ჩინეთის დედაქალაქში 11 დეკემბერს ტრადიციული მსოფლიო ინტელექტუალური თამაშები დაიწყო
ჩინეთის დედაქალაქში 11 დეკემბერს ტრადიციული მსოფლიო ინტელექტუალური თამაშები დაიწყო.

შეჯიბრების პროგრამით 16-16 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი და ვაჟი ერთმანეთს დაუპირისპირდება რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად) ბლიცსა (13-15 დეკემბერს, 15 შეწყვილებული პარტიით) და ორივე ფერით ერთდროულ თამაშში (16-17 დეკემბერი, 5 ტური).

ტურნირზე ჩვენი ქვეყნის სპორტულ ღირსებას საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ლიდერი ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი იცავენ.

11 დეკემბერს რაპიდში ოთხი ტური გაიმართა. შესანიშნავად ითამაშა ძაგნიძემ - სტარტზე ჰარიკა დრონავალის (ინდოეთი) დაუზავდა, მომდევნო სამ პარტიაში კი მარია მუზიჩუკი (უკრაინა), ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - ტატიანა კოსინცევა და ვალენტინა გუნინა დაამარცხა.

ხოტენაშვილი პირველ ტურში ანა მუზიჩუკს (უკრაინა) შეუთანხმდა ყაიმზე, შემდეგ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკს (რუსეთი) აჯობა შავი ფიგურებით. მესამე და მეოთხე ტურებში, შესაბამისად, ვალენტინა გუნინას და ელიზაბეტ პეტცს (გერმანია) დანებდა.

ოთხი ტურის შემდეგ რაპიდში ქალთა შორის ასეთი სატურნირო მდგომარეობაა: ნანა ძაგნიძე - 3,5, მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი)-3, ვალენტინა გუნინა, ტატიანა კოსინცევა, ელიზაბეტ პეტცი, ჟაო სიუე (ჩინეთი), ანა მუზიჩუკი, მსოფლიოს ჩემპიონი ანა უშენინა (ორივე - უკრაინა)-2,5-2,5, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ანტოანეტა სტეფანოვა - 2, ალექსანდრა კოსტენიუკი, ჰარიკა დრონავალი, ბელა ხოტენაშვილი, ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი)-1,5-1,5, ჰამფი კონერუ (ინდოეთი), ორგზის ევროპის ჩემპიონი პია კრამლინგი (შვედეთი)-1-1, მარია მუზიჩუკი-0,5 ქულა.

ვაჟები. ვან ჰაო, ვან იუე (ორივე - ჩინეთი), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი)-3-3, ლევონ არონიანი (სომხეთი), შაჰრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი)-2,5-2,5, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი), ლეინერ დომინგესი (კუბა), პეტერ ლეკო (უნგრეთი), ვასილი ივანჩუკი, რუსლან პონომარიოვი (ორივე - უკრაინა), პენტალა ჰარიკრიშნა (ინდოეთი)-2-2, რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი), იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი)-1,5-1,5, ეტიენ ბაკრო (საფრანგეთი), ბორის გელფანდი (ისრაელი), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი)-1-1 ქულა.

12 დეკემბერს რაპიდში ბოლო სამი ტური გათამაშდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა