სპორტსმენების "შავი სია"
ბრიტანულ გამოცემა "ტელეგრაფს" ხელში ჩაუვარდა "შავი სია", რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2014 წლის სეზონში, 39 ქვეყნის 225 მძლეოსნის დოპინგ-სინჯმა აჩვენა დადებითი შედეგი.

ლიდერობს რუსეთი - ამ ქვეყნის 58-მა სპორტსმენმა გამოიყენა აკრძალული პრეპარატი. მეორეზეა კენია - 25 სპორტსმენი. სიაში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის სამი ჩემპიონია, აგრეთვე, წინა ოლიმპიადების გამარჯვებულები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და მსოფლიოს რეკორდსმენები. "ტელეგრაფი" მძლეოსნების გვარებს არ ასახელებს.

ამასობაში, მორიგ დოპინგ-სკანდალს დაუდო სათავე გერმანულმა ტელეარხმა WDR-მ. ორი დღის წინ ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც გერმანელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ 150 სპორტსმენის ორგანიზმში აღმოჩნდა აკრძალული პრეპარატის კვალი, მაგრამ მძლეოსნობის საერთაშორისო ასოციაციამ არ ჩაატარა მათი ოფიციალური ტესტირება. ასოციაცია გერმანული მხარის ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, მეორე გერმანულ არხზე - ARD-ზე უჩვენეს დოკუმენტური ფილმი, რომელიც რუს სპორტსმენებს დოპინგის მიღებაში ამხელს.

დღეს ამ ფილმში მოყვანილ ფაქტებს იძიებს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო, დოპინგ-სკანდალმა კი ის გამოიწვია, რომ მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თავისი რიგებიდან გარიცხა რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ვალენტინ ბალახნიჩევი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე