ევროპის საკლუბო პირველობაზე ძიუდოს ქართულ კლუბ "საგარეჯო ფფ სუპერსტარსს" აზერბაიჯანელი ლეგიონერი ვერ დაეხმარება
აზერბაიჯანელი ლეგიონერი, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ნიჯატ შიხალზადე (66) ევროპის საკლუბო პირველობაზე ძიუდოს ქართულ კლუბ "საგარეჯო ფფ სუპერსტარსს" ვერ დაეხმარება.

მიზეზი ფეხის ტრავმაა, რის გამოც სპორტსმენს ოპერაცია დასჭირდა, რაც რამდენიმე დღის წინ გაიკეთა და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

მოგეხსენებათ, ევროპის წლევანდელ საკლუბო პირველობაზე ორი ქართული კლუბი გამოდის - "საგარეჯო" და შინაგან საქმეთა სამინისტროს "მებრძოლი", შიხალზადე კი ჩვენი ერთადერთი ლეგიონერია. მის არყოფნაში "საგარეჯოს" მესვეურები ევროთასზე ვაჟა მარგველაშვილის იმედად რჩებიან, თუმცა ძიგორო კანოს ტურნირზე, წინა კვირას ნაჩვენები ჭიდაობიდან გამომდინარე, გულს საგულეს დაიდებდნენ.

საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი უმედლოდ კი დარჩა, მეშვიდეზე გავიდა, თუმცა ჭიდაობის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო და გაგვიჩნდა იმედი, რომ ამ წონაში არსებულ საკადრო გარღვევას მალევე ეშველება. არადა, სწორედ საკადრო ჩავარდნა იყო შიხალზადეს მოწვევის მიზეზი...

როგორც ეტყობა, საკადრო დანაკლისს "მებრძოლიც" გადაურჩება... მოგეხსენებათ, კანოს ტურნირის წინ ფეხის ტრავმა მიიღო ნაკრების ლიდერმა, მძიმე წონაში ევროპის ორგზის ფინალისტმა ადამ ოქრუაშვილმა.

თავიდან მისი ტრავმა იმდენად მძიმე ჩანდა, რომ ექიმები შიშობდნენ, ფეხი მოტეხილი არ ჰქონოდა, მაგრამ ამბულატორიულმა გამოკვლევამ ეს შიში ბოლომდე გამორიცხა... სპორტსმენმა კანოს ტურნირზე ჭიდაობა ვერ შეძლო (ან იქნებ მწვრთნელებმა არც გარისკეს და დაასვენეს).

ნაკრები ტოკიოში დარჩა ერთობლივ ვარჯიშებზე და ხვალ გამოემგზავრება საქართველოში. მათთან ერთად დარჩა ოქრუაშვილიც და როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, იმავდროულად, კლუბ "მებრძოლის" მესვეურმა მამუკა ყიზილაშვილმა გვითხრა, ის მსუბუქად ვარჯიშს შეუდგა, ხოლო საკლუბო შეჯიბრებისთვის მთელი დატვირთვით მოემზადება და აუცილებლად მიიღებს მასში მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ქართული კლუბები ევროპის საკლუბო პირველობის პირველ ლიგაში ჩაებმებიან, რადგან ამ ტურნირში აქამდე არ გამოვდიოდით და უმაღლეს, "ოქროს ლიგაში" საჭიდაოდ რეიტინგი არ გაგვაჩნია. იქ გამოსვლის უფლება ახლა ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ, რასაც ორივე კლუბი ისახავს მიზნად.

პირველი ლიგის გათამაშება 20 დეკემბერს ჰოლანდიაში გაიმართება, წილისყრა კი წინა დღესაა დანიშნული.

"ოქროს ლიგაში" 4 საუკეთესო კლუბი გადადის. შესაბამისად, იქიდანაც ამდენივე დაქვეითდება.

შეგახსენებთ, რომ "მებრძოლი" მთლიანად ქართველი ფალავნებითაა დაკომპლექტებული და მასში ძირითადად ეროვნული ნაკრების წევრები შედიან: ამირან პაპინაშვილი, შალვა ქარდავა (ორივე - 66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ზურაბიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (90), ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი (სამივე - +100).

"საგარეჯოს" შემადგენლობა ასეთია: ვაჟა მარგველაშვილი, ნიჯატ შიხალზადე (ორივე - 66), ლაშა შავდათუაშვილი, კობა მჭედლიშვილი (73), უშანგი მარგიანი, თამაზ კირაკოზაშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (90), ლევან მატიაშვილი, ონისე ბუღაძე (+100).

როგორც ვხედავთ, ძალოვანებმა გამოცდილ ფალავნებზე გააკეთეს აქცენტი, საგარეჯოელებმა კი - პერსპექტიულ ახალგაზრდებზე. ვნახოთ, ვისი აჯობებს ევროპაში - "ბებერი ხარის რქები" თუ - ახალგაზრდული შემართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა
ბოლო 5 წელი - რა შედეგი ჰქონდა საქართველოს ნაკრებს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატებზე?
აბუ-დაბის გრანდ სლემი: ხუთივე ქართველი ძიუდოისტი მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა
ბუდაპეშტის გრან პრის TOP 5 იპონი - ორი ქართველებისაა [VIDEO]
ბუდაპეშტის გრან პრი: უშანგი მარგიანი ფინალში დამარცხდა
ბუდაპეშტის გრან პრი: ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა