თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე შესვლიდან 21 წუთში გააძევეს, გურამ კაშია კი "ვიტესის" სასტარტოს დაუბრუნდა
ვიდეო: კობახიძის გოლი

ამ უქმეებზე ქართული ლეგიონის მონაგარი მეტად მწირია. ერთადერთი გოლი გაიტანეს ჩვენებურებმა და ისიც ჩაითვლება თუ არა, ჯერ კიდევ საეჭვოა - მართალია, სანდრო კობახიძემ ხარკოვის "მეტალისტს" გაუტანა, მაგრამ მატჩის მიწურულს მოედანზე ფანები შეიჭრნენ, მსაჯმა თამაში შეწყვიტა და აღარ განაახლა...

ლუცკის "ვოლინმა" ხარკოვის "მეტალისტს" უმასპინძლა და 1:2 წააგო, თუმცა თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, 33-ე წუთზე კობახიძემ მარჯვენა ფლანგიდან მიიღო პასი და გაიტანა. სანდრომ ამ სეზონში მეორე გოლი გაიტანა უკრაინის პრემიერლიგაში.

მეორე ტაიმში სტუმრებმა ორი გოლი გაუტანეს "ვოლინს". სხვათა შორის, 87-ე წუთზე, როცა კობახიძე აშკარად მოცელეს და მსაჯმა ჯარიმა არ დანიშნა, "ვოლინის" ფანები მოედანზე მის საცემრად შეცვივდნენ. ფეხბურთელები გაიხიზნნენ, ხოლო მსაჯმა შეხვედრა განუახლებლად დაასრულა.

იხილეთ ფანების სტადიონზე შევარდნის ვიდეო

"ჯენოას" კარში სუპერგოლის გატანის შემდეგ იმედი გვქონდა, "ემპოლის" თავკაცი ლევან მჭედლიძეს "ნაპოლისთან" სასტარტო შემადგენლობაში ათამაშებდა. ამას იტალიური მედიაც ვარაუდობდა, თუმცა მწვრთნელმა ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. "ემპოლი" სტუმრად 2:0-ს იგებდა, მაგრამ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა - 2:2.

III ბუნდესლიგაში "ხემნიცი"-"ჰალეშერის" (0:2) მატჩში გოლი გაიტანა სტუმართა შემტევმა ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ, რომელიც გერმანიის მოქალაქეა. "უნტერჰახინგი"-"ჰოლშტაინის" შეხვედრაში (1:1) 90 წუთი ითამაშა მასპინძელთა ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა.

პორტუგალიაში "ჟილ ვისენტე" სტუმრად დაუზავდა "რიუ ავეს" - 0:0. აუტსაიდერთა რიგებში ტრავმის გამო არ უთამაშია ავთო ებრალიძეს. "ჟილ ვისენტეს" კვლავ არ მოუგია ამ სეზონში. გიორგი მაკარიძე სათადარიგო იყო, ხოლო მისმა "ფეირენშემ" სტუმრად 2:1 სძლია "ბეირა მარს" რანგით მეორე დივიზიონში.

საფრანგეთში "ბასტია" სტუმრად "სენტ ეტიენთან" დამარცხდა - 0:1. კორსიკული გუნდის შემადგენლობაში ადრე ლუკა კიკაბიძე რამდენჯერმე განაცხადში მოხვდა, ახლა ესეც სანატრელი გვაქვს.

"ვიტესის" სასტარტოს დაუბრუნდა კაპიტანი გურამ კაშია. ასევე სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა "ტვენტესთან" მატჩში ვაკო ყაზაიშვილმაც. ორივე ქართველი არნემული კლუბის სასტარტოში აგვისტოს მერე პირველად გამოჩნდა. ყაზაიშვილი 56-ე წუთზე შეცვალეს (მანამდე მან ბურთი ძელს გაარტყა), "ვიტესმა" კი ათი კაცით დაასრულა მატჩი, რომელიც 2:2 მორჩა.

ბელგიის ჩემპიონატში "გენტმა" "გენკს" უმასპინძლა. ამ შეხვედრამდე თორნიკე ოქრიაშვილი ავადმყოფობდა. მან მორჩენა კი მოასწრო, მაგრამ "გენკის" სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა; განაცხადშიც კი არ ყოფილა ლუკა ზარანდია.

რაც შეეხება ოქრიაშვილს, ის 64-ე წუთზე შევიდა მოედანზე და იქ მხოლოდ 21 წუთი დაჰყო - 9 წუთში პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, რასაც 85-ეზე მეორე გაფრთხილება და ავტომატურად გაძევება მოჰყვა. პირველ ტაიმში მასპინძლებმა ვერ გამოიყენეს 11-მეტრიანი. საბოლოოდ, ქართველების "გენკმა" მასირებულ დაწოლას გაუძლო და ქულას გამორჩა - 0:0.

საბერძნეთში, ოფი-"ლევადიაკოსის" შეხვედრაში გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი სასტარტოში იყვნენ. კრეტელები უსახელოდ დამარცხდნენ - 0:2.

რუმინეთში "კლუჟმა" "უნივერსიტატიას" უმასპინძლა. მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ჭანტურია. მეორე ტაიმში ქართველმა ფორვარდმა ყვითელი ბარათი მიიღო, "კლუჟმა" კი მორიგი ორი ქულა დაკარგა - 0:0.

რუსეთში ჩვენთვის საინტერესო თამაშები დღეს, 8 დეკემბერს გაიმართება: ჯანო ანანიძის "სპარტაკი" "ურალს" მასპინძლობს, ხოლო საბა კვირკველიას და მამუკა კობახიძის "რუბინი" "მორდოვიას" სტუმრობს.

უკრაინაში ორი ჯაბას გუნდები ერთმანეთს შეერკინნენ - ჯაბა ლიპარტიას "ზორიამ" ჯაბა კანკავას "დნიპრო" დაამარცხა - 2:1. პირველი სათადარიგო იყო, მეორე ტრავმირებულია.

"კარპატი" ოდესაში "ჩერნომორეცს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ბუბა დაუშვილმა.

პოლონეთში "იაგელონია" სტუმრად დაუზავდა "კრაკოვიას" - 1:1. სტუმართა რიგებში ნიკა ძალამიძე 77-ე წუთზე გამოჩნდა. "იაგელონია" ექსტრაკლასაში 29 ქულით მე-4 ადგილზეა.

დანიაში, "ოდენსე"-"ოლბორგის" დაპირისპირებაში (1:1) ლადო დვალიშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს და სამ წუთში მასპინძლებმა გაათანაბრეს.

უნგრეთში "დიორი ეტომ" სტუმრად 2:0 მოუგო "ჰონვედს", გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს.

თურქეთში დიდი ანგარიშით დამარცხდა შოთა არველაძის "ქასიმფაშა", რომელმაც "ბურსასთან" 1:5 წააგო.

კვიპროსის ჩემპიონატში "ანორთოსისი" 0:1 დამარცხდა აპოელ-თან. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ირაკლი მაისურაძემ, გიორგი აბურჯანია ტრავმირებულია.

"ომონიამ" "ოთელოსს" 1:0 აჯობა. გამარჯვებულთა შორის ჩვენებურებს არ უთამაშიათ, სტუმრებში კი სამივე სასტარტოში იყო: ლევან ხმალაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა თამაში ჩაამთავრეს. აი, "ოთელოსის" მეკარე როინ კვასხვაძემ ეს ვერ შეძლო, 93-ე წუთზე გააძევეს და სტუმართა კარშიც გოლი მას მერე გავიდა პენალტის ნიშნულიდან (კარში მინდვრის მოთამაშე იდგა).

კახა ცხადაძის "ინტერმა" (ქართველი მწვრთნელი კვლავ დისკვალიფიცირებულია) ისარგებლა ლიდერთა ფრით, აზალ-ს 1:0 მოუგო და აზერბაიჯანის პრემიერლიგაში მე-2 ადგილზე გადავიდა. გამარჯვებულთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ლაშა სალუქვაძე და ალეკო ამისულაშვილი (ყვითელი ბარათი), ხოლო ბაჩანა ცხადაძე გოლის ავტორ ნალდოს ნაცვლად შევიდა; გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. სტუმართა რიგებში სასტარტოში იყო ლაშა კასრაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როინ
ომონია-ოთელოსზე ვიდეო მაინც გენახათ და ისე დაგეწერათ...როინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, არაერთი ურთულესი ბურთი აიღო კვასხმაძემ, მათ შორის პენალტიც მოიგერია...გაძევების შემდეგ კიდე პენალტის ნიშნულიდან არ გასულა გოლი, ჯერ ძელს მოხვდა ბურთი და გადმოვარდნილს თავით დაამატა ომონიას ფორვარდმა 2 მეტრიდან ცარიელ კარში https://www.youtube.com/watch?v=jzLX4S5A6_I&list=UU04uGX-bVSwwQih0XKdlaig
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
"3-4 წლის წინ, არავინ მომისმინა" - "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ზაბარნი შეიძლება ინგლისში თავისი ყოფილი მწვრთნელის გუნდში გადავიდეს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?