საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების მეორე წრის მეორე ტურით წლეულს სარაგბო სეზონი მთავრდება
საქართველოს ჩემპიონატის გათამაშების მეორე წრის მეორე ტურით წლეულს სარაგბო სეზონი მთავრდება.

თუმცა ამის მერე კიდევ რამდენიმე გამოტოვებული მატჩი გაიმართება. მიუხედავად ამისა, ერთი რამ უდავოა, ბოლნისის "ყოჩები" ჩემპიონატის პირველი ეტაპის გამარჯვებული, ანუ ეგრეთ წოდებული ზამთრის ჩემპიონია.

"ყოჩებმა" ჩემპიონატის პირველი ეტაპი შესანიშნავად ჩაატარეს. დღეისთვის გუნდს 10 თამაშიდან 9 მოგება და ერთი ფრე აქვს. მეორეადგილოსან ქვეყნის ჩემპიონ თბილისის "ლელოს" კი 11 ქულით უსწრებს. განვლილ მეათე ტურში "ყოჩების" მეტოქე საკმაოდ ამბიციური თბილისის "არმაზი" იყო, რომელიც გამოცდილ მორაგბეებთან ერთად ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

არმაზელებს მატჩის გადარჩენის შანსი კი ჰქონდათ, მაგრამ "ყოჩებმა" არ დაანება და მორიგი გამარჯვება მიითვალა. მომდევნო ტურში, რომელიც მომავალ უქმეებზე გაიმართება, ბოლნისელები შინ თბილისის "ჯიქს" დაუპირისპირდებიან, რომელიც ამჟამად მეექვსე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის.

"ჯიქმა", თავის მხრივ, შინ წააგო ქუთაისის "აიასთან" და ქუთათურებს სატურნირო ცხრილში მე-5 საფეხური დაუთმო. რიონისპირული გუნდი, ისევე, როგორც "ჯიქი", ახალგაზრდული გუნდია. აქ, სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრი მომავალი "ბორჯღალოსანია". ახალგაზრდული ასაკის გამო "აიას" არასტაბილურობა დასჩემდა, თუმცა საბოლოოდ ეს გუნდი მედლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას მაინც შეძლებს.

საგულისხმოა, რომ ქუთათურები მე-11 ტურში სტუმრად ეთამაშებიან აუტსაიდერ თბილისის "თიბიესს" და დიდი ალბათობით, დაამარცხებს კიდეც. შედეგად "აია" მოწინავეთა შორის პოზიციის გამყარებას შეძლებს. "თიბიესი" კი თითქმის გასავარდნადაა განწირული, არადა, გუნდი თითქმის ყველა მოწინააღმდეგესთან შემართებით იბრძვის, იოლად არაფერს თმობს, თუმცა გამარჯვების მიღწევას ვერ ახერხებს.

ნელ-ნელა თამაშს უმატებს და კვლავ ჩემპიონობაზე აცხადებს პრეტენზიას თბილისის "ლელო", რომელიც მომავალ უქმეებზე "ბათუმს" უმასპინძლებს. ამ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა და ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. ბათუმელებმა ჩემპიონატში სტარტი რიხიანად ვერ აიღეს, მაგრამ ბოლო სამ ტურში მიღწეულმა წარმატებებმა ისინი მესამე ადგილზე დაამკვიდრა. შესაბამისად, შაბათს, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" საინტესო ბრძოლაა მოსალოდნელი.

XI ტური

თიბიესი-აია, ლოკომოტივი-არმაზი (გადაიდო), არმია-ხარები (გადაიდო), ლელო-ბათუმი, ყოჩები-ჯიქი.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ყოჩები 10 9 1 0 +114 40

2. ლელო 10 6 2 2 +61 29

3. ბათუმი 10 5 1 4 +27 26

4. ხარები 10 5 2 3 +30 26

5. აია 10 5 0 5 +4 23

6. ჯიქი 9 4 1 4 0 20

7. არმია 10 4 0 6 -48 19

8. ლოკომოტივი 9 3 1 5 -14 18

9. არმაზი 8 3 0 5 -19 14

10. თიბიესი 10 0 0 10 -155 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დიდი 10 | აია 41:21 წიქარა
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
crocobet დიდი 10-ის განახლება ერთი კვირით გადაიდო
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის