მაშინ ტურნირზე ჩავა იაპონიაში.

დანარჩენები ხვალ გაჰყვებიან ირაკლი უზნაძის კრებულს, ოღონდ შეჯიბრებაში მხოლოდ გუგულაშვილი იჭიდავებს, შავდათუაშვილი და ოქრუაშვილი კი მხოლოდ ერთობლივ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 5-7 დეკემბერს ტოკიოში, კოდოკანის სახელოვან დარბაზში ძიუდოს დამაარსებელ ძიგორო კანოს სახელობის "დიდი მუზარადის" ტურნირი ტარდება, სადაც ჩვენები ასეთი შემადგენლობით გამოვლენ: ამირან პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (ორივე - 90), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).

შეგახსენებთ, რომ ეს იმ სპორტსმენთა სიაა, ვისაც ძიუდოს ფედერაცია აფინანსებს. ამათგან ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი ახლაც იაპონიაში იმყოფებიან, სადაც ტოკაის უნივერსიტეტში გადიან შეკრებას ადგილობრივ კლუბთან.

ჩვენი ნაკრებიც ასე ადრიანად იმიტომ მიდის ტოკიოში, რომ ისინიც ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავენ იმავე ტოკაიში. იქ ტურნირის დაწყებამდე დარჩებიან, მერე კი ტოკიოში დაბრუნდებიან და შეჯიბრებაში ჩაებმებიან. ჩვენი ნაკრებისთვის ეს წლევანდელი სეზონის ბოლო შეჯიბრება იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბერდია ჯანელიძე
წარმატებები ძიუდოს ნაკრებს....
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ძიუდო. U23: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: მეორე დღეც უმედლოდ
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]
ᓔᓡᓢᓔᓠ ᓡᓢᓐᓛᓘᓡ ᓕᓔᓠᓪᓮᓚᓘ ᓓᓐ ᓕᓐᓟᓔᓑᓘᓡ ᓛᓐᓠᓪᓮᓘ ᓐᓡᓢᓐᓜᓘᓡ "ᓓᓘᓓ ᓞᓠᓘᓖᓖᓔ"
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ზურაბ კახნიაშვილმა გროზნოს ტურნირში ვერცხლი მოიპოვა
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ლუკა მაისურაძემ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა! [VIDEO]
ძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]
ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: არის პირველი მედალი!
ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები: ობერვარტში ლიდერებით
ბაქოს გრანდ სლემი: 3 ქართველი ძიუდოისტი გზას აგრძელებს
ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: თამაზ კირაკოზაშვილის ვერცხლი!
ალექსანდრე მსხალაძეს მეტოქისთვის ხელის არჩამორთმევა არ შეარჩინეს
დიუსელდორფის გრანდ სლემი: ჩხვიმიანი მშვიდობაძესთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [VIDEO]
ალმათის გრან პრი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები სტარტზევე დამარცხდნენ
თბილისის გრან-პრი. I დღის ანონსი: მარგველაშვილის რთული გზა
ლაშა გუჯეჯიანი: მადლობა ქართველ ხალხს გულწრფელი სიყვარულისა და გულშემატკივრობისთვის