"ახლა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა მართლაც წაგებულ ომში ჩართვას ნიშნავს, მაგრამ შენს ქვეყანას რომ უჭირს და შველა სჭირდება?"
ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე ფეხბურთის ფედერაციას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია. ცხადია, ფეხბურთის ფედერაციას დიდი თავსატეხი გაუჩნდა, რადგან ამ ვითარებაში ნაკრებში მისვლა ბეწვის ხიდზე გავლას ნიშნავს.

სასურველი კანდიდატურების გამოსავლენად სოციალურ ქსელებსა თუ ინტერნეტ-პორტალებზე გამოკითხვები ტარდება - ვის ისურვებდით საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად? კანდიდატებში დასახელებულები არიან გია გეგუჩაძე, გიორგი დევდარიანი, შოთა არველაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე ჩივაძე, ვასილ მაისურაძე და გია ცეცაძე. გულშემატკივართა სიმპათიებიც მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა.

სასურველი კანდიდატებიდან ერთ-ერთი გია ცეცაძეცაა - მწვრთნელი, რომელმაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი გორის "დილა" ლიდერების რისხვად აქცია, შემდეგ კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

"ლელომ" ცეცაძესთან ინტერვიუ ჩაწერა...

- ახლა ნაკრების მწვრთნელად მოსვლა დიდი რისკია. გამოიკვეთა, რომ ამ პასუხისმგებლობას თავს არიდებენ კიდეც. თქვენ რომ ნაკრების გაწვრთნა შემოგთავაზონ, დათანხმდებით?

- ისეთ ჯარისკაცს რა ვუთხარი, გენერლობაზე რომ არ ოცნებობს და ომის ეშინია. ახლა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელობა მართლაც წაგებულ ომში ჩართვას ნიშნავს. მაგრამ შენს ქვეყანას რომ უჭირს და შველა სჭირდება? მწვრთნელობაზე ჩემთან სიტყვაც არავის დაუძრავს, მაგრამ პირდაპირ უარს არ ვიტყოდი.

- სხვა სასურველ კანდიდატებად ვის დაასახელებდით?

- ნიჭიერი მწვრთნელები მოდიან, მაგრამ არ დავკონკრეტდები, უხერხულია. აქვე ვიტყვი, რომ უცხოელ მწვრთნელს კატეგორიულად არ ვისურვებდი.

- რატომ? ქართველებმა მეტი ვიცით?

- ეს არ მიგულისხმია. უცხოელებს კვალიფიკაცია როგორ უნდა დავუწუნო, მაგრამ სანამ აქაურობას ალღოს აუღებენ, ციკლი დასრულდება. დროს ჩვენც ვკარგავთ და ისინიც. ამიტომ მათ ჩამოყვანას აზრი არ აქვს. ეს პრინციპული საკითხია. მათ აქაური სპეციფიკა კარგად არც იციან, ნაკრების დამრიგებლისთვის კი ამ დეტალების ცოდნა ჰაერივით საჭიროა.

ისე, უცხოელს ვერც ჩამოვიყვანთ, რადგან ახლა მწვრთნელს დიდ ხელფასს საქართველო ვეღარ გადაუხდის.

- ჩვენ გვყავს კი სანაკრებო დონისთვის სასურველი კვალიფიკაციის მწვრთნელები?

- პირადად მე ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული. ახლა ნაკრები უნდა ჩაიბაროს კაცმა, ვინც პერსპექტივაზე გათვლით იმუშავებს. მაგრამ სულაც არ ვგულისხმობ ნაკრებში 15-16 წლის ბავშვების შეყრას და ვეტერანებზე უარის თქმას. პირიქით, გუნდს ორივე სჭირდება და ამით ერთმანეთს და გუნდს გააძლიერებენ. მე ნიჭიერი თაობების ეროვნულ გუნდთან ნელ-ნელა შერწყმის მომხრე ვარ.

- პოტენციალს ნაკრებსა და ჩვენს ფეხბურთშიც ხედავთ?

- რა თქმა უნდა, ვხედავ. ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავალთ, მაგრამ ვხედავ იმ გუნდის კონტურებს, რომელიც ბრძოლისუნარიანიც იქნება და გულშემატკივარს უკეთეს ფეხბურთს შესთავაზებს. ძველსა და ახალ თაობაში არიან მოთამაშეები, რომელთა ბაზაზეც შეიძლება გუნდის ჩამოყალიბება.

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არაფრის მაქნისი მოთამაშეები გვყავს. ეს ვითარების მეტისმეტად გამრუდებული ხედვაა.

- ბოლო წლებში ნაკრები ისე თამაშობს, მისი პერსპექტივის ცოტას თუ სჯერა...

- მესმის, მაგრამ ჩვენ ყურადღება დეტალებს უნდა მივაქციოთ. პოლონეთთან პირველ ტაიმში გამოჩნდა, რომ თამაში შეგვიძლია, თუ ფეხბურთელები თამამად უტევენ.

ავიღოთ თავად პოლონეთის მაგალითი. გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია და მაინც დამსახურებულად აჯობა. ან მალტამ გასვლაზე ბულგარეთთან ფრედ როგორ ითამაშა? რანაირად გახდა 320-ათასიანი ისლანდია ჰოლანდიის, თურქეთისა და ჩეხეთის ჯგუფში ლიდერი? ფარერის კუნძულებზე 49 ათასი კაცი ცხოვრობს, ნაკლები, ვიდრე ცალკე აღებული გლდანსა და მუხიანში და საბერძნეთს გასვლაზე მოუგო. ანუ, ერთი შეხედვით, სუსტებს ძლიერებთან მოგების შანსი აქვთ. ასეთი ფაქტები შემთხვევით არ ხდება, ამაში არის ლოგიკა.

- თქვენ ამ რესურსს რაში ხედავთ?

- ისევ არსებულ ფეხბურთელებსა და მათ ფსიქოლოგიაში. გერმანიასთან მოგება ძალიან ძნელია, მაგრამ ვინმე იტყვის, რომ ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და პოლონეთთან აუცილებლად უნდა წაგვეგო და მოგების შანსი არ გვქონდა?

მე რესურსს ყოველთვის მოთამაშეებში ვეძებ. ასე ვიყავი გორის "დილაში", რომელიც ლიდერებთანაც არაფერს თმობდა. არადა, მათი მსგავსი შემადგენლობა ნამდვილად არ გვყავდა. ასევე იყო 19-წლამდელთა ნაკრებში, როცა ინგლისი, ბელგია და შოტლანდია ჯგუფში ჩავტოვეთ და ევროპის ჩემპიონატზე გავედით. რა, ჩვენი მოთამაშეები მეტოქეთა ფეხბურთელებზე უკეთეს გუნდებსა და პირობებში ვარჯიშობდნენ?

- ანუ აქცენტი სულისკვეთებაზეა გადასატანი?

- დიახ, ჩემი აზრით, ეს გამართლებული იქნება. ნაკრებში ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება. შემართება, ბრძოლისუნარიანობა და პლუს, თამაშის სწორი დაგეგმვა ყოველთვის ჭრის და ამ ნიუანსების გამოყენება შესაძლებელია.

ფეხბურთში ბევრს ნიშნავს სულისკვეთება, ბრძოლისუნარიანობა და სწორი სტრატეგია. თუ ამ კომპონენტებიდან რომელიმე დააკლდება, გუნდი ვერ მოიგებს. მაგრამ არის მომენტები, როცა სულისკვეთება და ბრძოლისუნარიანობა სტრატეგიაზე მნიშვნელოვანია. გუნდში კი ძალიან ბევრს ნიშნავს ერთმანეთის სიყვარული და ნდობა. ვიღაცას ეს სიტყვები პათეტიკურად მოეჩვენება, მაგრამ რეალურად მართლაც ასეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

1976-1981
გია საინტერესო კანდიდატურაა.
gizog
ნაკრაბში, ისევე უნდა მიეცეს შანსი მრწვრთნელებს, როგორც ეს ხდება ახალგაზდა ფეხბურთელების შემთხვევაში. საქართველოს ნამდვილად ჰყავს იმდენი კარგი ფეხბურთელი, რომ გააკეთოს ისეთი ნაკრები, რომელიც ყველა თამაშს ვერ მოიგებ, მაგრამ არც ყველას წააგებს.
neo
ჩივაძეს მეტი შეფასება რომ აქვს, ცეცაძეზე მაგარი მწვრთნელია? ეგ შეფასება შედეგების მიხედვით უნდა გაკეთდეს (ჭკუას არავის არ ვასწავლი, ჩემი აზრიაუბრალოდ)
akhali
სიმეონე-ერთადერთი,ვიმც შეიძლება შედეგი დადოს!ფედერაციის პრეზიდენტად -ივანიშვილი და სიმეონეს ფულიც შეიძლება გაჩნდეს...
sake
ვეთანხმები,უცხოელი მწვრთნელი არ გამოგვადგება.მწვრთნელი ამ ბიჭებიდან უნდა შეირჩეს და ეს უნდა გააკეთოს მთლიანათ საფეხბურთო წრემ და არა მარტო ფედერაციამ.
shota
თუ გენერლობაზე რომ არ ოცნებობს? დიდი კრახი გველის უფროოო, მე ასე ვფიქრობ
zaza
მოკიდეთ ამ კაცს ხელი და არ გაუშვათ ეს შანსი.გამარჯვებისთვის მთავარი რწმენა,ოპტიმიზმი და საქმის სწორად ხედვაა.ქეცბაია 5 წლის მერე გვეუბნება,რომ დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს და ფეხბურთელები არ გვყავს.გეგონება,5 წლის წინ ხელფასის კონტრაქტს ხელს აწერდა,"ბუნდესლიგა",ან "პრემიერლიგა" ერქვა ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს... რა,არ იცოდა სად მოდიოდა?
eeh
ესენი თავის ხალხს შეყრიან ნაკრებში.
ჯორდანო უბრუნებელი
გია ცეცაძეს ამავე საიტზე არსებული გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე დაბალი და ცუდი რეიტინგი აქვს.ამას არ უყურებს ის?
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"
მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე