"მეთოფეებმა" ლონდონურ დერბიში პრინციპული მეტოქე ბოლო სამი წლის მანძილზე პირველად დაამარცხეს, "ლურჯების" მოუგებელი სერია გრძელდება
ინგლისის პრემიერლიგის 19-ე ტურის დასკვნით მატჩში "არსენალმა" ლონდონურ დერბიში "ჩელსი" დამაჯერებლად 3:1 დაამარცხა. ასე, რომ "ლურჯების" მოუგებელმა სერიამ ექვს მატჩს მიაღწია, "მეთოფეებმა კი პრინციპული მეტოქე ბოლო სამი წლის მანძილზე პირველად დაამარცხეს.

მაღალფარდოვან სიტყვებს რომ მოვერიდოთ და ლონდონური დერბის პრინციპულობაზე ზედმეტად არ ვისაუბროთ, მოდით, უშუალოდ ამ მატჩზე ვისაუბროთ. ორივე გუნდი არცთუ საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფება და წაფორხილების უფლება არცერთს ჰქონდა. წარუმატებლობის შემთხვევაში მათ მანჩესტერელი კონკურენტებისგან ("იუნაიტედი" და "სიტი") სერიოზული ჩამორჩენა ემუქრებოდათ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას უკიდურესად გაირთულებდნენ. ახლანდელი "არსენალი" "ჩელსისთან" ძალიან წარუმატებლად თამაშობს. უკანასკნელად "მეთოფეებმა" "ლურჯები" 2007/2008 წლის სეზონში დაამარცხეს. ამას გარდა, არსენ ვენგერის გუნდმა ამ მატჩამდე უკვე ხუთი თამაშის წაგება მოასწრო.

"ჩელსის" თავის პრობლემები ყოფნის. კარლო ანჩელოტის შეგირდებმა სეზონი დამაჯერებლად დაიწყეს, მაგრამ გვიან შემოდგომაზე რაღაც დაემართათ და 10 ნოემბრის შემდეგ გამარჯვებას ვერ ახერხებენ. გასაგებია, რომ ინგლისის მოქმედ ჩემპიონებს მუდმივად აწუხებთ ტრავმები, მაგრამ მათ თამაშში აშკარად რაღაც აირია. ეს განსაკუთრებით დაცვას ეხება. ბოლო ხუთ თამაშში "ლურჯებმა" შვიდი გოლი გაუშვეს.

თავსდამტყდარი პრობლემების მიუხედავად, ვენგერმა და ანჩელოტიმ რევოლიციური გზით წასვლა და მასშტაბური ცვლილებების მოხდენას თავი აარიდეს. იტალიელმა სპეციალისტმა, რომელმაც ტრავმის გამო ანელკა და იური ჟირკოვი დაკარგა, თავისი გუნდის თამაში 4-3-3 სისტემაზე ააწყო და შემადგენლობაში არსებითი ცვლილებები არ შეუტანია. ვენგერმა შემადგენლობა ჩვეულ სტილში შეცვალა. სებასტიან სკილაჩი, ანდრეი არშავინი, ტომაშ როსიცკი და მარუან შამახი, რომლებმაც წინა შეხვედრაში "მანჩესტერ იოუნაიტედთან" პირველივე წუთიდან ითამაშეს, ამჯერად სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ. წინასამატჩო ინტერვიუში ფრანგმა სპეციალისტმა აღიარა, რომ მისი გუნდი აქცენტს ბურთის გაკონტროლებაზე გააკეთებდა.

როგორც აღმოჩნდა, ვენგერი არ ცრუობდა. პირველი წუთებიდანვე "მეთოფეებმა" მწვრთნელის დავალება შესანიშნავად განახორციელეს და კოლოსალურ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. უკიდურესად დამუხტული მასპინძლები მოკლე და საშუალო გადაცემებით თამაშობდნენ, ცდილობდნენ მეტოქე აეძულებინათ შეცდომა დაეშვა. კონტროლი კონტროლად, მაგრამ საგოლე მომენტები ჩეხის კართან პრაქტიკულად არ იქმნებოდა. "არსენალის" შუახაზი ვერა და ვერ ახერხებდა, რობინ ვან პერსი დასარტყამ პოზიციაზე გაეყვანა. მხოლოდ თეო უოლკოტმა გააწამა ეშლი კოული, რომელსაც ფლანგზე ზედიზედ ატყუებდა.

"ჩელსის" წინ საერთოდ არაფერი გამოსდიოდა. სტუმრების თითქმის ყველა შეტევა მოედნის შუაგულში სრულდებოდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "ლურჯებს" არცთუ კარგად ესმოდათ, როგორ უნდა ემოქმედათ შეტევაში. ამის მტკიცებულებად მთელი ტაიმის მანძილზე კარისკენ შესრულებული ორი დარტყმაც გამოდგება. შედეგად მათ მუდმივად თავის დაცვა უხდებოდათ და არცთუ საიმედო დაცვის ხაზმა ბრძოლა დათმო. ალექსანდრ სონგმა ჯეკ უილშირთან კედელი გაითამაშა, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. "ჩელსიმ" გოლი უკვე თითქმის გასახდელში მიიღო. ანჩელოტის ყურება მტკივნეული იყო. კარლიტოს მშვენივრად ესმოდა, რომ მოცემულ სიტუაციაში ნებისმიერ წაფორხილებას შეიძლება პოსტის დაკარგვამდე მიეყვანა.

გააცნობიერა რა, რომ მისმა გუნდი პირველი ტაიმი მოედნის შუაგულში პირწმინდად წააგო, იტალიელმა გადაწყვიტა, შესვენების შემდეგ ჯონ ობი მიკელი რამირესით შეეცვალა. თუმცა, ეს ცვლილება სტუმრებს ვერაფერში დაეხმარა და მათი აგონია მეორე ტაიმშიც გაგრძელდა. ორი წუთის განმავლობაში "არსენალმა" შეხვედრაში გამარჯვებულის საკითხი ფაქტიურად მოხსნა. "ჩელსის" დაცვის და ნახევარდაცვის ცენტრმა ზედიზედ ორი საშინელი შეცდომა დაუშვა. პირველ შემთხვევაში მაიკლ ესიენმა ბურთი უოლკოტს აჩუქა, რომელმაც ის მარტოდ მყოფ სესკ ფაბრეგასს გადასცა და მასაც ცარიელი კარისთვის არ აუცილებია. მეორე შემთხვევაში კი უკვე ესპანელმა გაიყვანა უოლკოტი ჩეხთან პირისპირ და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

გახარებული "მეთოფეები" მოდუნდნენ და "ლურჯებს" ერთი გოლის გაქვითვის საშუალება მისცეს. დიდიე დროგბას საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთზე ბრანისლავ ივანოვიჩმა ლორან კოსელნის დაასწრო და სტუმრებს გადარჩენის იმედი ცაუსახა. მაგრამ "ჩელსიმ" თავის ამჟამინდელ მდგომარეობაში მეტი ვერაფერი მოახერხა. "არსენალი" მალევე გამოცოცხლდა, ბურთზე კონტროლი დაიბრუნდა და გაცილებით ახლოს იყო მეოთხე გოლთან, ვიდრე "არისტოკრატები" მეორესთან. ვერც ცვლილებებმა, ვერც "ჩელსის" სურვილმა ანგარიში გაეთანაბრებინა ვერაფერი შეცვალა. "მეთოფეებმა" შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენეს, მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

როგორც ჩანს "ჩელსის" შენჯღრევა" სჭირდება. მათმა მოუგებელმა სერიამ ექვს მატჩს მიაღწია და არაა გამორიცხული უახლოეს მომავალში ანჩელოტიმ გუნდი დატოვოს. ამ დროისთვის რომან აბრამოვიჩს ძალიან გაუჭირდება ისეთი მწვრთნელის მოძებნა, რომელიც "ჩელსის" დონეს და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა
მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს
დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?
ხვიჩა მწვრთნელს უსმენს - იმიჯის გამყარება და ის, რაზეც სამუშაოა...