ნოიერს ტრუსებით პოზირება არ სჭირდება
"ბაიერნის" და გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი ფიფას "ოქროს ბურთის" მოპოვების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა. თავად ნოიერი ფიქრობს, რომ მართლაც აქვს პრესტიჟული პრიზის მოპოვების შანსი იმის მიუხედავად, რომ მასში გლამურული არაფერია. გერმანელის აზრით, მას არ სჭირდება ზედმეტი პიარი და პათოსი.

ამ განცხადებით "ბაიერნის" მეკარემ მიანიშნა მადრიდის "რეალის" ფორვარდ კრიშტიანო რონალდოზე, რომელიც "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში უპირველესი ფავორიტია. ნოიერს დაუსვეს შეკითხვა - ხომ არ იმოქმედებს პორტუგალიელი ფეხბურთელის იმიჯი ხმის მიცემის შედეგებზე?

"მე სპორტსმენი ვარ და არა ამა თუ იმ მარკის წარმომადგენელი. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც კამერების წინ ტრუსებით პოზირებს. არ მომწონს წითელი ხალიჩა, მიყვარს მწვანე გაზონი. ყველაზე კარგად თავს საფეხბურთო მოედანზე ვგრძნობ, სადაც ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე კარგად ვიცი.

მეკარეები იშვიათად ხვდება ყურადღების ცენტრში. მატჩის შემდეგ, როგორც წესი, გოლებისა და პასების ვიდეობს ატრიალებენ, მეკარის კარგი თამაში კი სწრაფად ავიწყდებათ", - მოჰყავს ნოიერის სიტყვები "კიკერს".

საინტერესოა, რომ გუშინ გამჟღავნდა ფიფას ხმის მიცემის პროცესისას უკრაინის ნაკრების კაპიტნის ანატოლი ტიმოშჩუკისა და მთავარი მწვრთნელის მიხაილ ფომენკოს არჩევანი.

ტიმოშჩუკმა მოთამაშეებს შორის პირველ ადგილზე სწორედ ნოიერი დააყენა, მეორეზე "ბაიერნის" ნახევარმცველი თომას მიულერი გაიყვანა და მხოლოდ მესამე ადგილი მისცა კრიშტიანო რონალდოს.

სამაგიეროდ, ფომენკოს სიაში პირველზე რონალდოა, მეორეზე - ლიონელ მესი და მესამეზე - ნოიერი.

"პირველ ადგილზე ნოიერი დავაყენე, რადგან იაშინის შემდეგ არ ყოფილა მეკარე, რომელსაც ამ პრიზის მოგება შეეძლო. გერმანელები მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, თავად ნოიერმა კი მეკარის ახალი სტილი შემოიტანა თანამედროვე ფეხბურთში.

მეორე ადგილი მივაკუთვნე მიულერს. მიმაჩნია, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდურ თამაშში. თან არასტანდარტულად მოქმედებს. ამიტომაც ყოველთვის ეფექტურია გუნდისთვის.

მესამეზეა კრიშტიანო რონალდო იმ დამსახურებებისთვის, რაც მას "რეალში" აქვს, მაგრამ არა ეროვნულ ნაკრებში", - ასე ახსნა თავისი არჩევანი ტიმოშჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებულების დაჯილდოვება 2015 წლის 12 იანვარს ციურიხში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: მესი? ლევანდოვსკი? მბაპე!
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ნოიერმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გააგრძელა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
"ნაბიჭვ**ი, "გაზპრომისთვის" მუშაობს, გაიწმინდეთ ფეხები" - უკრაინელებმა ტიმოშჩუკის მაისური ფეხით გასრისეს [VIDEO]
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
გააფორმებს თუ არა ახალ კონტრაქტს - ნოიერმა "ბაიერნში" შესაძლო დარჩენაზე ისაუბრა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
ტიმოშჩუკს უკრაინელებმა ყველა ტიტული ჩამოართვეს - "ზენიტის" მწვრთნელს რუსი ჟურნალისტები ამ ფაქტის შესახებ დაეკითხნენ
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
მიულერი შესაძლოა, თურქულ კლუბს შეუერთდეს
კონფედერაციათა თასი 2017: ისინი არ წავლენ რუსეთში...
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"ძალიან რთულია მოიგო, როცა 10 ფეხბურთელით 14-ის წინააღმდეგ თამაშობ"
"თავისი სინდისი და ნამუსი "გაზპრომის" ნაგებობებს შორის დამარხა" - სავინი მოჰყვა, რა საუბარი ჰქონდა ტიმოშჩუკთან ომის დაწყების შემდეგ
"მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება? ასეთები აქ, მადრიდში, ხშირად ხდება" - თომას მიულერი
ევროუქმეების ფაქტები და სტატისტიკა: ევროპის ლიგების ტოპ-გოლეადორი
უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები სანქტ-პეტერბურგში "სპარტაკისა" და "ზენიტის" ლეგენდების მატჩში ითამაშებენ
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"თუ ეს ყველაფერი მშვიდობას ხელს შეუწყობს, მე ამ დათმობისთვის მზად ვარ" - ტიმოშჩუკმა უკრაინის მიერ მისთვის ჯილდოების ჩამორთმევის შემდეგ განცხადება გააკეთა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
ყველა დროის რეკორდი ბუნდესლიგაში - ნოიერი პირველ ადგილზე გადავიდა
სად არის რეალურად სკანდალურად ცნობილი ტიმოშჩუკი? - ამერიკელი ამბობს, რომ მან სანქტ-პეტერბურგი დატოვა, რუსები ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ