რომელიმე ნაკრების მწვრთნელობა, ''აიაქსის" სპორტული დირექტორობა, "ბაიერნში" დარჩენა თუ პენსიაზე გასვლა?

2010 წელი ისე დამთავრდება, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელებს, ქომაგებსა და ხელმძღვანელებს არ ეცოდინებათ, რას აპირებს ლუის ვან გაალი მომავალში. 59 წლის ჰოლანდიელმა მწვრთნელმა, რომელსაც მიუნხენში ყველა აფასებს, „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგს“ განუცხადა, რომ მას ოთხი ვარიანტი აქვს.

„პირველი: შესაძლოა, რომელიმე დიდი ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდე. მეორე: დავთანხმდე ამსტერდამის „აიაქსის“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას. მესამე: „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტი გავაფორმო, რაც 60 წელს მიახლოვებული მწვრთნელისთვის სარისკო გადაწყვეტილებაა, რადგან ჩემთვის, როგორც ასაკში მყოფი მწვრთნელისთვის, გაცილებით უკეთესია, რომელიმე ნაკრებში ვიმუშავო. და მეოთხე: გავიდე პენსიაში,“ - ამბობს ვან გაალი, რომელსაც „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ამ განცხადებით ლუისი უარს ამბობს რეკორდმაისტერისთვის ერთგულების გამოცხადებაზე და იმასაც შეგახსენებთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში მან სახალხოდ თქვა, „აიაქსის“ წინადადებაზე სერიოზულად ვფიქრობ, რადგან ამსტერდამულ კლუბში დაბრუნება ჩემთვის უდიდესი გამოწვევააო. არადა, ცოტა ხნის წინ „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა ბასტიან შვაინშტაიგერმა და მიუნხენურ კლუბში 2016 წლამდე დარჩენის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად სწორედ ვან გაალი დაასახელა.

„ფრანკფურტერ ალგემაინესთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვან გაალმა იანვარში ახალი ფეხბურთელების შეძენა არ გამორიცხა, მაგრამ იქვე დასძინა: „საჭირო ტრანსფერების განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ერთი-ორ ფეხბურთელს გავყიდით. თანაც, ახალი მოთამაშეები უნდა სჯობდნენ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ახლა გვყავს.“

ორი კვირაა, რაც გერმანულ პრესაში არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ დიდი შანსია, იანვარში „ბაიერნი“ გუნდის კაპიტანმა მარკ ვან ბომელმა დატოვოს. ზემოთ ხსენებულ ინტერვიუში რეკორდმაისტერის ჰოლანდიელ დამრიგებელს ამ თემაზეც დაუსვეს კითხვა, მაგრამ ლუისმა კონკრეტული პასუხის გაცემა არ ისურვა და მხოლოდ ის თქვა, სატრანსფერო საკითხებზე დეტალურად მხოლოდ ხელმძღვანელებთან ვსაუბრობ და სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ვერაფერს გეტყვითო.

ვან გაალმა ბუნდესლიგის პირველი წრის გამარჯვებულზეც ისაუბრა. ლუისმა აღნიშნა, რომ დორტმუნდის „ბორუსიამ“ სეზონის პირველი ნახევარი ფანტასტიკურად ჩაატარა და გუნდთან ერთად, „შავ-ყვითლების“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპიც აქო:

„ყოველთვის ვფიქრობდი, რომ „ბორუსიას“ დიდი პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ თუ პირველ წრეს ასე შესანიშნავად ჩაატარებდა, ნამდვილად არ მეგონა. კლოპი ბრწყინვალე სპეციალისტია და მას უკვე უდიდეს პატივს ვცემ.“

კითხვას, შეძლებს თუ არა „ბაიერნი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას მიუხედავად იმისა, რომ პირველ წრეში „ბორუსიას“ 14 ქულით ჩამორჩა, ლუისმა ასე უპასუხა: „ჩვენი უპირველესი მიზანი, ანუ, პროგრამა მინიმუმი სამეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. „ბაიერნი“ 2011/2012 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგას არაფრისდიდებით არ უნდა დააკლდეს, ფინალი ხომ მიუნხენში გაიმართება.“

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა