3 დეკემბერს ანტალიაში ერთეულებში ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ტურნირების სასტარტო შეხვედრები გაიმართა
3 დეკემბერს ანტალიაში ერთეულებში ჩოგბურთელ ქალ-ვაჟთა საერთაშორისო ტურნირების (საპრიზო ფონდი 10.000-10.000 დოლარი) სასტარტო შეხვედრები გაიმართა.

ქართველთაგან მხოლოდ სოფიო ქვაცაბაიამ იყოჩაღა - მერვე ნომრად განთესილმა ჩვენებურმა მოლდოველ ანასტასია ვდოვენკოს აჯობა - 6:2, 6:1 და მერვედფინალში გავიდა, სადაც შახიო საიდოვას (რუსეთი) მძლეველ (7:5, 4:6, 6:1) რებეკა სრამკოვასთან (სლოვაკეთი) გაარკვევს ურთიერთობას.

ტურნირზე განთესვით მეორე ნომერი ჰქონდა ეკატერინე გორგოძეს, მაგრამ გუშინ იგი კვალიფიკაციიდან აღზევებულ ელინე ბოეიკენსთან (ბელგია) დამარცხდა - 5:7, 3:6. თამარ ჭალაგანიძე მეოთხე ნომერ რუმინელს - ირინა მარია ბარას დანებდა - 1:6, 2:6. ჭალაგანიძე წყვილებშიც გამოეთიშა შეჯიბრებას.

როგორც ვწერდით, მეოთხედფინალში ქვაცაბაია და ჩანთალ სკამლოვა (სლოვაკეთი) ელინე ბოეიკენსსა (ბელგია) და მელანი სტოკეს (ნორვეგია), ხოლო გორგოძე და ნასტია კოლარი (სლოვენია) დიანა ბუზეანს (რუმინეთი) და იასმინ გულმანს (თურქეთი) დაუპირისპირდებიან.

ვაჟთა ტურნირში სუსტად იასპარეზა გიორგი ცივაძემ - ჯერ ალექსანდრ იარკოვთან (რუსეთი) ერთად წყვილებში დამარცხდა სტარტზე ტუნა ალტუნას (თურქეთი) და ბოგდან აპოსტოლის (რუმინეთი) დუეტთან, გუშინ კი ერთეულებში უკრაინელ დენის მილოკოსტოვთან წააგო - 6:7, 3:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა