პილოტი შეყვარებულთან ერთად დუეტში იმღერებს?
მსოფლიოს ახალმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა მიანიშნა იმის შესახებ, რა საქმიანობას გაჰყვება სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ. კერძოდ, "მერსედესის" პილოტი არ გამორიცხავს მომღერლის კარიერის დაწყებას.

ჰემილტონის თქმით, სეზონის მსვლელობისას ძალიან ბევრ დროს ატარებს სტუდიაში. ეს ჯერ მხოლოდ ჰობია, თუმცა ამ ყველაფერს ორგზის ჩემპიონი ძალიან სერიოზულად უყურებს.

ლუისი ამბობს, რომ არ სურს ისე მოიქცეს, როგორც მისი ბევრი კოლეგა, ამიტომაც არ აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ კომენტატორობას. ჰემილტონმა მაგალითად ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი მოიყვანა, რომელსაც კომენტატორობა არ დაუწყია და ფეხბურთის მიღმა "შესანიშნავი კარიერა" აიწყო.

ჰემილტონის თქმით, მუსიკალური თვალსაზრისით მასზე დიდ გავლენას ახდენენ მაიკლ ჯექსონი, პრინცი, Jay-Z, ჯგუფი Kodaline, აგრეთვე პილოტის შეყვარებული, ჯგუფ Pussycat Dolls-ის ყოფილი სოლისტი ნიკოლ შერცინგერი.

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს ჰემილტონმა რამდენიმე სიმღერა ჩაწერა ბრიტანელ მუსიკოს Angel-თან თანამშრომლობით. მაშინ ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ჰემილტონის ვოკალური მონაცემები. ლუისის ჩანაწერები ფართო პუბლიკისთვის არ გამოქვეყნებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
ფორმულა 1: ჩემპიონი ცოლს ირთავს
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]