გიორგი შერმადინის "კანტუმ" ევროთასის ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა
გიორგი შერმადინის "კანტუმ" ევროთასის ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში კანტუელებმა ფრანგულ "დიჟონს" უმასპინძლეს და ანგარიშით 89:63 იმარჯვეს.

ამ მოგებით შერმადინის გუნდმა ჯგუფიდან გამსვლელ ოთხეულში მოხვედრა გაინაღდა. ბოლო ტურში "კანტუ" ბელგიურ "ოსტენდეს" ხვდება და რომც წააგოს, მე-4 ადგილზე დაბლა მაინც ვერ ჩამოვა.

კანტუელებმა იცოდნენ "დიჟონთან" მატჩის ფასი. ფრანგულ კლუბს მეორე ეტაპზე გასვლა განაღდებული ჰქონდა და ამანაც ითამაშა გარკვეული როლი იმაში, რომ შერმადინის გუნდმა იოლად იმარჯვა. მასპინძლებმა ყველა მეოთხედი საშუალო სხვაობით მოუგეს დიჟონელებს, რამაც საბოლოოდ 26-ქულიანი ლიდერობა განაპირობა.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მთლიანობაში 19:14 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, თამაშიდან კი არ შეუტევია. საბოლოოდ, გიორგიმ 4 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 2 ჯარიმა მიიღო, მეტოქეები კი მასზე 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

კანტუელთაგან 31 ქულით საუკეთესო ამერიკელი დარიუს ჯონსონ-ოდომი გახლდათ, რომელმაც 9 ცდიდან 7 სამქულიანი ჩააგდო. 11 ქულა შემატა "კანტუს" ერიკ უილიამსმა. დიჟონელთაგან 13 ქულით საუკეთესო ერიკ ჯოზეფი იყო, 12 ქულა კი ირვინ უოლკერმა დააგროვა.

4 მოგებით და 3 მარცხით კანტუელები ჯგუფში მე-4 ადგილზე არიან. ბოლო ტურში, 17 დეკემბერს ისინი ბელგიაში "ოსტენდეს" შეხვდებიან.

წყარო: gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
მანუჩარ მარკოიშვილი: იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან მიზნამდე მაინც მივალ
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
თორნიკე შენგელიას 11-მა ქულამ "ბასკონია" მარცხისგან ვერ იხსნა
გიორგი შერმადინის 6 ქულა და გამარჯვება "კასერტასთან"
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
იტალიურმა "კანტუმ" მანუჩარ მარკოიშვილს ვარსკვლავი გაუხსნა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
გიორგი შერმადინის 10 ქულა და "კანტუს" გამარჯვება "ვანოლისთან"
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი "ანდორაში" ითამაშებს