ფიბა-ევროპის მმართველმა საბჭომ ევრობასკეტ 2015-ის ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქვეყნებს პარტნიორი ფედერაციები დაუმტკიცა
ფიბა-ევროპის მმართველმა საბჭომ ევრობასკეტ 2015-ის ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქვეყნებს პარტნიორი ფედერაციები დაუმტკიცა.

მოგეხსენებათ, მომავალი წლის კონტინენტის პირველობის ჯგუფური ეტაპი საფრანგეთში, ხორვატიაში, ლატვიასა და გერმანიაში გაიმართება. ამ ქვეყნებმა დამატებით თითო ქვეყანა აირჩიეს, რომლებიც მათ ტურნირის ორგანიზებაში, მეტწილად კომერციულ-მარკეტინგული კუთხით დაეხმარებიან.

ეს პრაქტიკა ევროკალათბურთში პირველია და ალბათ აღარც განმეორდება. ეს გზა ფიბა-ევროპამ და თავად მასპინძელმა ქვეყნებმა იმიტომ აირჩიეს, რომ შექმნილი ექსტრაორდინალური სიტუაციის გამო ტურნირის ორგანიზება მაღალ დონეზე მოხდეს. მოგეხსენებათ, 2015 წელს ევროპის ჩემპიონატი უკრაინაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო და პოლიტიკური ქაოსის გამო ეს უფლება გასულ სექტემბერს, ევრობასკეტამდე ზუსტად ერთი წლით ადრე ჩამოართვეს.

პარტნიორ ფედერაციათა არჩევა რომ მოხდებოდა, ამაზე ევროპული პრესა ხშირად წერდა, თუმცა რა როგორ იქნებოდა და ვინ ვის აირჩვდა, ეს ზუსტად არავინ იცოდა.

14 ნოემბერს ფიბა-ევროპამ ოფიციალურად გამოაქვეყნა, რომ: საფრანგეთმა პარტნიორად ფინეთი აირჩია, გერმანიამ - თურქეთი, ხორვატიამ - სლოვენია, ხოლო ლატვიამ (აქამდე გაჟღერებული ლიტვის ნაცვლად) - ესტონეთი.

თუ რა გავლენას იქონიებს მასპინძელ ქვეყანათა ეს არჩევნები განთესვის კალათების შედგენაზე, ამას ფიბა-ევროპა დამატებით გამოაქვეყნებს 8 დეკემბრამდე. ამ დღეს პარიზის დისნეილენდში ევრობასკეტ 2015-ის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება და ტურნირის მონაწილე დარჩენილი 16 ქვეყანა (მათ შორის საქართველოც) შეიტყობს, თუ რომელ ქვეყანაში მოუწევს ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა.

ფიბა-ევროპის მმართველმა საბჭომ აშემდეგი ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის გამართვის ვადები და მონაწილე გუნდების რაოდენობა დაამტკიცა. კონტინენტის 2017 წლის პირველობაზე 24 გუნდი იასპარეზებს, ხოლო შესარჩევი ტურნირი 2016 წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. თამაშები ოთხშაბათს და შაბათს ჩატარდება.

წყარო: www.gbf.ge

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]