"ბენდელას თასი" ვაჟკაცი ქართველი კაცის ხსოვნას ეძღვნება და მიმაჩნია, რომ მასში მონაწილეობა ჩემი ვალია"

"ბენდელას თასზე" გუშინ გამართულმა შეხვედრებმა ძველი ტურნირები გაგვახსენა, ცნობილი ფეხბურთელები რომ მონაწილეობდნენ და უამრავ მაყურებელს იზიდავდა - მერწმუნეთ, საქართველოს ჩემპიონატზე საინტერესო სანახაობა ვიხილეთ.

"ოქროს თევზმა", მაგალითად, საქართველოს ნაკრების წევრები ლევან კობიაშვილი და დავით სირაძე დაიმატა და ახალგაზრდებით დაკომპლექტებულ "ოლიმპს" 4:1 მოუგო. გოლები გაიტანეს: დავით მუჯირმა, ალეკო ამისულაშვილმა, ავთო ასათიანმა და სირაძემ, "ოლიმპიდან" კი - ნიკოშვილმა.

საინტერესო შემადგენლობა შეიკრიბა "საბურთალოში": საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი გოგიტა გოგუა, გიორგი დევდარიანის ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრების წევრები დათო ლეგაშვილი, დათი ხოჭოლავა, ვაკო ყაზაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო რეხვიაშვილი, ამავე ნაკრებისა და ქუთაისის "ტორპედოს" ნახევარმცველი მერაბ გიგაური, ბესიკ ამაშუკელი, კოტე გაბაშვილი და ვეტერანი დათო სოლოღაშვილი.

"საბურთალომ" ორჯერ ითამაშა: პირველი შეხვედრა "პრობაციონერებთან" 2:2 დაასრულა, გოლები კოტე გაბაშვილმა და ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანეს, "პრობაციონერებში" კი - ბადრიშვილმა და თათიშვილმა.

მეორე მატჩში კი "საბურთალომ" 7:5 დაამარცხა სეუ (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი), რომლის ერთ-ერთი მწვრთნელი "ვიტესის" მცველი გურამ კაშია იყო, მისი ასისტენტი დინამოელი გულვერდ თომაშვილი, გუნდის მასაჟისტი კი, როგორც თავად დაიბრალა - შოთა კაშია. ასეთი საპატიო მწვრთნელების ხელში გუნდი მაინც დამარცხდა. არადა, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს: კარს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი რეზო თევდორაძე იცავდა, წინ თამაშობდნენ ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელი შოთა კუბლაშვილი, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველი გიორგი ნავალოვსკი, ბოლნისის "სიონიდან" გიორგი ჩივაძე და ლაშა ნოზაძე, ბაქოს "ინტერის" თავდამსხმელი ბაჩანა ცხადაძე და ცხინვალის "სპარტაკის" ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე.

სეუ-ს დაწიოკებაში განსაკუთრებული "სისასტიკით" გამოირჩნენ გოგუა და რეხვიაშვილი, გამოცდილი ფეხბურთელებით შედგენილმა სეუ-მ კი მინი-ფეხბურთს ალღო ვერ აუღო, დაცვაშიც მოიკოჭლებდა და საბოლოოდ 7:5 გიორგი მიქაძის "საბურთალოს" სასარგებლოდ.

თამაშის შემდეგ გოგიტა გოგუას გავესაუბრეთ, რომელიც ტურნირში ყოველწლიურად მონაწილეობს: "ყოველთვის სიამოვნებით ვთამაშობ, რადგან "ბენდელას თასი" ვაჟკაცი ქართველი კაცის ხსოვნას ეძღვნება და მიმაჩნია, რომ მონაწილეობა ჩემი ვალია. მეორეც, მართლა კარგი ტურნირია, სეზონიც დასრულდა, ახალი წელი ახლოვდება და "ბენდელაზე" თამაშით საახალწლო განწყობას ვიქმნით".

დავით სირაძე:"ტურნირზე მხოლოდ ერთხელ ვითამაშე, როდესაც თბილისის "ლოკომოტივში" გამოვდიოდი. მომწონს, სახალისო ტურნირია და დიდი ხნის უნახავ მეგობრებს ვხვდები, თანაც ფორმის შენარჩუნებაში მეხმარება".

"ბენდელას თასის" მეორე დღის შედეგები:

"საბურთალო" 2:2 "პრობაციონერები"

გაბაშვილი ბადრიშვილი

ყაზაიშვილი თათიშვილი

"ოქროს თევზი" 4:1 "ოლიმპი"

მუჯირი ნიკოშვილი

ამისულაშვილი

ასათიანი

სირაძე

"საბურთალო" 7:5 სეუ

გოგუა - 4 მაისურაძე - 2

რეხვიაშვილი - 2 ცხომარია - 2

გაბაშვილი ჩივაძე

დღეს "ბენდელა" 12 საათზე დაიწყება, საღამოს კი ნახევარფინალური შეხვედრები ჩატარდება.

12:00. "პრობაციონერები" - სეუ

14:00 "ოლიმპი" - "თბილისი"

ნახევარფინალები:

17:00

18:00

ამასობაში კი მთავრდება ბავშვების ტურნირი და "მაკდონალდსმა" ხუთი საუკეთესო გუნდის წევრებს საზეიმო შეხვედრა მოუწყო. ტურნირზე პრიზები "სახალისო ფეხბურთის" ქართულმა ფილიალმა და კიდევ რამდენიმე კომპანიამ დააწესეს.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა