ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვილკინსონის სანაკრებო კარიერა დასრულდა?

ვილკინსონის სანაკრებო კარიერა დასრულდა?

ინგლისის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ინგლისის ნაკრებში ის მორაგბეები მიიწვიოს, ვინც ამ ქვეყნის კლუბებში ასპარეზობს

ინგლისის ნაკრების მგეზავმა ჯონი ვილკინსონმა გუშინ საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ტულონთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მექულე, გუნდში 2013 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება.

31 წლის ვილკინსონი "ტულონში" 2009 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და ფილიპ სენ-ანდრეს რაზმს მალე შეეწყო. დღესდღეობით "ვილკო" ჩემპიონატში საუკეთესო მექულეა(169 ).

"თავისი მაგიური ფეხის გამო ის "ტულონისთვის" შეუცვლელი მორაგბეა. შესანიშნავად მართავს თამაშს, ერთნაირად ძლიერია შეტევის ორგანიზებასა და დაცვაში თამაშისას. ვფიქრობ, მასთან ერთად "ტულონს" ნებისმიერი სიმაღლის დაპყრობა შეუძლია" - თქვა "ტულონის" პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა.

აღსანიშნავია, რომ ვილკინსონი ფრანგულმა ყოველდღიურმა გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. კლუბში წარმატებული თამაშის საპირწონედ, ჯონის ცუდად მისდის საქმეები ეროვნულ ნაკრებში.

"პომების" თავკაცმა მარტინ ჯონსონმა, რომელთან ერთადაც 2003 წელს მსოფლიო თასი მოიპოვა, "ვილკო" სათადარიგოთა შორის გაამწესა. ჯონსონმა ნაკრების მთავარ მგეზავად ლესტერელი ტობი ფლუდი აირჩია.

ცხადია, თუ ტრავმამ არ შეუშალა ხელი, ვილკინსონი 2011 წლის მსოფლიო თასზე აუცილებლად ითამაშებს, მაგრამ ამის შემდეგ მის სანაკრებო კარიერას საკმაოდ სერიოზულ საფრთხე ემუქრება. ინგლისის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ინგლისის ნაკრებში ის მორაგბეები მიიწვიოს, ვინც ამ ქვეყნის კლუბებში ასპარეზობს.

ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს, 2015 წლის მსოფლიო თასისთვის, რომელსაც ინგლისი უმასპინძლებს, "პომების" სათანადოდ მომზადებას. ინგლისელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი "ვებ ელისის" თასი სამშობლოდან არავის გაატანონ.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ვინაიდან ინგლისური რაგბის მამები გამონაკლისის დაშვებას არავისთვის აპირებენ, ვილკინსონი ეროვნულ გუნდს უნდა გამოეთხოვოს.

თუმცა თავად ვილკინსონი ინგლისის რაგბის კავშირის ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებულია:

"გაუგებარია, იმისგან, რომ "ტულონში" თამაში მინდა, პრობლემას რატომ ჰქმნიან. ნაკრებში ასპარეზობა ნებისმიერი მორაგბის ოცნებაა და არც მე ვარ გამონაკლისი. თანაც, კლუბის ხელმძღვანელებს არასდროს უთქვამთ ნაკრებში სათამაშოდ არ წახვიდეო, არც მომავალში მეტყვიან და ყოველთვის მზად ვარ ინგლისის ნაკრების კვართი მოვირგო" - თქვა ვილკინსონმა.

"ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა ამას წინათ დაიქადნა, ყველაფერს ვიღონებ, "ვილკო" გუნდში რომ დარჩესო და შეასრულა კიდეც. ახლა რიგში კიდევ რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავია. მათ შორისაა აფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი მამუკა გორგოძე. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ბურჯელალი " გულივერას" გადაბირებას.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ

პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა