ცხინვალის "სპარტაკის" ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე მეორე ეტაპიდან ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს თამაშს

ცხინვალის "სპარტაკის" ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე მეორე ეტაპიდან ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს თამაშს. 21 წლის ფეხბურთელის ქუთაისურ კლუბში გადასვლაზე ბოლო ორი კვირაა, ლაპარაკობენ, გუშინ კი ინფორმაცია თავად დაგვიდასტურა.

"ახლა შემიძლია გითხრათ, რომ "სპარტაკი" დავტოვე, ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობას ყველა საკითხზე შევუთანხმდი და მეორე ეტაპზე ამ კლუბის ფორმას მოვირგებ", - გვითხრა მაისურაძემ.

ქუთაისის "ტორპედოში" მიიწვიეს ცხინვალის "სპარტაკის" კიდევ ერთი ფეხბურთელი შოთა კაშია. თუმცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი "ტორპედოში" არ ითამაშებს.

"დაიწერა, თითქოს ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ ეს არასწორი ინფორმაციაა. ქუთაისელებს მართლაც ველაპარაკე, მაგრამ იქ თამაშზე უარი ვთქვი. ახლა მოლაპარაკებას რუსთავის "ოლიმპთან" ვაწარმოებ და უახლოეს პერიოდში გაირკვევა, ვითამაშებ თუ არა ამ კლუბში. რაც შეეხება თბილისის "დინამოში" ჩემს დაბრუნებას, ამაზე ვერაფერს გეტყვით, ჯერ ამის თაობაზე არც გვილაპარაკია", - ამბობს კაშია.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა