ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მათს ჰუმელსი "დორტმუნდის" კრიზისის მიზეზებზე, როისის სავარაუდო წასვლაზე, კლოპის განწყობაზე

მათს ჰუმელსი "დორტმუნდის" კრიზისის მიზეზებზე, როისის სავარაუდო წასვლაზე, კლოპის განწყობაზე

ინტერვიუ "ბორუსიას" და გერმანიის ნაკრების მცველთან
მათს ჰუმელსს კარგად შეუძლია ახსნას - როგორ შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ჩემპიონატის აუტსაიდერად გადაიქცეს. ვრცელ ინტერვიუში დორტმუნდის "ბორუსიას" მცველი ლაპარაკობს კრიზისის მიზეზებზე, მარკო როისის სავარაუდო წასვლაზე, იურგენ კლოპის განწყობაზე...

- თქვენ ინტერნეტ-თამაშის - საფეხბურთო მენეჯერის დიდი თაყვანისმცემელი ხართ. როგორ მიმდინარეობს თქვენთვის ვირტუალური სეზონი?

- არც ისე კარგად. საკუთარი თავის გაყიდვა მომიწია (იცინის). დიდი ხანი ვფიქრობდი - ღირდა თუ არა ჰუმელსის შეძენა, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ცუდ ფორმაში ვიყავი. სამწუხაროდ, გადავდგი ეს ნაბიჯი და ბევრი ქულაც დავკარგე.

- ვინ არის თქვენს ინტერნეტ-გუნდში ტოპ-მოთამაშე?

- კევინ დე ბრუინი "ვოლფსბურგიდან". კარში "კიოლნის" მეკარე ტიმო ჰორნი მყავს. შეტევას კი გლადბახელი რაფაელი ხელმძღვანელობს.

- შეგიძლიათ სამ სიტყვით აღწეროთ "ბორუსიას" კრიზისი?

- მოულოდნელი, რთული, გაუგებარი. გასულ სეზონშიც გვქონდა მატჩები, როცა ბევრი რამ არ გამოგვდიოდა. მაგრამ ახლა ყველაფერი უფრო უარესადაა, რადგან ძალიან ცოტა ქულა გვაქვს. და არც იმის მტკიცება შეგვიძლია, რომ შესვენების შემდეგ ბუნდესლიგაში ყველაფერს გამოვასწორებთ. პირველი წრის დარჩენილ შეხვედრებში მინიმუმ სამი მაინც უნდა მოვიგოთ, რომ გასავარდნ ზონას დავშორდეთ.

- რჩება თუ არა "ბორუსიას" მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა?

- ჩემი აზრით, ახლა ამ მიზანზე ლაპარაკი დიდი სისულელეა. შესაძლოა, ეს თემა აქტუალური გახდეს მეორე წრეში. ამჟამად, მხოლოდ იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რომ ქულები დავაგროვოთ და არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გავაკეთებთ ამას. ეს დევიზი არ მომწონს, მაგრამ დღეს სწორედ ეს არის ოქროს შუალედი. ჩვენთვის ეს ნიშნავს, ბრძოლას, კბენას, ხავსის მოჭიდებას - ასე თუ ვაჩვენებთ ყველას რა შეგვიძლია.

- შეგიძლიათ დაასახელოთ კრიზისის მიზეზები?

- პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მიზეზი ბევრია. ჯერერთი, ინდივიდუალური შეცდომების დაუშვებელი რაოდენობა. ეჭვგარეშეა, რომ ორჯერ მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და გაცილებით ნაკლები გაგვეშვა. თან უამრავი ტაქტიკური შეცდომა დავუშვით: მეტოქეზე ზეწოლა არ იყო და ძალიან ბევრ მომენტს ვაფუჭებდით. "გლადბახთან" მატჩამდე ყველა შეხვედრაში თანაბარი ბრძოლა იყო და ყველაში მოგება შეგვეძლო, მაგრამ პირიქით ხდებოდა. ამან დამაჯერებლობაზეც იმოქმედა და ნერვიულობამდე და გაურკვევლობამდე მიგვიყვანა.

-ლევანდოვსკის წასვლამაც იმოქმედა შედეგებზე. ეს კრიზისი "ბაიერნის" ბრალია?

- არავითარ შემთხვევაში.

- რამდენად დიდია კრიზისში მწვრთნელის ბრალი?

- გუნდი უფრო მეტად არის დამნაშავე, ვიდრე სამწვრთნელო შტაბი ან ვინმე სხვა. ჩვენ, მოთამაშეებს, შესანიშნავად გვესმის, რომ თავად მივიყვანეთ გუნდი ასეთ მდგომარეობამდე. მწვრთნელში არაფერი შეცვლილა, მოთამაშეების ფეხბურთის თამაშის სურვილშიც - არაფერი. მიზეზი მხოლოდ იმაშია, როგორ ვაკეთებთ ამას.

- გამოდის, რომ "ბორუსიაში" გუნდური კრიზისია და არა სამწვრთნელო?

- დიახ. ჩვენ ერთმანეთში უკვე ვილაპარაკეთ იმაზე, რომ დროა გავამართლოთ მწვრთნელის ნდობა და იმედები. ვიცით, რომ თითოეული ჩვენთაგანი მაღალი კლასის ფეხბურთელია. და ამ დონეს იურგენ კლოპის წყალობით მივაღწიეთ.

- თავად იურგენ კლოპი როგორ უმკლავდებაა კრიზისს? მატჩის შემდეგ გასახდელში ისევე ემოციურია, როგორც მატჩის მსვლელობის დროს?

- წაგებული მატჩის შემდეგ ძალიან განაწყენებული ჩანს და შეუძლია ხმას აუწიოს. მომდევნო დღეს კი მშვიდად აანალიზებს ჩვენს შეცდომებს. მაგრამ ადრეც ასე იყო. მისი დამოკიდებულება სამუშაოსა და გუნდის მიმართ არ შეცვლილა. განსხვავება ის არის, რომ ახლა მას უფრო მეტი შეცდომის გაანალიზება უწევს.

- ბერნდ შუსტერმა ამასწინ განაცხადა, რომ მწვრთნელმა შეიძლება ამოწუროს საკუთარი თავი კლუბში, თუ მისი მუშაობის სტაჟმა ექვს წელს გადააჭარბა. ეთანხმებით მას?

- არა. მე ასე არ მგონია. მიმაჩნია, რომ ყველაფერი პირიქითაა. გასაგებია, რომ დღევანდელ სიტუაციაში მათ, ვისაც კლუბთან არანაირი კავშირი არ აქვს, საკუთარ მოვალეობად მიაჩნიათ ჩვენი პრობლემების გაანალიზება, და გაუგებარი მიზეზებით ფიქრობენ, რომ უფლება აქვსთ დასკვნებიც გააკეთონ. მაგრამ ჩვენი გუნდი დაამტკიცებს, რომ ისინი ცდებოდნენ იურგენ კლოპთან მიმართებაში.

- კლოპმა ოქტომბრის შუაში განაცხადა: "პრობლემა მხოლოდ ჩემში რომ იყოს, აუცილებლად გადავდგებოდი". ხომ არ შიშობთ, რომ ის ამას გააკეთებს?

- მთლიანად გამოვრიცხავ იმის ალბათობას, რომ მწვრთნელმა გადადგომა დააპიროს. გუნდში არავის არ მიაჩნია ის კრიზისში დამნაშავედ. მიმაჩნია და იმედი მაქვს, რომ დეკემბრის ბოლოს აღარ იქნება მსგავსი ლაპარაკის საბაბი.

- ცოტა ხნის წინ, კლოპი აკრიტიკებდა გუნდს და აცხადებდა, რომ წარმატებას დამსახურება უნდა. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ გუნდი არასაკმარისად ცდილობს?

- ასე არ მგონია. მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. როცა გუნდი მეორე წუთზე უშვებს გოლს, როგორც ეს "არსენალთან" მატჩში მოხდა, მოთამაშეები არ ფიქრობენ: "ღმერთო ჩემო, ეს ისევ განმეორდა!" არამედ ამბობენ: "საშიში არაფერია, ჩვენც მალე გავიტანთ". შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ პრობლემა გუნდის განწყობაში არ არის. თითოეული ცდილობს. ყველას აღელვებს შექმნილი სიტუაცია. მარკო როისი ყავარჯნებით მოდის ვარჯიშებზე და გვეკითხება: "ბიჭებო, რა შეგვიძლია გავაკეთოთ?" ეს ამტკიცებს, რომ თითოელი ჩვენთაგანი ძალიან არის მიჯაჭვული კლუბს.

- როგორ გგონიათ, როისი დარჩება გუნდში?

- ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და ველაპარაკები ამ თემაზე. მაგრამ პირდაპირ კითხვას არ ვუსვამ. მე უფრო მაინტერესებს - რა ფაქტორები თამაშობენ გადამწყვეტ როლს მისთვის. ზედმეტი კითხვებით არასოდეს ვაწუხებ. ვფიქრობ, მას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება.

- ოლივერ კანმა განაცხადა, რომ თუ როისი "ბაიერნში" გადავა, ეს "ბორუსიასთვის" სასიკვდილო დარტყმა იქნება. თქვენც ასე ფიქრობთ?

- სიმართლე გითხრათ, არა. ყოველ წელს ვკარგავდით ძალიან მნიშვნელოვან მოთამაშეებს, მაგრამ ამ სეზონამდე მაინც ვუმკლავდებოდით ამას.

- 25 მილიონი ევრო შეესაბამება როისის დონეს?

- არა. ის დღეს რომ აფორმებდეს კონტრაქტს, თანხა სულ სხვა იქნებოდა.

- ჩირო იმობილე 18.5 მილიონი ევრო ღირს. მაგრამ ჯერ ვერ ამართლებს კლუბის დანახარჯს...

- ნუ დაგვავიწყდება, რომ ლევანდოვსკის ერთი წელი დასჭირდა ასათამაშებლად. ბუნებრივია, ჩირო სხვა ყაიდის მოთამაშეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავად უნდა შევეჩვიოთ მის თამაშს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავადანაშაულოთ ახალბედები კრიზისში. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც კლუბში არაერთი წელია ვთამაშობთ.

- ამასწინ, რომან ვაიდენფელერისთვის ბოდიშის მოხდა მოგიწიათ ერთ-ერთი მატჩის შემდეგ გაკეთებული გამონათქვამის გამო. გირჩევნიათ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვათ და ვინმეს უკმაყოფილება გამოიწვიოთ თუ მოზომილად ილაპარაკოთ ვინმეს გაკრიტიკებისას?

- რას ნიშნავს ვინმეს უკმაყოფილება? სამწუხაროდ, პრესა ყოველი გამონათქვამისგან სენსაციის გამოცხობას ცდილობს. ადრე ყველაფერი სხვანაირად იყო. თუ მოთამაშე ეტყვის მსაჯს: "მსაჯობ, როგორც ვირი", ხოლო მსაჯი უპასუხებს: "თამაშობ, როგორც ვირი", დღეს ამგვარი დიალოგი გამოიწვევს დისკუსიას თემაზე - როგორ მოქმედებს ასეთი გამონათქვამები ბავშვების განვითარებაზე და აუცილებლად იქნება 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია. დღეს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ წვრილმანებს.

- თუ "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება, რთული იქნება ტოპ-მოთამაშეების შენარჩუნება და შეძენა. ეს თქვენც გეხებათ?

- რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგა ხშირად გადამწყვეტი არგუმენტია. მაგრამ მე არ ვფიქრობ ამაზე. დეკემბრის ბოლომდე არაფერი მაქვს დაგეგმილი. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოედანზე გასვლა და ძველებურად თამაში. სხვაზე არაფერზე ვფიქრობ.

- შეგიძლიათ გულშემატკივრებს მისცეთ სიტყვა, რომ "ბორუსიაში" დარჩებით?

- ამას არასოდეს ვაკეთებ. ადრეულ ასაკში ძალიან განვიცდიდი, როცა მოთამაშე ერთგულებას ეფიცებოდა კლუბს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ სხვაგან მიდიოდა. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებს უფრო გაახარებს, თუ მოთამაშე არაფერს იტყვის და საბოლოოდ, კლუბს არ დატოვებს. დიდი სიამოვნებით ვთამაშობ "ბორუსიაში" და შვიდი წელია აქ ბედნიერი ვარ.

დოსიე

მათს იულიან ჰუმელსი

დაიბადა: 1988 წ. ბერგიშ გლადბახი (გერმანია)

ამპლუა: მცველი

კარიერა: 2006-2009 ბაიერნი; 2008-09 - დორტმუნდი (იჯარა); 2009-დან - დორტმუნდი

გერმანიის ნაკრები: 38 თამაში, 4 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გიო

ფიფას მენეჯრს თამაშობს ?

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "რეალმა" "ატლეტიკოს" მოუგო - "არსენალმა" და "ასტონ ვილამ" მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს [VIDEO]

დიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს

ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]

"იმობილე და კავანი მასზე უკეთესები არიან" - ფედელემ ოსიმენი გააკრიტიკა

ორჯერ უარით გასტუმრება - კლოპი "რეალის" ჩაბარებას არ აპირებს

მათს ჰუმელსი ზაფხულში ვან გაალთან მიდის

"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა

"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება

La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "დორტმუნდმა" "ლილის" ბარიერი გადალახა

ევრო 2016. 1/4-ფინალი. სიმბოლური ნაკრები და საუკეთესოები "ლელოს" ვერსიით

ჩემპიონთა ლიგაზე წყვილები გაირკვა - პსჟ პირველ მატჩს სახლში ჩაატარებს

იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება

ლევანდოვსკი ნაკრებიდან გაურკვეველი ვადით წავიდა - მან დაბრუნების პირობაც დაასახელა

პსჟ გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას აპირებს

ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის

ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]

დიდი გაცვლა - "ნაპოლიმ" შეიძლება "ლაციოს" კაპიტანი დაიმატოს

12 წლის შემდეგ - მარკო როისი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ახლოსაა

შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]

როისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს

იმობილე "ლაციოდან" "ბეშიქთაშში" გადავიდა

იმობილე ქალიშვილებთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა

უბრუნდება თუ არა სამწვრთნელო საქმიანობას - კლოპის აგენტმა განმარტა

"ვიცი, რომ ეს მწვრთნელი "ნაპოლიში" ბრუნდება" - იმობილეს "პარტენოპეის" ახალი სავარაუდო დამრიგებლის გამო თავს ესხმიან, პრეზიდენტმა კი უცნაური განცხადება გააკეთა

ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს

როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს

დორტმუნდის "ბორუსია": როისს უშვებენ, ჰუმელსი რჩება

"დორტმუნდმა" მარკო როისს კონტრაქტი გაუგრძელა

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელობაზეა ნომინირებული - როგორც უნდა მისცეთ ხმა ქართველ ვარსკვლავს

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"ბარსელონა" ლევანდოვსკის კონტრაქტს გაუხანგლძრივებს, მაგრამ ახალ ფორვარდსაც დაიმატებს

საჩუქარი "ნაპოლის" - "ტორინომ" "ლაციოს" გასვლაზე მოუგო

"რეალთან" და "ინტერთან" ლევანდოვსკის გარეშე? - "ბარსელონაში" პასუხი მალე ეცოდინებათ

მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

რიუდიგერმა შეიძლება პლეი-ოფში ვერ ითამაშოს