24 ნოემბერს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის დახურული სხდომა გაიმართა და გარკვეული გადაწყვეტილებებიც მიიღეს
24 ნოემბერს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის დახურული სხდომა გაიმართა და გარკვეული გადაწყვეტილებებიც მიიღეს - უფლებამოსილება შეუჩერდა ფედერაციის პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს და დაინიშნა ვადამდელი საარჩევნო ყრილობა, თუმცა, ვეჭვობთ, ეს გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლე იყოს.

საქმე ისაა, რომ კვორუმი არ შედგა - 37 წევრიდან საჭირო 30-ის ნაცვლად 25 ძლივს მოგროვდა, რასაც ორი უფლებამოსილიც დაემატა, ანუ სხვებს მიანდეს მათი ხმით სარგებლობის უფლება, თუმცა ამბობენ, რომ დებულება ამგვარ შეღავათს მხოლოდ ყრილობაზე ითვალისწინებს და არა რიგით სხდომაზე.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებს აბსოლუტურმა უმეტესობამ დაუჭირა მხარი, მხოლოდ 2 ხმა იყო წინააღმდეგი, მაგრამ საკითხავია, რამდენად მიეცემა იურიდიული უფლება უკვორუმო პრეზიდიუმის დადგენილებას? ეს რომ სამართლებრივი ლაფსუსია, ამას მისი მხარდამჭერებიც აღიარებენ, მაგრამ მათი არგუმენტი ასეთია: კურტანიძემ წინა სხდომაზეც 25 ხმით, ანუ ნაკლული კვორუმით მიიღო გადაწყვეტილებები და თუ ისინი აღიარეს და დაუმტკიცეს, მაშინ ესეც აღიარონო.

პრეზიდიუმის სხდომა 24 ნოემბერს, ჭიდაობის ფედერაციის ოფისში, 14 საათზე იყო დანიშნული, თუმცა იმ დროისთვის იქ მხოლოდ 19 წევრი გამოცხადდა. ეს 25 კაციც კარგა ხნის დაგვიანებით, ბევრი რეკვისა და თხოვნის შემდეგ მოგროვდა.

პარალელურად, ვრცელდებოდა ხმები, რომ პრეზიდიუმის წევრებზე ვიღაცები ზეწოლას ახდენდნენ და ამიტომ არ გამოცხადდნენ სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ შეკრებას არც კურტანიძე დასწრებია.

ვადამდელი არჩევნების სავარაუდო თარიღად 26 დეკემბერი დაადგინეს, თუმცა არაა გამორიცხული, ამ ვადამ რამდენიმე ხნით გადაიწიოს და ნაახალწლევს გაიმართოს.

პრეზიდიუმმა ასევე დაადგინა, რომ გაუქმდეს კურტანიძის მიერ 22 სექტემბრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ იმ დღეს სამინისტროში გამართული პრეზიდიუმის ზესკანდალური სხდომის შემდეგ (სწორედ მაშინ იყო კვერცხების სროლა) დაიგეგმა გუშინდელი შეხვედრა, მანამდე კი კურტანიძეს აეკრძალა ყოველგვარი საკადრო გადაადგილება.

ამის მიუხედავად, მაინც დანიშნა ახალი მწვრთნელები, რამაც მინავლებული კონფლიქტი ახალი ძალით ააბრიალა. თუ პრეზიდიუმი 22 სექტემბრის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს ანულირებას უკეთებს, გამოდის, ზაზა თურმანიძეს და რომან რურუასაც უნდა შეუჩერდეთ სტატუსი.

პრეზიდიუმს მათ საკითხზე საგანგებოდ არ უმსჯელია, თუმცა ისინი მაინც აგრძელებენ მუშაობას, რათა არ შეფერხდეს ნაკრებთა მზადების პროცესი.

ერთი სიტყვით, ქართულ საჭიდაო ოჯახში, ანუ ოლიმპიურ ჭიდაობებში მდგომარეობა ასე მოლოდინად ქცეული 24 ნოემბრის შემდეგაც გვარიანად ბუნდოვანი დარჩა და გაურკვევლობა ბოლომდე არ გაფანტულა.

არადა, დრო არ ითმენს და მეტად მნიშვნელოვანი სეზონი დაუკითხავად გვიახლოვდება, როცა ოლიმპიადის ლიცენზიები უნდა გაიცეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გურუLO
ბოროტი და ეშმაკი ხალხის თავყრილობას გავს ეს ყველაფერი!
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის განცხადება
ლუკა კურტანიძე: არავის მივცემ იმის უფლებას, რომელიმე სპორტსმენი დაიჩაგროს ან ჭიდაობის ფედერაციას შეეშალოს ხელი მუშაობაში
მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანებში: კურტანიძე ახალგაზრდობას იხსენებს
ლუკა კურტანიძე ვეტერანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონია [VIDEO]
აქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]