გაისად, 23-29 მარტს ვარშავაში 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის ევროპის პირველობა პირველად ჩატარდება
ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანებული ფედერაცია აგრძელებს ნოვატორულ იდეებს - წესებში შეტანილი არაერთი ცვლილების შემდეგ, რამაც სპორტის ამ სახეობას მართლაც დაუბრუნა დინამიკურობა და სილამაზე, ახლახან მისი პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი დაეთანხმა ევროპული ფედერაციის იდეას და გაისად, 23-29 მარტს ვარშავაში პირველად ჩატარდება ევროპის პირველობა 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის.

თუმცა გაუგებარია, რატომ ითვლის ამას აქტივში მსოფლიოს ფედერაცია, როცა ინიციატივა მის ევროპულ ქვეშევრდომს ეკუთვნის. მათ შორის ფუნქციები, ცოტა არ იყოს, აღრეულია და ზოგადად, ძიუდოსგან თუ სპორტის უმეტეს სახეობათაგან განსხვავებით, ჭიდაობაში რეგიონული ფედერაციები ნომინალურად არსებობენ - პრაქტიკულად, მათ არანაირი ფუნქცია, არანაირი უფლება არ გააჩნიათ და ყველაფერს მაინც მსოფლიოს ფედერაცია აკეთებს; რეგიონულების შემხედვარეს კი შეუძლებელია არ გაგახსენდეს გამოთქმა "გვირგვინი - მკვდარზე".

თვით ევროპის ჩემპიონატსაც კი, როგორც სხვა კონტინენტებისას, მსოფლიოს ფედერაცია ატარებს, ხოლო ევროპისას არაფერი ეკითხება, ის უმეტესად ქაღალდზე არსებობს.

არადა, რეგიონულებს უფრო მეტი დატვირთვა, მეტი უფლებები რომ მისცენ, ვგონებთ, უფრო წაადგება ჭიდაობის განვითარებას. თუმცა ამ შემთხვევაში მსოფლიოს გაერთიანებული ფედერაცია ფინანსების დიდ ნაწილს დაკარგავს. სავარაუდოდ, ამ ჩახლართული სისტემის მიზეზიც ესაა.

როგორც ვხედავთ, ჭიდაობაც ძიუდოს გზით წავიდა - ფინანსური პრობლემების გამო ჩვენები არ გამოდიან, თორემ იქ უკვე რამდენიმე წელიწადია, ტარდება 23-წლიანთა ევროპის ჩემპიონატი.

სხვათა შორის, ამ შეჯიბრების დაარსება ლალოვიჩმაც იმავე მიზეზით ახსნა, რითაც თავის დროზე - ძიუდოისტებმა: ამით შანსი იმ ფალავნებს ეძლევათ, რომლებმაც დაამთავრეს ახალგაზრდებში გამოსვლა, მაგრამ ჯერ ვერ ხვდებიან ეროვნულ ნაკრებში, ეს მათთვის დამატებითი შანსიაო.

ამ შეჯიბრებით ევროპულმა ფედერაციამ გაზაფხულის პაუზა შეავსო. მოგეხსენებათ, გაისად, აპრილში ევროპის პირველობა უფროსთა შორის არ ტარდება, რადგან ივნისში ბაქოში ევროპული თამაშები იმართება, რომლის პროგრამაში ჭიდაობაც შედის. საგაისო ევროპირველობის ალტერნატივაც ის იქნება.

მსოფლიოს ფედერაციამ 23-წლიანთა ევროპირველობა უკვე შეიტანა თავის კალენდარში, პარალელურად კი, დააზუსტა მსოფლიოს თასის საგაისო ფორმატი და ჩატარების ვადები.

თასის ფორმატი ცოტათი შეიცვალა და ამიერიდან მასში 10-ის ნაცვლად 8 გუნდი იასპარეზებს. ისინი მსოფლიოს წინა პირველობაზე დაკავებული ადგილების მიხედვით შეირჩევიან.

ამ ტურნირზე წლეულს ჩვენები ფრიად წარუმატებლად გამოვიდნენ და თასის საგაისო მონაწილეთა შორის ვერ მოხვდნენ. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს თასს 19-20 თებერვალს თეირანი უმასპინძლებს, ქალებისა 7-8 მარტს სანკტ-პეტერბურგში ჩატარდება, თავისუფალი სტილის მოჭიდავეებისა კი - 11-12 აპრილს ლოს ანჯელესში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა