ევროპას ბალკანეთიდან ვიწყებთ
საქართველოს ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატზე სათამაშოდ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაემგზავრება და ბალკანურ გარემოცვაში იბრძოლებს მერვედფინალში გასვლისთვის. ასეთი სურათი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში 8 დეკემბერს გამართულმა წილისყრამ დაგვიხატა.

ევრობასკეტის ოთხ ჯგუფში სათამაშოდ გუნდები ოთხ ქვეყანაში განაწილდნენ: საფრანგეთში, გერმანიაში, ხორვატიასა და ლატვიაში. მასპინძლებს პარტნიორი ქვეყნების არჩევის საშუალება მიეცათ. საფრანგეთმა ფინეთი აირჩია, გერმანიამ - თურქეთი, ხორვატიამ - სლოვენია, ხოლო ლატვიამ - ესტონეთი. ასე რომ, წილისყრის დაწყებამდე ცნობილი იყო ჯგუფებში ორ-ორი გუნდის ვინაობა.

ისიც ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები გერმანულ ჯგუფში ვერ მოხვდებოდა, რადგან ალემანები ჩვენსავით მეხუთე კალათაში იყვნენ მოქცეულნი. აქედან გამომდინარე, სასიამოვნო სანახავი იყო, ერთმანეთის მიყოლებით როგორ მიემართებოდნენ ბერლინური ჯგუფისკენ ესპანეთი, იტალია, თურქეთი, სერბეთი...

საქმე მეხუთე კალათამდე რომ მივიდა, ავცდით ფრანგებს, გერმანელებს და რჩებოდა ორი ვარიანტი: ბალკანური ან ბალტიისპირული ჯგუფი. ბალკანური შეგვხვდა და მომავალ სექტემბერს სლოვენიასთან, ხორვატიასთან, მაკედონიასთან, საბერძნეთთან და ჰოლანდიასთან მოგვიწევს საქმის გარკვევა.

ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო გადის და მერვედფინალში ეთამაშება D ჯგუფის კვარტეტს: პირველი - მეოთხეს, მეორე - მესამეს და ა.შ. პლეი ოფი საფრანგეთის ქალაქ ლილში გაიმართება. აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ევრობასკეტი 2015 რიოს ოლიმპიადის (2016) შესარჩევი ტურნირიცაა. ოლიმპიადის საგზურს ავტომატურად მიიღებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალისტები, ხოლო დანარჩენი ოთხი მომავალ ზაფხულს, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

Gio
სხვა ჯგუფებიც რო დაწეროთ არ იქნება ურიგო
Gela
გერმანიის ჯგუფზე ნაკლები არც ჩვენია
უცხო
კოკოშკოვის შემხედვარე არ მგონია ჰოლანდიას მოვუგოთ
ბიომბო
აქედან ჰოლანდიას თუმოუგებს კაცი. დანარჩენები ბობოლები არიან. ცინცაძე აქ ჩამოვიდა. სანიკიძეს 3-6 წუთს თუ ათამაშებენ. უნდა მოუმატოთ ბიჭები, ასე არგამოვა.
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა