თბილისის "დინამოს" კაპიტანი და ლიდერი, ესპანელი ფორვარდი ფრანჩესკო მუნიოსი პროფესიულ საფეხბურთო კარიერას ასრულებს
თბილისის "დინამოს" კაპიტანი და ლიდერი, ესპანელი ფორვარდი ფრანჩესკო მუნიოსი პროფესიულ საფეხბურთო კარიერას ასრულებს.

იგი "დინამოს" შემადგენლობაში ბოლო შეხვედრას საქართველოს სუპერთასზე ხუთშაბათს, 11 დეკემბერს ჩაატარებს, სადაც დინამოელების მეტოქე საჩხერის "ჩიხურა" იქნება.

ჩისკო 2011 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს დედაქალაქური გუნდის შემადგენლობაში. ჩატარებულ 126 შეხვედრაში ესპანელმა 77- ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.

ორჯერ დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, ორჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები და ამდენივეჯერ გახდა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი.

ჩისკო "დინამოში" გატარებულ დროზე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა:

"ვფიქრობ, ახლა ის მომენტია, როდესაც კარიერა უნდა დავასრულო. დეკემბერში "დინამო" ევროთასებისთვის მზადებას დაიწყებს და მიმაჩნია, რომ ამისთვის "დინამოს" კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

იმ სამ-ნახევარი სეზონის განმავლობაში, რაც "დინამოში" გავატარე, ბედნიერი ვიყავი, რადგან "დინამო" ორჯერ გახდა ჩემპიონი, ორჯერ მოიგო თასი. ერთდერთი, რაც მოსაგები დამრჩა, საქართველოს სუპერთასია. სუპერთასიც თუ მოვიგე, მაშინ ყველა ტიტული მექნება.

გარდა ამისა, ორჯერ გავხდი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ორჯერ საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერა 100 პროცენტით არ არის სრულყოფილი, რადგან როდესაც ალექს გარსიამ ამ პროექტზე მითხრა, ჩემი ოცნება გახდა, "დინამოსთან" ერთად ევროპის ლიგაზე ან ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ მეთამაშა. თუმცა ევროთასებზე გასასვლელად ძალიან ცოტა დაგვაკლდა. სხვა მხრივ კი, ყველაფერი კარგადაა.

საქართველოში უამრავი მეგობარი შევიძინე და საერთოდ, ჩემთვის აქ გატარებული სამ-ნახევარი სეზონი ბედნიერი იყო.

მინდა გულშემატკივრებს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ყველასგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ასევე "გლადიატორებისგან" და საერთოდ, "დინამოს" ყველა გულშემატკივრისგან. ისინი ყოველთვის გვერდში მიდგანან, მამხნევებენ და კლუბს ყოველთვის ქომაგობენ.

pele
ნამდვილად კარგი ფეხბურთელი და პიროვნებაა.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა
ჩისკოს გუნდმა ლიდერი მეორედ დაამარცხა და პრემიერლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]
უმაღლესი ლიგის XX ტურის წინ: ცენტრალურს ზესტაფონი უმასპინძლებს
რას წარმოადგენს თბილისის "დინამოს" მეტოქე "ენგორდანი"
"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა
ჩისკოს პრემიერლიგის მომგები მწვრთნელი შეცვლის
თბილისის "დინამოს" კაპიტანი გუნდს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება
ტორპედო-დინამო (თბ) 0:2 - დინამიკური კლასიკო [VIDEO]
გავაუმჯობესებ ინგლისურს, ჩავალ ესპანეთში, ვნახავ იტალიურ ფეხბურთს - ჩისკოს გეგმები
"დინამოს" აკადემიიდან მწვრთნელები და პერსონალი გაუშვეს - შაშიაშვილის კომენტარი
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
ამჯერად სამშობლოში - ჩისკომ "უოტფორდიდან" წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდი 1 თვეში იპოვა