ჰოკეის ლიგას 40 ჰოკეისტმა უჩივლა
ჰოკეის ეროვნული ლიგის ყოფილმა მოთამაშეებმა სასამართლოში უჩივლეს NHL-ს. 40 ჰოკეისტი ბრალს სდებს ჰოკეის ყველაზე პრესტიჟულ ლიგას იმაში, რომ ეს ორგანიზაცია არასაკმარის ყურადღებას უთმობდა მოთამაშეების ჯანმრთელობის დაცვას. პირველ რიგში, ლაპარაკია თავის ტრავმებზე, - იტყობინება კანადური ტელეარხი TSN.

"ათწლეულების განმავლობაში ჰოკეისტები, რომლებიც მატჩების დროს ტვინის შერყევას იღებდნენ ან გონებას კარგავდნენ, უბრალოდ, დგებოდნენ ყინულიდან და მცირე პაუზის შემდეგ თამაშს აგრძელებდნენ", - წერია სპორტსმენების განცხადებაში.

ყოფილმა მოთამაშეებმა ასევე დაადანაშაულეს NHL იმაში, რომ ლიგა არ აფრთხილებდა ჰოკეისტებს თავის ტვინის ტრავმით გამოწვეულ საფრთხეზე. მათი სიტყვებით, ეროვნული ლიგა აგდებულად უყურებდა ტვინის შერყევების შემთხვევებს 1997 წლამდე (სწორედ ამ წელს შეიქმნა სპეციალური კომისია მსგავსი დაზიანებების შესასწავლად).

ამასთან, TSN აღნიშნავს, რომ სარჩელის ავტორებს არ გააჩნიათ პირდაპირი მტკიცებულებები ლიგის მხრიდან ზერელე დამოკიდებულების შესახებ მათ ჯანმრთელობაზე. ასევე, არ დაუზუსტებიათ ჰოკეისტების გვარები, რომლებმაც სასამართლოს მიმართეს და სასამართლო პროცესის დაწყების თარიღი.

დეტროიტი-ტორონტო 1:2 (ბ)

0:0, 1:0, 0:1, 0:0, 1:2

გოლები: 1:0 ნიკუისტი-13 (იურკო-9, ზეტერბერგი-20), 1:1 კესელი-15 (ვან რიმსდიკი-13, ბოჟაკი-14).

ბულიტები გაიტანეს: დაციუკი (დეტროიტი), ბოჟაკი (ტორონტო), სანტოროელი (ტორონტო).

ანაჰაიმი-ედმონტონი 2:1

1:0, 1:0, 0:1

გოლები: 1:0 ბელესკი-14 (პალმიერი-3, რაკელი-5), 2:0 კესლერი-10 (ლინდჰოლმი-10, ანდერსენი-2), 2:1 ნიუჯენტ-ჰოპკინსი-7.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა