ესპანური ლა ლიგის მე-13 ტურის მატჩები გაიმართა

ვიდეო: მალაგა-რეალი 1:2

29 ნოემბერს ესპანური ლა ლიგის მე-13 ტურის მატჩები გაიმართა.

ერნესტო ვალვერდეს "ბილბაომ" ბოლო 15 შესაძლებელიდან 13 ქულა მოიპოვა. "ბილბაომ" სტუმრად 2:1 სძლია "ხეტაფეს". ბენიატმა ჯერ სან ხოსეს გაატანინა, შემდეგ თავად გაიტანა გამარჯვების გოლი საჯარიმო დარტყმით, ანხელ ლაფიტამ მატჩის ბოლოს თავით ერთი გოლი გაქვითა.

ბარსელონაში "ესპანიოლი" აგებდა, მაგრამ კაისედოს და სერხიო გარსიას გოლებით 2:1 იმარჯვა.

კარლო ანჩელოტი "რეალის" ისტორიაში ჩაეწერა, მისმა გუნდმა ზედიზედ მე-16 მატჩი მოიგო, ასეთი რამ კი აქამდე არ მომხდარა. "მალაგასთან" სტუმრად კრიშტიანო რონალდოს არ გაუტანია, სამაგიეროდ, მან ორი საგოლე პასი მიითვალა და ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილს გაატანინა.

მატჩის მიწურულს ისკომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და "რეალი" 10 კაცის ამარა დარჩა, თუმცა როკე სანტა კრუსის თავურის გარდა "მალაგა" მეტს ვერ გამორჩა - 1:2.

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ძალიან გახარებული ვარ ამ რეკორდით. ვამაყობ, რომ ამ ფანტასტიკურ გუნდს ვწვრთნი. როცა ჩემი ფეხბურთელები თავს თავდადებულად იცავდნენ, ეს დიდებული იყო. "ლა როსალედაზე" თამაში ყოველთვის ძნელია. "მალაგა" ახალგაზრდული გუნდია, რომელსაც აშკარად აქვს მომავალი".

ხეტაფე-ბილბაო 1:2

გოლები: 0:1 სან ხოსე (36), 0:2 ბენიატი (90), 1:2 ლაფიტა (91)

ესპანიოლი-ლევანტე 2:1

გოლები: 0:1 მორალესი (12), 1:1 კაისედო (19), 2:1 ს. გარსია (35)

მალაგა-რეალი 1:2

გოლები: 0:1 ბენზემა (18), 0:2 ბეილი (83), 1:2 სანტა კრუსი (92)

სელტა-ეიბარი 0:1

გოლი: დელ მორალი (30

1. რეალი - 33 ქულა; 2. ბარსელონა - 28; 3. ატლეტიკო - 26; 4. ვალენსია - 24; 5. სევილია - 23.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
იური ტაბატაძის "კადისი" წინ მიიწევს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
ქოჩორაშვილის გარეშე - "ლევანტემ" "მალაგასთან" ქულები გაიყო
პსჟ-ს მფლობელები ესპანურ კლუბს შეიძენენ
"მალაგას" პრეზიდენტი 7 წლის წინანდელი მატჩის გამოძიებას ითხოვს
ქოჩორაშვილის საგოლე პასი - "ლევანტემ" "მალაგა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ყველაფერი შეთანხმდა - პსჟ-ის მფლობელი კომპანია ესპანურ გუნდს ყიდულობს
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს