საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერი იმედოვნებს, რომ "გენკში" სადებიუტო შეხვედრას მალე ჩაატარებს
ლუკა ზარანდიამ ბელგიურ "გენკთან" კონტრაქტი ზაფხულში გააფორმა. მას შემდეგ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლიდერს მთავარ გუნდში არ უთამაშია. ჯერ ტრავმის გამო მკურნალობა მოუწია, ახლა კი რამდენჯერმე სათადარიგოთა შორის გამოჩნდა, მაგრამ მოედანზე გასვლას დღემდე ელოდება.

ასე მოხდა 7 დეკემბერსაც, როცა ბელგიის ჩემპიონატის მე-17 ტურში "გენტმა" ქართველთა "გენკს" უმასპინძლა.

თავად ზარანდია მიიჩნევს, რომ სანერვიულო არაფერია:

"სეზონის დაწყების შემდეგ სულ "გენკის" ძირითად გუნდში ვარ და სამატჩო განაცხადში 6-ჯერ თუ 7-ჯერ მოვხვდი. ჯერ არ მითამაშია და ამაზე კონკრეტულად არც არავისთან მილაპარაკია, მაგრამ გუნდში ტყუილად არ ამიყვანეს.

აქ მოსვლის დღიდან ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებასა და გამძლეობაზე მავარჯიშებენ. მას შემდეგ, ამ მხრივ, აშკარად უკეთ ვგრძნობ თავს.

თუმცა, ეტყობა, ჯერ ბოლომდე სასურველ მდგომარეობაში არ ვარ და ამიტომ არ მათამაშებენ, მაგრამ არსად მეჩქარება და არც ვნერვიულობ.

მთავარია, საკუთარი თავის იმედი მაქვს. ბელგიელების მოთხოვნებს მალე დავაკმაყოფილებ და სადებიუტო შეხვედრასაც ჩავატარებ".

19 წლის თავდამსხმელს საქართველოს ნაკრების შემტევ თორნიკე ოქრიაშვილზეც ვკითხეთ:

"თორნიკე უკვე თამაშობს და ფორმაში შედის. ის ჯანმრთელადაა და ჩვენს მწვრთნელს, ალექს მაკლიშს, მისი დიდი იმედი აქვს, რადგან ძალიან ნიჭიერი და გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

დარწმუნებული ვარ, მეორე წრეში თორნიკე ბევრად უკეთ ათამაშდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა