ბათუმში საქართველოს ჰოკეის ჩემპიონატი დაიწყო
სპორტის ქართველ გულშემატკივრებს შეიძლება ეუცხოოთ, მაგრამ ენთუზიასტთა თავდადებითა და კეთილი ადამიანების თანადგომით, საქართველოში ყინულის ჰოკეი (ფედერაციის პრეზიდენტი ნუგზარ პაიკიძე, გენერალური მდივანი ალექსანდრე ვაშაკიძე) ჯერ კიდევ ცოცხლობს.

წლეულს, გაზაფხულზე ჩვენმა ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი - უკრაინელი ევგენი ალიპოვი) ლუქსემბურგში ჰოკეისტთა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონში იასპარეზა ("გაზეთი "ლელო" წერდა ამის შესახებ).

მას შემდეგ რამდენიმე თვემ განვლო და, მართალი გითხრათ, ძალიან მესიამოვნა, ორიოდე დღის წინათ ბატონი ალექსანდრე ვაშაკიძე რომ შემეხმიანა - ბათუმში საქართველოს ჩემპიონატს ვიწყებთო.

- წლეულს შეჯიბრებაში ოთხი გუნდი ჩაებმება, - მითხრა მან. - ბაკურიანის "მიმინო" და თბილისის სამი გუნდი - "რუხი მგლები", "ცეცხლოვანი ჯვაროსნები" და "ყინულის რაინდები".

ჩემპიონატი რამდენიმერაუნდიანი იქნება და თითოეული გუნდი 18-18 მატჩს ჩაატარებს. მეორე ეტაპს იანვარში ბაკურიანი უმასპინძლებს.

გვინდა, რომ ჰოკეისტებმა საშეჯიბრო გამოცდილება შეიძინონ. სახელმწიფოსგან ოდნავი ხელშეწყობა მაინც თუ გვექნება, შესაძლოა, ჩვენს მეზობლებთან ამხანაგური შეხვედრებიც გავმართოთ.

გაისად (აპრილი) იზმირში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის პირველობა გაიმართება.

მეტოქეობას გაგვიწევენ ჰონკონგი, ლუქსემბურგი, ჩრდილოეთი კორეა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, მეორე დივიზიონიდან დაქვეითებული თურქეთი და ჩემპიონატის დებიუტანტი ბოსნია-ჰერცეგოვინა.

მეორე ლიგის ერთი საგზური გათამაშდება. ცხადია, ამ ეტაპზე ზედა ეშელონში აღზევებაზე არ ვფიქრობთ. მთავარია, მესამე დივიზიონში ადგილი შევინარჩუნოთ, რადგან ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდები 2016 წელს მსოფლიოს ჩემპიონატში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმებიან...

ახლა კი, გასულ უქმეებზე ბათუმის ყინულის დარბაზში გამართული ორთაბრძოლების შესახებ.

პირველ მატჩში ბაკურიანის "მიმინო" და თბილისის "რუხი მგლები" დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაძაბულ პაექრობაში ბაკურიანელებმა გაიმარჯვეს - 5:3 (1:1. 3:1, 1:1). გოლები: "მიმინო" - გოგიჩაშვილი (2), ჯეირანაშვილი, გეფერიძე, ოგანეზიანი, "რუხი მგლები" - კოჩკინი, ბახტაძე (2).

უფრო დრამატული გამოდგა "ცეცხლოვანი ჯვაროსნებისა" და "ყინულის რაინდების" პაექრობა.

პირველ პერიოდში "რაინდები" სმეტანინის (გიგაურის პასი) გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ შენგელიამ (კოსიცკი) და კოსიცკიმ (ნადირაშვილი) პირველ შესვენებამდე წინ გაიყვანეს "ჯვაროსნები". ძირითადი დრო დამთავრდა ფრედ - 3:3. დამატებით მეოთხე პერიოდში "ჯვაროსნებს" გამარჯვება კოსიცკის გოლმა მოუტანა.

"ყინულის რაინდები" - "ცეცხლოვანი ჯვაროსნები" 4:5 (1:2, 2:2, 1:0, 0:1). გოლები: "რაინდები" - სმეტანინი, ბუცხრიკიძე, არჩვაძე, ხორბალაძე. "ჯვაროსნები" - შენგელია (2), კოსიცკი (2), ცაგარეიშვილი.

ასპარეზობის მეორე დღეს ერთი შეხვედრა გაიმართა. ეტყობა, ბაკურიანელებმა ძალების აღდგენა უკეთ მოასწრეს და "ყინულის რაინდებს" დიდი ანგარიშით - 11:1 (5:1, 1:0, 5:0) მოუგეს. გოლები: "მიმინო" - ოგანეზიანი (3), ჯეირანაშვილი (3), გეფერიძე (3), გოგიჩაშვილი, ღონღაძე, "რაინდები" - ხორბალაძე.

მეორე ეტაპს, როგორც აღვნიშნეთ, იანვარში იზმირი (თურქეთი) უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე