ნოვაკ ჯოკოვიჩის ტრიუმფი 2014 წელს
ახალი მნიშვნელოვანი მიღწევები ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის კარიერაში, კეი ნიშიკორის უჩვეულო რეკორდი და სხვა საინტერესო ციფრები წლის შემაჯამებელი ტურნირიდან...

1 - მხოლოდ ერთი გეიმი აიღო ენდი მარეიმ როჯერ ფედერერთან მატჩში. ასე რომ, ბრიტანელმა ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო შვეიცარიელთან. მანამდე ჩოგბურთელები 22-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.

1 - კეი ნიშიკორი გახდა პირველი აზიელი ჩოგბურთელი, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშა.

2 - ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებული 12 მატჩიდან მხოლოდ ორი იყო სამსეტიანი.

2 - ორ მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი (2 075 000) და 1500 სარეიტინგო ქულა მოიპოვა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამარჯვებით.

3 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ მესამედ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი. როჯერ ფედერერმა აქ ექვსჯერ გაიმარჯვა, მაგრამ ზედიზედ სამჯერ არასოდეს ყოფილა პირველი. ასე რომ, ჯოკოვიჩმა გაიმეორა ივან ლენდლის შედეგი. წარმოშობით ჩეხოსლოვაკიელი ჩოგბურთელი წლის დასკვნით ტურნირზე 1985-87 წლებში დომინირებდა. აქ გამარჯვებების რაოდენობით ნოვაკი მხოლოდ ლენდლს, სამპრასსა და ფედერერს ჩამორჩება.

3 - სამი დებიუტანტი ვიხილეთ წლის შემაჯამებელ ტურნირზე. ზედიზედ მეორე წელია ახალბედამ ნახევარფინალამდე მიაღწია - სტენ ვავრინკას შედეგი გაიმეორა ნიშიკორიმ. საინტერესოა, რომ ბოლო წლის შემაჯამებელზე დებიუტანტის რანგში გაიმარჯვა ესპანელმა ალექს კორეჩამ - 1998 წელს.

7 - ჯოკოვიჩმა 2014 წელს ტიტულების რაოდენობით ყველას აჯობა. ხუთი ტიტული მოიგო ფედერერმა.

ტიტულები 2014 წელს:

ნოვაკ ჯოკოვიჩი - 7

როჯერ ფედერერი - 5

მარინ ჩილიჩი - 4

კეი ნიშიკორი - 4

რაფაელ ნადალი - 4

ენდი მარეი - 3

გრიგორ დიმიტროვი - 3

სტენ ვავრინკა - 3

9 - დიდი ხანი ხელშეუხებელი იყო ჯგუფურ სტადიაზე წაგებული გეიმების რაოდენობის რეკორდი. ჯონ მაკინროიმ 1978 წელს და მოგვიანებით ივან ლენდლმა 1989 წელს ნახევარფინალამდე მხოლოდ 14 გეიმი დათმეს. წელს ერთი დღით ახალი რეკორდსმენი გახდა როჯერ ფედერერი - 13 წაგებული გეიმი. მაგრამ მეორე დღეს მისი რეკორდი გააუმჯობესა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც სამ მატჩში მხოლოდ 9 გეიმი დათმო. სერბი კარიერაში პირველად გავიდა ჯგუფიდან სეტის წაუგებლად.

11 - ფედერერმა კარიერაში მეთერთმეტედ მიაღწია ფინალამდე.

11 - ზედიზედ მე-11 წელია საჩოგბურთო რეიტინგში სეზონს პირველი ჩოგანის რანგში ასრულებს ჯოკოვიჩის, ფედერერისა და რაფაელ ნადალის ტრიოდან ერთ-ერთი. ნოვაკმა კარიერაში მესამედ დაასრულა წელი კლასიფიკაციის სათავეში. რეკორდსმენი პიტ სამპრასია, რომელიც ექვსჯერ იყო წლის ბოლოს პირველი ჩოგანი.

13 - მეცამეტედ წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში, ერთმანეთს შეხვდნენ ერთი ქვეყნის წარმომადგენლები. პირველად მოხდა ეს შვეიცარიის შემთხვევაში. ადრე ათჯერ ითამაშეს ერთმანეთში ამერიკელებმა და თითოჯერ - ესპანელებმა და შვედებმა.

15 - ფედერერმა კარიერაში მეთხუთმეტედ დაამარცხა ვავრინკა. ურთიერთშეხვედრებში მათ შორის ანგარიშია - 15:2.

16 - ამდენი ტაი-ბრეიკი წააგო ტომაშ ბერდიხმა სეზონში და მოიგო მხოლოდ ცხრა. ეს ყველაზე უარესი შეფარდებაა პირველი ათეულის მოთამაშეებს შორის.

16 - მხოლოდ 16 გეიმი წააგო ნოვაკ ჯოკოვიჩმა მთელი ტურნირის განმავლობაში.

31 - ნოვაკ ჯოკოვიჩი ზედიზედ 31 მატჩია არ მარცხდება დარბაზის ტურნირებზე. მისი ბოლო მარცხი 2012 წლით თარიღდება. მაშინ სერბმა ამერიკელ სემ კუერისთან წააგო. სიგრძით ეს მესამე სერიაა ისტორიაში. საუკეთესო შედეგი აქვს ჯონ მაკინროის - ზედიზედ 59 მოგება.

35 - ანდრე აგასი ფედერერზე უფროსი ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. 2005 წელს ანდრე 35 წლის ასაკში მოხვდა საუკეთესოებს შორის.

37 - ფედერერი და ჯოკოვიჩი 37-ჯერ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. უფრო ხშირად ერთმანეთში ჯოკოვიჩსა და ნადალს უთამაშიათ - 42 შეხვედრა.

48 - ჯოკოვიჩის ანგარიშზე კარიერაში 48 ტიტული მოდის.

69 - კეი ნიშიკორის სამსეტიან მატჩებში მოგების გასაოცარი მაჩვენებელი აქვს. ის საუკეთესო ჩოგბურთელია ისტორიაში სამ პარტიაში მოგებული მატჩების პროცენტით - 69 მოგება და 19 წაგება.

72 - ფედერერმა დიდი უპირატესობით გაუსწრო კონკურენტებს სეზონში მოგებული მატჩების რაოდენობით. უახლოეს მდევარ ჯოკოვიჩს 11-ით ნაკლები აქვს - 61.

მოგებები 2014 წელს:

როჯერ ფედერერი - 72

ნოვაკ ჯოკოვიჩი - 61

ენდი მარეი - 59

ტომაშ ბერდიხი - 55

მარინ ჩილიჩი - 54

დავიდ ფერერი - 54

კეი ნიშიკორი - 54

გრიგორ დიმიტროვი - 50

103 - მაიკ და ბობ ბრაიანებმა 103-ე ერთობლივი ტიტული მოიგეს. წლის შემაჯამებელ ტურნირზე ამ უნიკალურმა დუეტმა მეათედ გაიმარჯვა.

250 - ენდი მარეიზე გამარჯვება 250-ე იყო როჯერისთვის გადახურულ კორტებზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა