"ვიტესის" ქართველი კაპიტანი სათადარიგოს როლს არ შეეგუება
არნემის "ვიტესის" 27 წლის ქართველ კაპიტან გურამ კაშიას ცუდი დროება აქვს - ის ჯანმრთელადაა, თუმცა პეტერ ბოშმა "ალკმაართან" შეხვედრაში მხოლოდ მეორე ტაიმში შეუშვა.

როგორც ჩანს, ჩვენებური შეგუებას არ აპირებს, "ხელდერლანდერთან" კომენტარებით ამის დასკვნა იოლია:

"ფეხბურთში რაღაც გამეგება და კარგად ვიცი, როდის ვთამაშობ კარგად და როდის ცუდად. "ფეიენოორდთან" მატჩში კარგად ვითამაშე, ამის მერე კი მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დამსვა - ეს არ მესმის.

შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს დაკავშირებული ჩემს ფორმასთან, არამედ სხვა ნიუანსებთან", - განაცხადა გურამ კაშიამ, რომელიც "ვიტესში" 2010 წლის აგვისტოში მივიდა.

"ფეიენოორდთან" შეხვედრაში (0:0) გურამმა მართლაც კარგად ითამაშა და ყველას გაუკვირდა, რომ მომდევნო ტურში მისთვის სასტარტოში ადგილი არ აღმოჩნდა.

სასტარტოში კრეისვიკმა და ვან დერ ჰეიდენმა ითამაშეს დაცვის ცენტრში: "მწვრთნელი ამბობს, რომ ორივეს თამაშების კარგი სერია ჰქონდა, მაგრამ არ ვეთანხმები:

"უტრეხტთან" წავაგეთ, "როდას" ფრედ ვეთამაშეთ, გუნდს დაცვაში კარგად ნამდვილად არ უთამაშია. "უტრეხტთან" ჩემს პოზიციაზე მოთამაშე სულაც გააძევეს. ამიტომ მომეცა შანსი, რომელიც ალალად გამოვიყენე "ფეიენოორდთან", - აღშფოთებულია კაშია.

გურამ კაშიამ ამ სეზონში ერედივიზიეში 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, აქედან 6-ში სასტარტოში, ერთი თვე მას ფეხის თითის მოტეხილობის გამო გაუცდა. შეგახსენებთ, რომ "ვიტესში" თამაშობს ვაკო ყაზაიშვილიც, რომელიც "ალკმაართან" მატჩში ასევე შეცვლაზე შევიდა.

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა