ლეიკერსელები ვერ სუნთქავენ
"გოლდენ სტეიტ უორიორზი" აგრძელებს საკუთარი რეკორდების დამხობას - ამ გუნდმა უკვე ზედიზედ მე-14 მატჩი მოიგო. თანაც, ამჯერად, "მეომრებმა" შეძლეს დასავლეთ კონფერენციის კიდევ ერთი ლიდერის, "ჰიუსტონის" დამარცხება.

ორივე გუნდს აკლდა ძირითადი ცენტრი ენდრიუ ბოგუტისა და დუაიტ ჰოვარდის სახით. მატჩის პირველ ტაიმში ტექსასელებმა 11 ქულით წინ გასვლა მოახერხეს, მაგრამ მასპინძლებმა მალე 9:0 სპურტით უპასუხეს, რის შემდეგაც ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდური სხვაობის მოპოვებას.

ასე გრძელდებოდა იმ ტაიმ-აუტამდე, რომელიც "ჰიუსტონმა" საფინალო სირენამდე 5 წუთითა და 44 წამით ადრე აიღო, როცა "გოლდენ სტეიტი" ერთი ქულით იყო წინ. ეს პაუზა, პირველ რიგში, "უორიორზს" წაადგა, რომელიც სულ სხვა განწყობით დაბრუნდა მოედანზე. მასპინძლები უფრო აგრესიულად ათამაშდნენ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში და ამან ორ წუთში 11:0 გაქცევა გამოიწვია.

ასეთმა დარტყმამ ნოკაუტში ჩააგდო "ჰიუსტონი", რომელსაც აღარც დრო და აღარც რესურსი არ დარჩა თამაშის გადასარჩენად. მატჩის დასრულებამდე წუთითა და 12 წამით ადრე კევინ მაკჰეილმა სასტარტო ხუთეულის წევრები მოედნიდან გაიყვანა, რითაც კაპიტულაცია გამოაცხადა.

გ. სტეიტი-ჰიუსტონი 105:93

23:30, 23:16, 27:30, 32:17

გ-ს: ტომპსონი (21), ბარნსი (20+7 მოხსნა), კარი (20+7 მოხსნა+7 პასი), სპეიტსი (15+8 მოხსნა), გრინი (11+8 მოხსნა+4 ჩაჭრა).

ჰ: ჰარდენი (34+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), მოტეიუნასი (18+6 მოხსნა), არიზა (18+6 მოხსნა), ბევერლი (12+6 მოხსნა+5 პასი).

ჩიკაგო-ბრუკლინი 105:80

20:25, 31:26, 26:17, 28:12

ჩ: როუზი (23), ბატლერი (18), პ. გასოლი (16+16 მოხსნა+4 დაფარება), დანლივი (14), გიბსონი (11+10 მოხსნა+6 დაფარება), მიროტიჩი (10+6 მოხსნა).

ბ: უილიამსი (17+5 პასი), გარნეტი (13+7 მოხსნა), ანდერსონი (12), ჯორდანი (10+6 მოხსნა).

შარლოტი-ბოსტონი 96:87

22:16, 18:29, 33:21, 23:21

შ: ჯეფერსონი (23+14 მოხსნა), უოკერი (18+7 პასი+3 ჩაჭრა), სტივენსონი (13).

ბ: გრინი (16), ტორნტონი (16), ზელერი (13+8 მოხსნა), რონდო (12+10 მოხსნა+10 პასი), ბასი (10).

ინდიანა-კლიპერსი 96:103

25:33, 24:21, 16:28, 31:21

ი: მაილზი (30), ალენი (14+13 მოხსნა), სკოლა (12+14 მოხსნა), კოუპლენდი (10), სტაკი (10+6 პასი).

კ: კროუფორდი (18), პოლი (17+15 პასი+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), გრიფინი (17+10 მოხსნა+5 პასი), რედიკი (16), ჯორდანი (12+19 მოხსნა+3 დაფარება), ბარნსი (11).

სან ანტონიო-ნიუ იორკი 109:95

29:26, 27:26, 38:21, 15:22

ს-ა: ბელინელი (22), გრინი (13), დიაო (12), ეირსი (11+6 მოხსნა), ბონერი (10), ბეინსი (10), დეი (10).

ნ-ი: ჰარდუეი (23), სმიტი (14), ოლდრიჩი (10).

ორლანდო-ვაშინგტონი 89:91

21:26, 23:19, 31:22, 14:24

ო: ოლადიპო (17+6 მოხსნა), ჰარისი (15+6 მოხსნა), პეიტონი (12+6 მოხსნა), ო'ქუინი (10+6 მოხსნა), ფრაი (10+3 დაფარება).

ვ: უოლი (21+11 პასი+6 მოხსნა), ნენე (12+6 მოხსნა), ჰემფრიზი (11), გორტატი (10).

ატლანტა-ფილადელფია 95:79

25:21, 22:17, 21:20, 27:21

ა: კორვერი (17+3 ჩაჭრა), მილსეპი (17+8 მოხსნა), კეროლი (14+11 მოხსნა+3 ჩაჭრა), მუსკალა (12+7 მოხსნა), ჰორფორდი (11+7 მოხსნა).

ფ: შვედი (13), მბა ა მუტე (12+5 ჩაჭრა), გრანტი (10), მაკდანიელსი (10), კარტერ-უილიამსი (8+10 მოხსნა+9 პასი).

მინესოტა-პორტლენდი 90:82

20:16, 24:20, 22:15, 24:31

მ: უიგინსი (23+10 მოხსნა), ბრიუერი (19+8 მოხსნა+5 პასი+5 ჩაჭრა), იანგი (13+3 ჩაჭრა), მუჰამადი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ლავინი (10+5 პასი), ედრიენი (8+11 მოხსნა).

პ: ლილარდი (23+7 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), მეტიუზი (18), ოლდრიჯი (10+9 მოხსნა).

დალასი-ნიუ ორლეანი 112:107

25:15, 22:36, 30:27, 35:29

დ: ელისი (26+5 პასი), ნოვიცკი (20+6 მოხსნა), პარსონსი (20), ჰარისი (20).

ნ-ო: დევისი (31+11 მოხსნა), ჰოლიდეი (30+10 პასი+3 ჩაჭრა), ანდერსონი (13), აშიქი (6+15 მოხსნა).

დენვერი-მაიამი 102:82

22:21, 26:27, 31:14, 23:20

დ: ჩენდლერი (17+8 მოხსნა), აფლალო (16), ფარიდი (13+8 მოხსნა), გრინი (11), ლოუსონი (10+9 პასი+3 ჩაჭრა).

მ: ბოში (14), დენგი (12), ჩელმერსი (11), უეიდი (10+5 პასი).

ლეიკერსელები ვერ სუნთქავენ

"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" შეუერთდა ანტირასისტულ აქციას ქალაქ ფერგიუსონში მოკლული შავკანიანი მოზარდის მხარდასაჭერად.

რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩზე კალიფორნიელები შავი მაისურებით გავიდნენ მოედანზე, რომელზეც იყო წარწერა - I can't breathe ("ვერ ვსუნთქავ").

"ამგვარი აქციით ჩვენ არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ რასიზმის წინააღმდეგ მიმართულ აქციას, არამედ პროფესიონალი სპორტსმენების დასაცავადაც გამოვდივართ. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ძირითადი ღირსება - მისი დემოკრატიული ფასეულობებია. თუ ჩვენ აღარ გვექნება უფლება - ვილაპარაკოთ ის, რასაც ვფიქრობთ, დავკარგავთ იმას, რასაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება", - განაცხადა "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა.

მაისურებზე განთავსებული ფრაზა 18 წლის აფროამერიკელმა მაიკლ ბრაუნმა წარმოთქვა მას შემდეგ, რაც მას ქალაქ ფერგიუსონში პოლიციელმა ესროლა, თანაც იმ დროს, როცა ბიჭს ხელები მაღლა ჰქონდა აწეული. სამართალდამცველების ვერსიით, ბრაუნი თავად დაესხა თავს პოლიციელს, რასაც რამდენიმე მოწმე ადასტურებს.

ამ ინციდენტის შემდეგ ფერგიუსონში დიდი არეულობა იყო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სხვა ქალაქებსაც გადაედო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"ვისურვებდი, კობის და ჯიჯის ეს მომენტი ენახათ" - "ლეიკერსმა" დონჩიჩი წარადგინა
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონში მე-8 მარცხი განიცადეს [VIDEO]
რა მოხდა სინამდვილეში? პილოტმა ორიენტაცია დაკარგა...
კობი 2 წლის წინ დაიღუპა, გავიხსენოთ ლეგენდარული ინტერვიუ
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
NBA-ს ვარსკვლავის შვილი მამას: მძულხარ!
ტრანსფერები: ჰოვარდი "შარლოტში", მოზგოვი "ბრუკლინში"
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ლებრონ ჯეიმსის მორიგი რეკორდი და გამარჯვება [VIDEO]
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
პირველი 39 - "ლეიკერსმა" დუაიტ ჰოვარდი დაიმატა
NBA. პლეი ოფი: "ატლანტა" არ ნებდება, "ტორონტო" წინ გავიდა
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი
ზაზა ფაჩულია ატლანტაში დაბრუნდა - "გოლდენ სტეიტმა" "ჰოუქსი" დაამარცხა [VIDEO]