"სიტის" თავკაცს იტალიელი ფორვარდის პირქუშობა და გატანილი გოლების ჯიუტად არაღნიშვნა აღიზიანებს
"მანჩესტერ სიტის" თავკაცმა რობერტო მანჩინიმ იხუმრა, რომ ხანდახან სურს მუშტი დაარტყას იტალიელ ფორვარდს, მარიო ბალოტელის, რადგან ის კვლავ ჯიუტად აგრძელებს გოლების გატანის არაღნიშვნას.

"ინტერის" ყოფილმა ფორვარდმა სამშაბათს ინგლისში თავისი პირველი ჰეთ-თრიქი გაიტანა, როდესაც ისტლენდზე "სიტიმ" "ასტონ ვილა" 4:0 გაანადგურა. გოლების შემდეგ ბალოტელი მხოლოდ და მხოლოდ იღიმებოდა და შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის გოლების გატანის გამო სიხარულს არ გამოხატავს, რადგან ეს მისი სამუშაოს მოსაწყენი ნაწილია.

მაგრამ მანჩინის, ოდესღაც ფორვარდს, ვერა და ვერ გაუგია ბალოტელის გულგრილობა.

"ხანდახან მინდება მუშტი დავარტყა. როცა პრემიერლიგაში სამი გოლი გაგაქვს, უნდა აღნიშნო. გოლის შემდეგ გაიღიმო მაინც", - უთხრა მანჩინიმ რეპორტიორებს.

მანჩინი აცხადებს, რომ 20 წლის იტალიელს ნოსტალგია აქვს:

"ჩვენ გულშემატკივრებს უყვართ მარიო. მარიომ უნდა გაიგოს ეს, რადგან ეს მოთამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღე ვებრძვი და ჩავაგონებ. ის ჩემთან იყო, როცა 17 წლის იყო, ასე რომ, მე მას ძალიან კარგად ვიცნობ", - აცხადებს მანჩინი.

"მანჩესტერ სიტი" თანაქალაქელ "იუნაიტედს" მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება.

ჟურნალისტები ბალოტელის გამუდმებით აკავშირებენ იტალიურ "მილანთან", მაგრამ თავად მარიოს ტიტულისთვის ბრძოლაზე აქვს ყურადღება გამახვილებული.

"მე "სიტიში"ვარ და ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები. მინდა ამ გუნდისთვის მნიშვნელოვანი წევრი ვიყო და შედეგი მოედანზე ვაჩვენო. ჩვენ ამ ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. ვგრძნობ, რომ მომავალ წელს უკეთესად თამაშს შევძლებთ", - აცხადებს ბალოტელი.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა