არგენტინის ჩემპიონატის უჩვეულო სიტუაციები
არგენტინაში სკანდალები გრძელდება. საუბარი შუა კვირის გადადებული მატჩებით უნდა დავიწყოთ.

ის, რომ ამ ჩემპიონატს ფორმატის ჩახლართულობა არ აკლია, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ. თითქოს ძალით ინდომებენ, რომ თავგზა აგიბნიონო. ჩვენც რომ ასე არ გამოგვივიდეს, მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ყველა "რივერ პლეიტისა" და "ესტუდიანტესის" მატჩზე საუბრობდა, რადგან ასეთი სიტუაცია იქმნებოდა - თასისა და წინა სეზონის შედეგების გათვალისწინებით, "ესტუდიანტესს" "რივერთან" წაგება აწყობდა, რადგან თუ "რივერი" ჩემპიონი გახდება, ეს გუნდი ლიბერტადორესის თასის საგზურს მოიპოვებს, როგორც წინა ორი ჩემპიონატის ჯამში საუკეთესო გუნდი ქულების რაოდენობით, რადგან "რივერს" ამ ტურნირზე გასვლა ისედაც გარანტირებული აქვს, ხოლო "ლანუსის" ან "რასინგის" გაჩემპიონების შემთხვევაში "სტუდენტები" საგზურს დაკარგავენ.

ესეც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ შეჯიბრების სტრუქტურა ცუდად არის გამართული.

ასეა თუ ისე, "ესტუდიანტესის" ბანაკში განაცხადეს, ასეთი საგზური არც გვჭირდება და "ღირსების საქმეა", მთელი შემართებით ვითამაშებთო და შეასრულეს კიდეც - მაურისიო პელეგრინოს გუნდმა "მონუმენტალზე" დიეგო ვერას გოლით მოიგო და "რივერს" მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი აგემა, თანაც საკუთარ კედლებში.

სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას მერე, რაც "რივერმა" სახლში მორიგი თამაში ჩააგდო და "ოლიმპოს" ვერ მოუგო. სტუმრები ბოლოს ათი კაცითაც დარჩნენ, მაგრამ მარსელო გალიარდომ ორი ქულა დაკარგა და მდევრებს დაწევის შანსი მისცა.

ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რეალურად დაბრუნდა "რასინგი", რომელმაც "რივერის" მარცხით ისარგებლა და ერთ-ერთ უსუსტეს გუნდ "კილმესს" აჯობა, მაგრამ ასევე რთულ შეხვედრაში. ყველაზე სახალისო ის არის, რომ აველიანედელთა მხრიდან ისევ გუსტავო ბოუმ გაიტანა, რომელიც "რივერის" საკუთრებაშია და არანორმალურად კარგი სეზონი აქვს - იგი ბომბარდირთა დავაშიც გაუთანაბრდა თავდასხმაში პოტენციურ მეწყვილე თეოფილო გუტიერესს.

"ბელგრანომ" მიყოლებით 3 მოგების მერე ეს სერია ტრაგიკულად დაასრულა "სან ლორენსოსთან", რომელმაც 4 გოლით "ამოავსო" მეტოქე. თუმცა სტუმრები მე-8 წუთის მერე ათი კაცით თამაშობდნენ.

უცნაურია ისიც, რომ "ბოკა ხუნიორსი" და "ესტუდიანტესი" ამ ტურში წაგებებს ძლივს გადაურჩნენ და ფრეს მიაღწიეს, რითაც ლიდერებს კიდევ უფრო ჩამოშორდნენ.

პრიმეირა დივიზიონი. XVI ტური

დეფენსა-ატლ. რაფაელა 2:1

გოლები: 1:0 რიუსი (50), 2:0 ბერტოში (70), 2:1 გ. ფერნანდესი (82-პენ.)

როსარიო-ველესი 0:0

ხიმნასია ლპ.-ბანფილდი 1:1

გოლები: 1:0 ორეია (55), 1:1 ბერტოლო (56)

სან ლორენსო-ბელგრანო 4:0

გოლები: 1:0 ორტიგოსა (11-პენ.), 2:0 მერსიერი (15), 3:0 ბარიენტოსი (42), 4:0 მასი (87)

გაძევება: ოლავე (8. ბელგრანო)

კილმესი-რასინგი 1:1

გოლები: 0:1 ბოუ (87)

გაძევება: კაბრალი (75. რასინგი), ალეგრე (86. კილმესი)

გოდოი-ესტუდიანტესი 1:1

გოლები: 1:0 ხ. ფერნანდესი (9), 1:1 დესაბატო (83)

ტიგრე-ნიუელსი 1:2

გოლები: 0:1 მ. როდრიგესი (16), 1:1 არსურა (23), 1:2 ლოპესი (36)

გაძევება: კასკო (53. ნიუელსი)

რივერი-ოლიმპო 1:1

გოლები: 1:0 რამირო ფუნეს მორი (24), 1:1 მ.ბორხა (70)

გაძევება: პარნისარი (77. ოლიმპო)

არსენალი-ბოკა ხუნიორსი 1:1

გოლები: 1:0 ალემანი (51), 1:1 ეჩევერია (54)

თ მ ფ წ ბ ქ

1. რივერი 16 9 6 1 30-10 33

2. რასინგი 16 10 2 4 25-16 32

3. ლანუსი 15 9 3 3 23-17 30

4. ინდეპენდიენტე 15 8 3 4 25-21 27

5. ბოკა 16 8 3 5 20-18 27

6. ესტუდიანტესი 16 8 3 5 19-17 27

7. ნიუელსი 15 6 6 3 19-18 24

8. ველესი 16 6 4 6 18-16 22

9. ატლ. რაფაელა 16 6 4 6 21-20 22

10. ტიგრე 16 6 2 8 23-20 20

11. სან ლორენსო 16 6 2 8 20-20 20

12. არსენალი 16 5 5 6 17-20 20

13. ბელგრანო 16 5 4 7 19-24 19

14. ხიმნასია ლპ. 16 4 6 6 11-13 18

15. გოდოი 16 4 6 6 27-34 18

16. ბანფილდი 16 4 5 7 18-18 17

17. როსარიო 16 5 2 9 17-22 17

18. დეფენსა 15 4 3 8 18-28 15

19. ოლიმპო 16 3 5 8 11-21 14

20. კილმესი 16 2 6 8 16-24 12

ბომბარდირები: 10 - თეოფილო გუტიერესი (რივერ პლეიტი), გუსტავო ბოუ (რასინგი); 9 - ფედერიკო მანკუელო (ინდეპენდიენტე), სილვიო რომერო (ლანუსი), მაქსი როდრიგესი (ნიუელსი); 8 - ლუკას პრატო (ველეს სარსფილდი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014. ᓐᓠᓒᓔᓜᓢᓘᓜᓘᓡ ᓜᓐᓙᓠᓔᓑᓘ: ᓚᓔᓝ ᓛᓔᓡᓘ ᓒᓐᓛᓝᓪᓝᓪᓮᓚᓓᓐ [VIDEO]
არგენტინა. პრიმეირა ლიგა. XVIII ტური: ვინ გახდება ჩემპიონი?
სერხიო აგუერო: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გავხდე [VIDEO]
რონალდინიო ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელია
არგენტინას კუნმა მოაგებინა [VIDEO]
არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. XVII ტური: "რივერმა" ლიდერობა წყალს გაატანა
არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. XIV ტური: გიჟური ტური
არგენტინა. პრიმეირა დივიზიონი. ბოლო ტური: ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის