ზურაბ ხიზანიშვილი: "თბილისის "დინამოში" ისეთი ბავშვები ვნახე, ბევრი გრანდი რომ ისურვებდა. მაგრამ.."
ზურაბ ხიზანიშვილმა თბილისის "დინამოს" ფორმა 15-წლიანი პაუზის შემდეგ მოირგო. ეროვნული ნაკრების გამოცდილი მცველი თავის აზრს გვიზიარებს ახალ გუნდზე, საქართველოს ჩემპიონატზე, ეროვნული ნაკრების მომავალ მწვრთნელზე...

- დიდი ხნის შემდეგ თბილისის "დინამოში" დაბრუნდით. ახალ გარემოში თავს როგორ გრძნობთ?

- ასე თუ ისე, კარგი დებიუტი მქონდა და ფორმასაც ნელ-ნელა აღვიდგენ. მთავარია, გუნდში ატმოსფერო და პირობები მომეწონა და გახარებული ვარ, ევროპული გარემო ერთ ქართულ კლუბში მაინც რომ არის.

- ეროვნულ ჩემპიონატზე, ტემპსა და კლასზე რას იტყვით?

- ჩვენ თუ მხოლოდ ამას ვუყურეთ, გული აგვიცრუვდება. მაგრამ წინ რომ გაიხედოთ და "დინამოს" მსგავსი პირობები კიდევ რამდენიმე კლუბსაც ჰქონდეს, ქართული ფეხბურთის წინსვლა და ევროპელების დონესთან ჩამორჩენის შემცირება წარმოუდგენელი სულაც არ იქნება.

- ევროპას მართლაც ძალიან ჩამოვრჩით. როგორ შეადარებდით საქართველოს ჩემპიონატს თურქეთის მაგალითს?.

- კლუბებმა ერთი ნაბიჯი წინ რომ გადადგან, ასეთი სიშორეც არ გამოჩნდება. მერე იმასაც ვიტყვით, რომ მათი დაწევაც შესაძლებელი ყოფილა. ამას დრო სჭირდება. მაგრამ გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ქართულ ფეხბურთს პოტენციალი გააჩნია. ამის თქმის უფლებას ის ფაქტი მაძლევს, რომ ნიჭიერი ბავშვები გვყავს.

- ამას მხოლოდ "დინამოზე" ამბობთ?

- "დინამოზეც" და სხვა გუნდებზეც. საინტერესო მოთამაშეები თითქმის ყველა კლუბში შევნიშნე. დაკონკრეტებას მოვერიდები, ვინმე გამომრჩება და მერე ჩემს თავზე გავბრაზდები. თუ მათ გასაქანი მიეცემათ, ბევრი მაღალ დონეზე ითამაშებს.

ახლა უცხოეთში წასვლის მეტი შანსია, ვიდრე ჩემი კარიერის დასაწყისში და, იმედია, თავის გზას იპოვიან. თავისთავად, "დინამოში" თამაში უკვე იმის შანსს იძლევა, რომელიმე ძლიერ ევროპულ კლუბში წახვიდე.

სხვათა შორის, ახლა "დინამოში" უფრო მეტ პერსპექტიულ ფეხბურთელს ვხედავ, ვიდრე - "ქაისერისფორში".

- აბა, ეს ნიჭი სად იკარგება?

- თურქეთის ჩემპიონატი ბევრად მაღალი დონისაა და ეს ფაქტორი მოთამაშეებს ერთ დონეზე გაჩერების საშუალებას არ აძლევს.

- პრობლემა ისიცაა, რომ ჩვენთან ლიდერები ფიზიკური მომზადების ხარჯზე იგებენ. მერე ჩამოვა ევროპელი, რომელთანაც ბრძოლა 90 წუთია საჭირო, ამისთვის კი მოუმზადებლები ვართ...

- ფიზმომზადებაც ბევრის პრობლემაა. "დინამოს" ამ კუთხით არაფერი უჭირს, მაგრამ 2:0-ზე მეტოქე ბრძოლას რომ წყვეტს, ეს ჩვენზეც მოქმედებს. ინგლისში ან იგივე თურქეთში ასეთი რამ გამორიცხულია.

- საქართველოს ნაკრების თემას ვერ ავცდებით. მთავარი მწვრთნელის პოსტი თავისუფალია...

- არც ვიცი, ვინ დავასახელო... ძალიან მომწონს შოთა არველაძე, მასთან მიმუშავია და ვიცი, მისი გუნდები როგორ გემოვნებიან და აზრიან ფეხბურთს თამაშობენ. ძალიან მომწონს კახა ცხადაძის ვარიანტიც, რადგან აზერბაიჯანში დიდ ხანს გაძლო და სულ წარმატებით მუშაობს. ეს პატარა საქმე ნამდვილად არ არის. საქართველოს ჩემპიონატში კი ყველაზე წარმატებული და შედეგიანი გია გეგუჩაძეა. 2004 წელს "დინამო" ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა და ეს მართლაც დიდი გარღვევა იყო. მაგრამ შოთა და კახა უარზე არიან და საერთოდ, ჩვენს ნაკრებში მუშაობა ვინმეს სურს?

- ვიღაცა მაინც გამოჩნდება... ერთ სახალისო ამბავს გეტყვით: ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან უცნობი შევიდა და უმტკიცებდა, ხილვა მქონდა, დიდი მწვრთნელი გავხდებიო და ნაკრების მწვრთნელად საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა...

- ასეთები კი გამოჩნდებიან, მაგრამ ჩვენ ხომ მწვრთნელზე ვლაპარაკობთ და არა - არასერიოზულებზე. არადა, სამწუხაროა, რომ ყველა სასურველი ადამიანი თავს იკავებს და მათი კარგადაც მესმის.

გიორგი დევდარიანის თქმის არ იყოს, ძნელია, ჭკუადმყოფელი კაცი ამ პრობლემებით სავსე ნაკრებში გერმანიასთან შეხვედრამდე საკუთარი ნებით მივიდეს.

- ნაკრებში დაბრუნების იმედი თუ გაქვთ?

- ჯერ ფეხბურთი არ დამიმთავრებია და როცა ქეცბაიას გამო თამაშზე უარი ვთქვი, დავაკონკრეტე, რომ ეროვნულ გუნდზე უარს მხოლოდ დროებით ვამბობდი. ნაკრები ასაკობრივი გუნდი არ არის, ვეტერანებზე უარს რომ ამბობდნენ. მაგრამ გააჩნია, ვინ დაინიშნება მწვრთნელად. თუ ის ჩათვლის საჭიროდ და ფორმაში ვიქნები, სიამოვნებით დავბრუნდები.

ჩემი აზრით, კიდევ არიან მოთამაშეები, რომელთაც მწვრთნელთან ასევე პრობლემა ჰქონდათ და ნაკრებში დაბრუნებას იმსახურებენ. ბევრის გამოყენება შეიძლება.

- თქვენი აზრით, როგორი მწვრთნელი სჭირდება ეროვნულ გუნდს?

- ანუ, მხოლოდ კვალიფიკაციას არ გულისხმობთ?

- არა, რა თქმა უნდა...

- ...შედეგი რომ უნდა გააუმჯობესოს. ეს თავისთავად ცხადია. ისეთი წყალწაღებული ფეხბურთიც არ გვაქვს, რომ პოლონეთი და ირლანდია სახლში გვიგებდნენ. კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და ამ ასაკში მათთან ბევრი უცხოელი ახლოსაც ვერ მოდის.

უკვე გითხარით კიდეც, "დინამოში" ისეთი ბავშვები ვნახე, ბევრი გრანდი რომ ისურვებდა. მაგრამ ეროვნული ჩემპიონატი ხელს ვერ გვიწყობს. ნაკრებში კი მათ მიმართ სტანდარტული მიდგომა არას გვარგებს. მწვრთნელს ყველა ფეხბურთელთან ლაპარაკი და მისი შემოტრიალება უნდა შეეძლოს. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. სხვის მაგალითზეც მინახავს - მწვრთნელი რთულ ფეხბურთელს ადამიანურად მიუდგა და მისი დამოკიდებულება სასიკეთოდ შეცვალა. უსიამოვნებით პრობლემები ვერ მოგვარდება.

ჩვენს ნაკრებსაც ისეთი მწვრთნელი სჭირდება, მოთამაშეები რომ "გახსნას", გაუგოს და მათი პლუსები გამოიყენოს.

გაიხსენეთ, პოლონეთთან პირველ ტაიმში ჩვენებმა რა თამამად და შემტევად ითამაშეს. ბიჭებს თემურის ფაქტორი აღარ ბოჭავდა, ანუ არ ჰქონდათ იმის შიში, რომ მატჩის შემდეგ დაძაბული ლაპარაკი ექნებოდათ და ბევრად უფრო ლაღად შეუტიეს, ვიდრე ოდესმე. მართალია, წავაგეთ, მაგრამ მატჩიდან მე ამ დადებით ფაქტორს გამოვყოფდი და გამოვიყენებდი. მგონია, რომ ჩვენი ნაკრების პოტენციალის გასაგებად ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო.

- კონფლიქტის შემდეგ ქეცბაიას ელაპარაკეთ?

- ველაპარაკე და პირდაპირ ვამბობ, რომ თემურთან პირადული წყენა ნამდვილად არ მქონია. შესაძლოა, ადამიანს ფეხბურთში ვერ გაუგო, მაგრამ ეს მტრობას ნამდვილად არ ნიშნავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avoieee
რა ლაპარაკი იცის ზოგიერთმა.ე.ი. სარდალი არ გჭირდება?რაც უფრო დაცემულია გუნდი და მას წამოაყენებ,ის უფრო დასაფასებელი არაა?ბორა მილუტინოვიჩი იმიტომაა მაგარი მწვრთნელი,რომ ქვესკნელში ჩავარდნილი ნაკრებები ამოიყვანა და ყველა მსოფლიოზე ათამაშა.არავის მოსვლია აზრად ერთხელ მაინც ეცადა ამ პიროვნებასთან დალაპარაკება.მაგრამ მაშინ რეზო ხომ ვერ იშოვიდა ფულს.
deda-s
თემურმა შეცდომები დაუშავა და არც არავინ უარყოფს, მაგრამ ამ არაკაცს და დიახაც, რომ თავის თავზე ზრუნავდა და არა სხვაზე( ხელფასს ვგულისხმობ) ეგეთ ვაი პატრიოტს ხმა არააქვს ამოსაღები, მხოლოდ იმიტომ ილანძღება ეგ დედაკაცო, რომ თემურმა უვარგისობისთვის გააგდო ნაკრებიდან, ეგაა სიმართლე და არა ის რასაც შენ ბოდავ.გულშემატკივარს არასოდეს დაავიწყდება: კახა ცხადაძე, თემურ ქეცბაია, გიო ქინქლაძე, შოთა არველაძე და მათი სხვა თანაგუნდელები რომლებიც საუკეთესოები იყვნენ საქართველოს ისტორიაში და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე თავს დებდნენ სტადიონზე განსხვავებით ვაი ფეხბურთელისა, ხიზანიშვილისა!
ლადო
რას ამბობ, ლაღათ რომ შეუტიეს სულ გოლები ყარეს რა.. ასე თემურის გარეშე იყო დანიასთან და საბერძნეთთან 5-0 ებს რომ ვაგებდით და თემურის ტაქტიკით მოუგეთ ხორვატიას.. ვნახავ ერთი რა ბიჭები ხართ, სულ მწვრთნელებს აბრალებთ თითქოს მაგრები იყოთ და მწვრთნელი გიშლიდეთ ხელს
abamidi
კიდევ კარგი დრო ამოიწურა, თორემ ლაღად კიდევ მივიღებდით. ისე ამ კაცის თამაშები ნახეთ ნაკრებში და კარგად დააკვირდით გაშვებულ გოლებს.
deda
ამ კომენტარების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ვინც კომენტარებს წერს, 80 % -ს სიმართლის თქმის ან სურვილი, ან დავალება არ აქვს. მოკლედ, ასეთი ტიპის სოციალური ქსელის არსებობას არანაირი აზრი არ აქვს. სიმართლის ხმამაღლა თქმა ხომ ისეთი დასჯადია, რომ უმეტესობას გულში გაფიქრების სურვილიც კი აქვს დაკარგული. რა საშინელებაა, კაცმა საერთოდ ხმა აღარ უნდა ამოიღოს? ხელფასებსა და პრემიებთან დაკავშირებით ხომ თავზე გადაუარეთ, არადა ხიზანიშვილს, საერთოდ არ სჭირდებოდა ეგ ფული, სხვებზე ზრუნვის გამო აყენებდა საკითხს. თქვენ კი ამის გამო ,,შიმშილა" დაარქვით და ისეთი დღე აყარეთ, თითქოს მთელ საქართველოს უფასოდ ემსახურებოდა რომელიმე თქვენგანი. პოლონეთთან თამაშზე სიმართლე თქვა კაცმა და ისეთი ამბავი დაიმართეთ, სადაცაა ქეცბაიას წმინდანად შერაცხავთ და უკან დაბრუნებისთვის მუხლებზე დაუჩოქავთ.
gizog
ასეთი ბოღმით გაკეთებული საქმე არავის უნახავს.ზურა იყო დიდი ფეხბურთელი, ისე ბრიტანეთში წლების განმავლობაში არავის ათამაშებდა. ჩემი აზრით, თუ ლანძღვისგან თავს შევიკავებთ უფრო უკეთესი იქნება.
ZVELI
ამას ვეტერანებშიც არ ვათამაშებდი, სანამ ღიპს არ დააგდებს. ელემენტარული გულშემატკივრის პატივისცემა არ აქვს.
jon toshak
ადრე ვეჭვობდი, მაგრამ ბოლო პერიოდში ვრწმუნდები, რომ ქეცბაია ამათთან ცამდე მართალი იყო. არა რა, ქართველები!!!!!!!!!!!
gogi
მე დინამოს პრეზიდენტის გამკვირვებია. რა მოტივით აიყვა ზურა დინამოში, მაშინ როდესაც ამდენი, მაგაზე კარგ ფორმაში მყოფი ფეხბურთელი გაუშვა რამოდენიმე თვის წინ დინამოდან. თუ გუნდის გაახალგარდავებაზე იყო აქცენტი და იმიტომ გაუშვა ფეხბურთელები, მაშინ ზურას აყვანა რას ნიშნავდა? თუმცა ზურას საწინაამღდეგოც არაფერი მაქვს.
iuri
რესპონდენტის რა მოგახსენო, მაგრამ მეუღლე მართლაც რომ სუპერი ყავს.... სერიოზულად თუ ვიტყვი, დავძენ, რომ თემურის ფაქტორი არა პირველ ტაიმში, არამედ მეორეში უფრო იყო ანუ არ ათამაშა დაცვითი ფეხბურთი და შედეგიც მიიღო. ამდენი ხანი ფეხბურთშია ზურა და ასე პრიმიტიულად მსჯელობს.
xizanishvils
შენ ვინ გბოჭავდა შე საცოდავო შენა? ენის ტლიკინის მეტი არაფერი გიკეთებია ქართული ფეხბურთისტის, ცვენ არ გვავიწყდება შენი წუწუნი 1000 ლარზე როგორ უნდა ვითამაშოო, ხომ არ დაგავიწყდა? არაკაცი, ენის ტლიკინის მეტი არფერი იცი!
ოდალა
სამარცხვინო კაცი! მე რომ შენი საერთოდ აღარ გამოვჩნდებოდი კარგა ხანი, იქნებ ხალხს მიევიწყებინა ჩემი თავი და გინება.
nika
რაც მეტი ინტერვიუები ქვეყნდება, ვრწმუნდები, თემურ ქეცბაია ყველასთან მარტალი იყო, ფეხბურთელებთანაც, ჟურნალისტებთანაც და სპორტის სამინისტროს მაღალჩინოსნებთანაც. ხიზანიშვილი თავად ამბობს, ქეცბაიას ფაქტორი არარ იყო და უფრო ლაღად შეუტიესო. მაგ "სილაღემ" 4 ბურთი მიგაღებინათ საკუთარ კარში. ეგ რომ იცოდა ქეცბაიამ, იმიტომ ათამაშებდა კონტრშეტევებზე. სირცხვილია, ეს გაღიზიანებული ადამიანები ასეთ ინტერვიუებს რომ იძლევიან.
125
ამას დიდი სირი უნდა
Saba
ამხელა ღიპის მქონეს ნაკრებში ვინ დაბარუნებს შე უბედურო? ქეცბაიასთანაც და ეროვნულ ნაკრებთნანაც მაგარი მტყუანი ხარ.რა მნიშვნელობა აქვს ვინაა ტრენერი. როცა ქვეყანას ჭირდები უნდა ჩამოხვიდე და ითამაშო. მარა ღმერთს მადლობა რო შენ აღარავინ დაგიძახებს ნაკრებში
Tedo
არც ფეხბურეთელად ვარგა და არც ქართველ ადამიანად!ისე კარგ ადგილძე თუ დანიშნავ მაშინ....
123
ბიჭო ესენი მართლა ს...ი არიან დასკვნებს ვერ აკეთებენ ჰო ჰო ლაღად რომ შეუტიეს იმიტომაც წააგეს ლაღად 4:0 და როცა ქეცბაია არ ატევინებდა ლაღად შესაბამსიად თამაშობდნენ ფრეს იგებდნენ 1-0 ან აგებდნენ 1-0. ლაღად გა......ი ხართ რა
geronti
მაგას ალბათ დინამოდან უშვებენ და ნაკრების მწვრთნელობა უნდა
akhali
მეეჭვება ,რომ რამე ძირეულად შეიცვალოს.ცვლილები პირველ რიგში უნდა იყოს მენტალური.ადრეც დავწერე-ქართველი სპორტსმენებისთვის დამახასიათებელი გახდა არასპორტული ტანი,წონა...არასწორი კვების,რეჟიმის შედეგი?ყველა ჩვენი მეტოქე უფრო სწრაფი და ტექნიკურია(და არამარტო ფეხბურთში). -კობიაშვილი,ყაველაშვილი...ალბათ გულით მაგრად უნდათ გამოასწორონ მდგომარეობა,ენერგიასაც არ დაიშურებენ,მაგრამ საჭირო გამოცდილება გააჩნიათ?ხომ არ ჯობდა ჯერ უცხოეთის წარმატებულ კლუბებში სტაჟირება დაფინასებულიყო და შემდეგ? -დღეს საჭიროა გამაოცდილი,ენერგიული ,ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ტოპ-მენეჯერი(და არა ფეხბურთელი),უცხოელი მრჩევლებით,რეფორმატორი...და დიდი ფული...
ბმბ
და ლაღად გაგვიტანეს ოთხი გოლი, ეს ღიპიანი რომ ყოფილიყო, ალბათ ბევრად მეტს, ქეცბა უნდა წასულიყო, მაგრამ ამას რაუნდა, ამას
mamulo
დიდი "კიტრი"
tarakunem
რა არის თამადად მიგიწვიეს დინამოში რამხელა ღიპი გადევს ტოო?! :)))
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"ლუის ენრიკემ კვარაცხელია პირველად მაშინ შეამჩნია, როცა..." - ხიზანიშვილმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა