რეკორდმაისტერმა არც "ფარმაცევტები" დაინდო
* "ვოლფსბურგს" არასოდეს ჰქონდა 29 ქულა 14 ტურის შემდეგ.

* "აუგსბურგმა" არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ ოთხი მატჩი.

* ფრანკ რიბერის "ბაიერნში" 100 გოლი დაუგროვდა.

* "დორტმუნდმა" პირველად მოიგო შინ ზედიზედ ორი შეხვედრა.

* რობერტო დი მატეომ პირველი ქულები აიღო სტუმრად.

"ბაიერნისა" და "ლევერკუზენის" შეხვედრას ყველა მოუთმენლად ელოდა, მაგრამ წინასწარ გამოცხადებული სუპერმატჩის ნაცვლად, საკმაოდ უსუსური სანახაობა მივიღეთ...

არშემდგარი შოუ

არადა, ტურის ცენტრალურ მატჩს ძალიან კარგი დასაწყისი ჰქონდა. ხოსეპ გვარდიოლას, სავარაუდოდ, მესამე წუთზე გაახსენდებოდა გასულ ზამთარს როჯერ შმიდტის "ზალცბურგთან" 0:3 წაგება.

სტუმრების აქტიური პრესინგით დაბნეულმა ბოატენგმა მოგერიებისას ბურთი ჩაბი ალონსოს გაარტყა. ესპანელისგან ბურთი ბელარაბის მიუვიდა, რომელიც ნოიერთან პირისპირ გავიდა და დარტყმა მოასწრო. გოლი? არა... ბერნატმა ბოლო მომენტში ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. მალე მასპინძლების კართან კიდევ ერთი მომენტი შეიქმნა - მარჯვნიდან ჰეონ-მინ სონმა ჩააწოდა, მაგრამ კისლინგმა ბურთს ფეხი ვერ მოარტყა.

მიუნხენელები მხოლოდ მეათე წუთისთვის მოვიდნენ გონს, მაგრამ ბურთის ხანგრძლივი ფლობის გარდა, განსაკუთრებულ ხიფათს ვერ ქმნიდნენ ლენოს კართან. საქმე ისაა, რომ ლევერკუზენელები თავდაუზოგავად იცავდნენ თავს და მუდმივ პრესინგში ჰყავდათ მეტოქე.

"ბაიერნისთვის" ასეთი მდგომარეობა იმდენად უჩვეულო აღმოჩნდა, რომ პირველ ტაიმში ერთი ზუსტი დარტყმაც კი არ შეუსრულებია. რთული გასახსენებელია, ბოლოს როდის მოხდა ასეთი რამ რეკორდმაისტერის თამაშში. სტუმრები კი ბედს კონტრშეტევებში ეძებდნენ და ბელარაბის, კისლინგსა და სხვებს პერიოდულად შანსები ექმნებოდათ. მოკლედ, პირველ ტაიმში აშკარად შმიდტის ტაქტიკამ გაამართლა.

მაგრამ შესვენებაზე გვარდიოლამ ბრწყინვალე სვლა გააკეთა. გიოტცეს ნაცვლად მოედანზე როდე შეუშვა. ამ უკანასკნელმა ორთაბრძოლების 81 პროცენტი მოიგო და ერთადერთ გოლშიც მიიღო მონაწილეობა. ექსაინტრახტელმა ერთ-ერთ ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლა და კუთხური მოუტანა თავის გუნდს. ბავარიელებმა სტანდარტული გაითამაშეს: რაფინიას ჩაწოდების შემდეგ ჩაბი ალონსომ თავით ბურთი დაუგდო რიბერის. ფრანგმა ცაციათი ძლიერად და ზუსტად დაარტყა და "ბაიერნის" მაისურით კარიერაში მე-100 გოლი გაიტანა.

"ბაიერნმა" წარმატების განვრცობა სცადა და ზედიზედ სამი მომენტი შექმნა: მიულერის დარტყმა ლენოს გავლით ძელს მოხვდა, რობენს მეკარემ აუღო, ხოლო ლევანდოვსკიმ სამი მეტრიდან ცარიელ კარს ააცილა ბურთი. ამის შემდეგ მიუნხენელებმა თამაში ბოლომდე გააკონტროლეს, სტუმრებს კი მეორე ტაიმში საერთოდ არაფერი გამოუვიდათ და ნული დარტყმით დაასრულეს მეორე ნახევარი.

მოკლედ, "ბაიერნმა" სრულიად დამსახურებულად მოიგო ზედიზედ მეხუთე მატჩი და ვადაზე ადრე შემოდგომის არაოფიციალური ჩემპიონიც გახდებოდა, რომ არა "ვოლფსბურგის" მოგება სტუმრად "ჰანოვერთან".

იხილეთ ვიდეო

მწვრთნელის მოგებული მატჩი

"მგლებმა" ძალიან მალე გახსნეს ანგარიში, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს ხოსელუსგან გაუშვეს და ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწიათ. პირველი ნახევარი აშკარად "ჰანოვერისა" იყო, რომელმაც 13:4 მოუგო დარტყმებში მეტოქეს და ბევრჯერ შეაწუხა ბენალიო, მეორეში კი სურათი შეიცვალა - დარტყმების შეფარდება 11:3 იყო "ვოლფსბურგის" სასარგებლოდ. მატჩის გმირად კი სტუმრების მთავარი მწვრთნელი დიტერ ჰეკინგი უნდა დავასახელოთ, რომელმაც ორი შეცვლა გამოიცნო: დოსტი და არნოლდი მოედანზე წესიერად გასულები არ იყვნენ, რომ იქვე ორჯერ შეცვალეს ანგარიში საკუთარი გუნდის სასარგებლოდ.

"ვოლფსბურგს" თავისი არსებობის ისტორიაში არასოდეს ჰქონია 14 ტურის შემდეგ 29 ქულა. 2008-09 წლებში, როცა "მგლები" ჩემპიონები გახდნენ, მონაგარი მხოლოდ 19 ქულა იყო და ჩამორჩენა ლიდერთან შვიდ ქულას აღწევდა. ასეთი სხვაობაა ახლაც "ბაიერნთან". სხვათა შორის, "ვოლფსბურგი" ერთადერთი გუნდია ისტორიაში, რომელსაც 7-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ (14 ტურის შემდეგ) აქვს მოგებული ჩემპიონატი.

ძველი "დორტმუნდი" ბრუნდება?

ტური გაიხსნა "დორტმუნდისა" და "ჰოფენჰაიმის" შეხვედრით. ბოლოადგილოსანი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ამ მატჩს "გადამწყვეტი" უწოდა და წინა თამაშთან შედარებით, ძირითად შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განახორციელა:

პირველივე წუთებიდან გავიდნენ მინდორზე ლანგერაკი, ჰუმელსი, შმელცერი, გიუნდოგანი და რამოსი. საინტერესოა, რომ პირველად 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, დაცვაში ძველი, საჩემპიონო ოთხეული ვიხილეთ: პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი და შმელცერი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჰუმელსის დაბრუნება, რომელმაც ძალიან საიმედოდ ითამაშა და ორთაბრძოლების 71 პროცენტი მოიგო.

"დორტმუნდს" დიდი ანგარიშით მოგება შეეძლო, მაგრამ ილქაი გიუნდოგანის გოლით დაკმაყოფილდა. მან ვარდნაში თავით გაიტანა ობამეიანგის ჩაწოდების შემდეგ - ეს იყო ნახევარმცველის პირველი გოლი 2013 წლის ივლისის შემდეგ. ჩანს, რომ გიუნდოგანი ფორმაში შედის, რადგან "დორტმუნდი" ძალიან კარგად ათამაშებდა ბურთს.

ვერ ვიტყვით, რომ "ჰოფენჰაიმი" უშანსოდ იყო ამ მატჩში. მაგალითად, ერთხელ ჰუმელსმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი რუდის დარტყმის შემდეგ, თუმცა "ბორუსიას" უდიდეს უპირატესობაზე მეტყველებს ის, რომ ლანგერაკს მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთი დარტყმის მოგერიებაც არ მოუწია.

"შალკეს" პირველი ქულები სტუმრად

როგორც ჩანს, წინა ტურში "შტუტგარტის" სტუმრად 4:1 მოგება "ფრაიბურგთან" შემთხვევითობას უნდა მივაწეროთ. "შვაბებს" ჯერ ბევრი სჭირდებათ კრიზისიდან გამოსასვლელად და ეს კარგად გამოჩნდა "შალკესთან" საშინაო მატჩში.

რობერტო დი მატეოს თავისი ახალი გუნდით სტუმრად ქულა არ ჰქონდა აღებული და უნდა გვევარაუდა, რომ ნავსის გატეხვას სწორედ აუტსაიდერთან მატჩში ეცდებოდა. და შეხვედრის დებიუტში ეს საკითხი მოგვარებული იყო. თუ "ვოლფსბურგთან" მატჩში "შალკეს" პირველ ნახევარ საათში ჰქონდა სამი გოლი გატანილი, ამჯერად, ასეთი შედეგიანობისთვის 21 წუთი იკმარა.

შეხვედრას ორი გმირი ჰყავდა - ჩუპო-მოტინგი, რომელმაც სამი გოლი გაიტანა და ბარნეტა, რომელმაც სამი საგოლე პასი შეასრულა. სხვათა შორის, შვეიცარიელი წელს პირველად მოხვდა "შალკეს" ძირითად შემადგენლობაში. რაც შეეხება ჩუპო-მოტინგს, ის ლიდერობს ბუნდესლიგას "გოლი+პასი" სისტემით - 13 ქულა (8 გოლი+5 პასი).

ასე რომ, "შალკემ" წელს პირველად მოიგო ზედიზედ სამი მატჩი და თითქმის ჩემპიონთა ლიგის ზონაშია. "შტუტგარტი" კი კვლავ ბოლო ადგილზე დაეშვა - ჰუუბ სტევენსის გუნდმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო შინ ისე, რომ გოლი არ გაუტანია.

მოულოდნელი მესამეადგილოსანი

ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია "გლადბახმა" და შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია. წარმატებული აღმოჩნდა ლუსიენ ფავრის არჩევანი - ტორგან აზარი ძირითადში დააყენა და ბელგიელმა ნდობა გოლითა და შედეგიანი გადაცემით გაამართლა. "ბორუსია" დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში, "ჰერტამ" კი სასწრაფოდ უნდა იზრუნოს სიტუაციის გამოსწორებაზე. ამ გუნდს 14 ტურის შემდეგ რვა წაგება დაუგროვდა. ასეთი მდგომარეობა მას ორჯერ ჰქონდა ისტორიაში და ორივეჯერ გავარდა...

აუცილებლად უნდა ვთქვათ "აუგსბურგის" შესახებ, რომელიც ისტორიული შედეგებით იწონებს თავს: პირველად მოიგო ზედიზედ ოთხი მატჩი და პირველად იმყოფება მესამე ადგილზე. ვაინცირლის გუნდს უკვე იმდენი ქულა აქვს მოპოვებული, რამდენიც შარშან მთლიანად პირველ წრეში ჰქონდა. შთამბეჭდავია ამ გუნდის ბრძოლისუნარიანობა - "აუგსბურგმა" 0:1-დან მესამე მოიგო.

ბუნდესლიგა. XIV ტური

5 დეკემბერი

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 1:0

გოლი: 1:0 გიუნდოგანი (17)

დორტმუნდი: ლანგერაკი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, ს. ბენდერი, კელი, გიუნდოგანი (90+1. გინტერი), მხითარიანი, ობამეიანგი (90+2. იმობილე), რამოსი (83. გროსკროიტცი).

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ზიულე, ბიჩაკჩიჩი, კიმი, შვეგლერი (78. სალიჰოვიჩი), პოლანსკი, რუდი (78. ელიუნუსი), ფოლანდი, რობერტო ფირმინო, შიპლოკი (46. მოდესტე).

გაფრთხილება: კელი - ზიულე, შვეგლერი, სალიჰოვიჩი, პოლანსკი

კუთხური: 8-3 ჯარიმა: 19-16 თამაშგარე: 6-3 კარში დარტყმა: 19(13)-6(0) ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 80 000

6 დეკემბერი

გლადბახი-ჰერტა 3:2

გოლები: 1:0 იანტჩკე (9), 1:1 შიბერი (45), 2:1 რაფაელი (53), 3:1 აზარი (83), 3:2 კალუ (90+2-პენ)

გლადბახი: ზომერი, კორბი, იანტჩკე, ბროუერსი, ალვარო დომინგესი, კრამერი, ჯაკა, ჰერმანი, აზარი (84. ჯონსონი), რაფაელი (65. ტრაორე), მ. კრუზე (88. ჰანი).

ჰერტა: კრაფტი, პეკარიკი, ჰეგელერი, ბრუქსი, ვან დენ ბერგი, ჰოსოგაი (72. ჰოსოგაი), ბენ-ჰატირა (72. კალუ), სკიელბრედი, ბეერენსი, შულცი (29. რონი), შიბერი.

გაფრთხილება: ჯაკა, იანტჩკე - ჰეგელერი, ჰოსოგაი, სკეილბრედი

კუთხური: 4-3 ჯარიმა: 19-18 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 13(8)-11(3) ბურთის ფლობა: 54%-46%

მაყურებელი: 50 190

ჰანოვერი-ვოლფსბურგი 1:3

გოლები: 0:1 დე ბრუინი (4), 1:1 ხოსელუ (45+1), 1:2 დოსტი (69), 1:3 არნოლდი (85)

ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, შმიდებახი, გიულსელამი (75. ა. ზობიხი), ბრიანი (68. ბიტენკურტი), შტინდლი, კიიოტეკე (67. პრიბი), ხოსელუ.

ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, ნალდო, კნოხე, როდრიგესი, ლუის გუსტავო, გილავოგი, ვიერინია (82. არნოლდი), პერიშიჩი (88. შეფერი), დე ბრუინი, ოლიჩი (67. დოსტი).

გაფრთხილება: მარსელო, ჰ. საკაი - დე ბრუინი

კუთხური: 11-9 ჯარიმა: 15-19 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 16(9)-15(9) ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 41 400

შტუტგარტი-შალკე 0:4

გოლები: 0:1 ჩუპო-მოტინგი (1), 0:2 მაიერი (10), 0:3 ჩუპო-მოტინგი (21), 0:4 ჩუპო-მოტინგი (61)

შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი (59. გინჩეკი), ბაუმგარტლი, რიუდიგერი, ჰლუშეკი, ლაიტნერი (31. შვააბი), გრუესო, სარარერი (46. ორიოლ რომეუ), გენტნერი, ტიმო ვერნერი, ჰარნიკი.

შალკე: ფერმანი, ნოიშტედტერი, კირხოფი, ჰიოვედესი, უჩიდა, ფუხსი, აოგო, მაიერი (69. კლემენსი), ბარნეტა (79. აიჰანი), ჩუპო-მოტინგი (86. ლ. სანე), ჰუნტელაარი.

კუთხური: 4-6 ჯარიმა: 14-13 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 13(7)-13(10) ბურთის ფლობა: 50%-50%

მაყურებელი: 44 700

კიოლნი-აუგსბურგი 1:2

გოლები: 1:0 უჯა (13), 1:1 ჯურჯიჩი (53), 1:2 ესვაინი (90)

კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო, მავრაი, ვიმერი, ჰექტორი, გერჰარტი, ოლკოვსკი, ფოგტი, რისე (71. ბრიოკერი), შვენტო (56. მატუშიკი), უჯა.

აუგსბურგი: მანინგერი, ვერჰაეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაბა, ბაიერი, ბობადილია, კორი (90. ჰონგი), ჰალილ ალთინთოფი, ტობიას ვერნერი (85. ესვაინი), ჯურჯიჩი (76. მიოლდერსი).

გაფრთხილება: - კორი

კუთხური: 5-9 ჯარიმა: 10-13 თამაშგარე: 0-3 კარში დარტყმა: 12(8)-14(7) ბურთის ფლობა: 39%-61%

მაყურებელი: 48 500

პადერბორნი-ფრაიბურგი 1:1

გოლები: 0:1 დარიდა (18-პენ), 1:1 კაჩუნგა (89)

პადერბორნი: ლ. კრუზე, ვემერი (79. კუტჩკე), შტროდიკი, ჰიუნემაიერი, ბრიოკნერი, ციგლერი (46. კაჩუნგა), რუპი, ქოჩი, ბაკალორცი (69. ვრანჩიჩი), მეჰა, ზაგლიკი.

ფრაიბურგი: ბიურკი, ზორგი, ტორეხონი, კრმაში (85. კემპფი), გიუნტერი, ჰიოფლერი, დარიდა, კლაუსი, შმიდი, მეჰმედი (79. ფრანცი), ფრაისი (76. გუედე).

გაფრთხილება: კაჩუნგა, ზაგლიკი - ჰიოფლერი, დარიდა, მეჰმედი, გუედე

კუთხური: 6-1 ჯარიმა: 15-28 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 24(13)-4(3) ბურთის ფლობა: 63%-37%

მაყურებელი: 14 738

ბაიერნი-ლევერკუზენი 1:0

გოლი: 1:0 რიბერი (51)

ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბენატია, ბოატენგი, ბერნატი, ჩაბი ალონსო, რობენი, გიოტცე (46. როდე), რიბერი, მიულერი (88. შვაინშტაიგერი), ლევანდოვსკი (90+2. ჰოიბერგი).

ლევერკუზენი: ლენო, იედვაი, სპაჰიჩი, თოფრაქი, ვენდელი, ლ. ბენდერი (62. როლფესი), გონსალო კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოგლუ, სონი (62. დრმიჩი), კისლინგი (75. კრუსი).

გაფრთხილება: - სონი, გონსალო კასტრო, ბელარაბი

კუთხური: 8-3 ჯარიმა: 9-29 თამაშგარე: 0-4 კარში დარტყმა: 9(5)-3(1) ბურთის ფლობა: 61%-39%

მაყურებელი: 71 000

7 დეკემბერი

ჰამბურგი-მაინცი 2:1

გოლები: 1:0 კლებერი (32), 2:0 ვან დერ ვაარტი (54-პენ), 2:1 ოკაზაკი (89)

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ, კლებერი, მარკოსი, ვან დერ ვაარტი (83. არსლანი), ირაჩეკი, ნ. მიულერი, ჰოლტბი, რუდნევსი (90. კაჩარი), ლასოგა (90+4. გუაიდა).

მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბელი, ნოვესკი, დიასი (54. სოტო), კოო (66. ხაირო), გაისი, პარკი, ალაგუი, ჯურიჩიჩი (66. მალი), ოკაზაკი.

გაფრთხილება: რუდნევსი

კუთხური: 6-6 ჯარიმა: 18-15 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 18(14)-16(10) ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 45 968

აინტრახტი-ვერდერი 5:2

გოლები: 1:0 მაიერი (34), 1:1 გებრესელსიე (45), 2:1 სეფეროვიჩი (52), 3:1 მაიერი (68), 4:1 აიგნერი (76), 4:2 კალდიროლა (79), 5:2 შტენდერა (80)

აინტრახტი: ვიდვალდი, ჩენდლერი, რუსი, ანდერსონი, ოშჩიპკა, ჰასებე, აიგნერი, შტენდერა (88. იგნიოვსკი), ინუი (82. კიტელი), სეფეროვიჩი, მაიერი (84. მედოიევიჩი).

ვერდერი: ვოლფი (58. შტებინგერი), გერბესელასიე, პრიოდლი (24. კალდიროლა), ლუკიმია, გარსია, კროოსი (74. ბარგფრედე), ფრიტცი, იუნუზოვიჩი, აიჩიჩექი, ზელკე, ბარტელსი.

გაფრთხილება: ინუი, ჩენდლერი - პრიოდლი, ფრიტცი

კუთხური: 9-2 ჯარიმა: 19-14 თამაშგარე: 2-5 კარში დარტყმა: 22(16)-10(6) ბურთის ფლობა: 53%-47%

მაყურებელი: 46 800

ბომბარდირები: 10 - მაიერი (აინტრახტი); 8 - ჩუპო-მოტინგი (შალკე), ოკაზაკი (მაინცი); 7 - ბელარაბი (ლევერკუზენი), ჰუნტელაარი (შალკე), გიოტცე (ბაიერნი); 6 - დი სანტო (ვერდერი), რობენი (ბაიერნი), ლევანდოვსკი (ბაიერნი), მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური

12 დეკემბერი:

ჰოფენჰაიმი-აინტრახტი

13 დეკემბერი:

შალკე-კიოლნი, აუგსბურგი-ბაიერნი, ჰერტა-დორტმუნდი, ვერდერი-ჰანოვერი, ფრაიბურგი-ჰამბურგი, მაინცი-შტუტგარტი

14 დეკემბერი:

ლევერკუზენი-ბორუსია (მ), ვოლფსბურგი-პადერბორნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - "ვილიარეალის" მარცხი, "რეალის" და "ყარაბაღის" გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა
"კეინის "ტოტენჰემში" დაბრუნება?" - "დეზების" მწვრთნელი ამ აზრს მიესალმება
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან
[VIDEO] ბოლდუინის პირველი სასტარტო "ბაიერნში" - გერმანულმა გუნდმა "მილანი" დაამარცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
[VIDEO] ბუდუს პირველი წითელი ბარათი კარიერაში - "ჰაიდენჰაიმი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
fussballtransfers: "გლადბახი" კვარაცხელიას ტრანსფერზე ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს
"ლივერპული", "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" "კრისტალ პალასის" მცველისთვის იბრძვიან
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"რა განსხვავებაა ბუნდესლიგასა და პრემიერლიგას შორის?" - ვირცმა ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
ჰარი კეინმა ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
ახლაც რონალდო იყო პრობლემა? - "ლევერკუზენმა" ტენ ჰაგი 2 ტურის შემდეგ დაითხოვა
"მიონხენგლადბახისა და კვარაცხელიას ერთად წარმოთქმა რთულია" - "გლადბახის ფანები ტრანსფერს ითხოვენ
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია
"გლადბახმა" ისწავლა, როგორ უნდა სძლიოს "ბაიერნს" - ამ სეზონში მეორედ დაამარცხა [VIDEO]