მიატოვო ყველაფერი და დაბრუნდე ქართულ ფეხბურთში - ეს, დაახლოებით, ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს
დანამდვილებით შევიტყვეთ, რომ ახლო მომავალში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი ლევან კობიაშვილი საქართველოში ჩამოვა.

ჯერ არ ვიცით, როდის ჩატარდება ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები, თუმცა კობიაშვილი, ვინც გენერალურ მდივან რევაზ არველაძესთან ერთად ფავორიტად გვესახება, საარჩევნო კამპანიას იწყებს და ეს ვერაფრით იქნება რიგითი ამბავი.

კობიაშვილი აპირებს ჟურნალისტებთან შეხვედრას და ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზე საუბარს.

სავარაუდოდ, ახლავე უნდა გაირკვეს იმ პირთა ვინაობა, ვინც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მის გვერდით დადგება...

გერმანიიდან დიდ რისკამდე

აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ლევან კობიაშვილი "ჰერტაში" მუშაობს. თავისთავად, რთულია, გამოეთხოვო აწყობილ ქვეყანას, მით უმეტეს მაშინ, როცა ბუნდესლიგის კლუბში მშვენიერი სამსახური გაქვს.

დღევანდელი გადასახედიდან, კობიაშვილის ნაბიჯი რთულად ასახსნელია. მიატოვო ყველაფერი და დაბრუნდე ქართულ ფეხბურთში - ეს, დაახლოებით, ქარის წისქვილებთან ბრძოლას ჰგავს.

ნებისმიერი პიროვნება თავისუფალია საკუთარ არჩევანში. ასეა კობიაშვილიც, თუმცა, ალბათ, ბევრი მის ადგილას სხვანაირად მოიქცეოდა.

არა სპონტანურად...

ზუსტად ვიცით, რომ კობიაშვილს ეს გადაწყვეტილება სპონტანურად არ მიუღია. ჯერ კიდევ ფეხბურთელობის პერიოდში გაიარა სამენეჯერო კურსები და სწავლა აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგაც გააგრძელა.

ერთიც - ისიც ვიცით, რომ კობიაშვილი და მისი მეგობრები ბოლო დროს დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ ქართულ ფეხბურთში შექმნილ სიტუაციას და გადაწყვეტილება ლევანმა მხოლოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მიიღო.

გამოდის, რომ ჩვენს ფეხბურთში არსებული უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, კობიაშვილს იმედი აქვს, რომ სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ნამდვილად არ იყრიდა კენჭს - ვინ იტყვის, რომ აწყობილი ევროპული ქვეყნის კლუბში მუშაობას საქართველოს ფეხბურთის პრეზიდენტობა სჯობს?!

გუნდი

ცხადია, კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის მარტო ვერ იბრძოლებს. მას გვერდით სჭირდება ისეთი ხალხი, წლების განმავლობაში ქართულ ფეხბურთში ავტორიტეტი რომ მოიხვეჭეს.

უპირველეს ყოვლისა, კობიაშვილის ბანაკში უნდა მოვიაზროთ მისი უახლოესი მეგობრები - ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, ლევან ცქიტიშვილი, ზაზა ზამთარაძე და სხვები.

ფაქტია - კობიაშვილის არ იყოს, ლევანის უახლოეს გარემოცვასაც თავისი სიტყვა ეთქმის ქართულ ფეხბურთში. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება "კობის" გუნდის სრული შემადგენლობა. უფრო ზუსტად მისი გუნდის შესახებ მას შემდეგ შევიტყობთ, რაც კობიაშვილის პრეზენტაცია შედგება, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატისა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთათელი
წინასწარ მინდა მივულოცო კობიაშვილს , მაჩაიძესთან ერთად, ამით შეივსება გრძნობა მე– 20 და 21 საუკუნის კარგი ფეხბურტისა.არჩევნები დაინიშნოს ახალი კაცური და მართალი რეგლამენტით იანვარ– თებერვალში.
oliveri
კობიაშვილი ყველაზე ნაღდი კანდიდატია ბოლობოლო კაცმა მთელი ცხოვრება ბუნდესლიგაში გაატარა აბა ეს არველაძეები არიან იმოძღვრებიან ქართულ ფეხბურთზე და გადაჭამეს ყველაფერი
levani
ოღონდ არველაძე არ აირჩიონ და ვინც გინდა
luzi
ძალიან მიყვარს კობიაშვილი
bibi
xo cqitishvili aklia federacias :-) magis nachami pulebi futsalshic gvaxsovs !
jeje
Araferi gamova mainc da germaniashi ar gaifucho saqme. Me gitxari da mere ar tqva rame.
Kaxa kutaisels
shens pirs tapli
Kaxa kukredus da bachos
kukredu adres shegamchnie ragaceebs mied moedebi.bacho faforitia dametic imitom rom moskiduli kavs delegatebi.
qutaiseli
არველაძეიქნება პეტრე თუ პავლე პრეზიდენტათ ეს არჩევნებში გამოჩნდება. თუ ვინმეს გონია ეს არჩევნები სიჭინავას და არველაძის კარნახით ჩაივლის ძაან ცდებიან და ეს მალე გამოჩნდება.
kukredu
რატომ გააპროტესტებ? გინდა დაგისაბუთო რატომ არის არველაძე ფავორიტი და თან ღირსეული?
davidbe
გენაცვალეეეე კობიიიი,შენ ვინ არ უნდა დაგიჭიროს მხარი????რა არველაძე,რის არველაძე.....
bacho
არა არა,მაინც ვერ მივხვდი რა დამსახურებისგამო არის რეზო არველაძე ერთერთი ფავორიტი.თუ მან მოიგო არჩევნები მე გავაპროტესტებ ამ არჩევნებს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
უმაღლესი ლიგა. ბოლო ტურის წინ: ხუთი გუნდი და ბევრი ვარიანტი
"მზად ვარ, "ტორპედოში" სოლიდური ინვესტიცია დავაბანდო და "დინამოს" კონკურენტი გავხდეთ"
კობიაშვილი, იაშვილი და ცქიტიშვილი ყველა დროის საუკეთესოებში
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე