19 დეკემბერს "უნიკსთან" გამარჯვების შემთხვევაში ფაცაციას გუნდი ჯგუფიდან გამსვლელ მეოთხე ადგილს გაინაღდებს
ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდმა" სტამბოლში "ეფესი" დაამარცხა და ევროლიგის მეორე ეტაპზე გასასვლელად ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა. რუსულმა კლუბმა ბოლო ტურში შინ ჯგუფიდან ოფიციალურად უკვე გასული ვიქტორ სანიკიძის "უნიკსი" რომ დაამარცხოს, საწადელს აისრულებს.

ნოვგოროდელები ვითიბის უძლიერეს ლიგაში ბობოქრობენ და როგორც ჩანს, ევროლიგაშიც წარმატებით დაძლევენ პირველ ეტაპს.

19 დეკემბერს "უნიკსთან" გამარჯვების შემთხვევაში ფაცაციას გუნდი ჯგუფიდან გამსვლელ მეოთხე ადგილს გაინაღდებს.

ამ მომენტისთვის კაუნასის "ჟალგირისს" ნოვგოროდელთა მსგავსად 4 მოგება აქვს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში რუსული კლუბი ჯობს და თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ჯგუფიდან ფაცაციას გუნდი გავა.

ნოვგოროდელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს, რადგან სტამბოლში "ეფესის" დამარცხება გმირობის ტოლფასია. "აბდი იპექჩის" დარბაზში ასპროცენტიან გამარჯვებას ევროპის ვერც ერთი გუნდი ვერ გეგმავს, თუმცა საბრძოლველად ყველა ჩადის და თავაწეული სტამბოლიდან იშვიათად თუ ვინმე ბრუნდება.

ეს ფაცაციამ და მისმა ნოვგოროდელმა თანაგუნდელებმა მოახერხეს. ლატვიელი აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილმა გუნდმა "ეფესს" სტამბოლში დაძაბულ მატჩში 65:61 მოუგო და მანამდე თითქმის უიმედოდ მყოფმა ჯგუფიდან გავლის გზა მნიშვნელოვნად გაიკვალა.

ქართველი ფორვარდი მატჩის სასტარტო ხუთეულში იყო. ფაცაციამ ღირსეულად ითამაშა ევროპის უმაღლესი დონის, დიდი მნიშვნელობის მატჩში. მართალია, ის მოედანზე 16:37 წუთს იმყოფებოდა, თუმცა საკუთარ დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი და გამარჯვებაშიც საკუთარი წილი დაიდო.

ფაცაციამ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, თითო საჯარიმო და სამიანი კი ააცილა. 4 ქულასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა, ბურთი კი არ დაუკარგავს.

ნოვგოროდელთაგან საუკეთესო არტიომ პარახუსკი იყო 8 ქულით, 7 მოხსნით და 4 დაფარებით. ბომბარდირობა კი დიმიტრი ხვოსტოვმა და ტრეი ტომპკინსმა გაიყვეს 14-14 ქულით.

მაშ ასე, "ნიჟნი ნოვგოროდის" ბედი თავად ამ გუნდის მოთამაშეთა ხელშია. თუკი ფაცაციას გუნდი 19 დეკემბერს "უნიკსს" დაამარცხებს, ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

წყარო: gbf.ge

თემო
ურთიერთშეხვედრებში რუსული კლუბი სჯობსო? ორივე თამაში წაგებული აქვს ჟალგირისთან, თანაც პირველი ასტრონომიული სხვაობით. რა სისულელეა. ჟალგირის თუ მოიგებს ბოლო ტურში, გასულია და მორჩა.
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული - ვის აირჩევს ილიას ზუროსი?
ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
როგორი უნდა იყოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ახალი მწვრთნელი? [დასასრული]
ბაგაცკისი: უკმაყოფილო ქართველმა ვარსკვლავებმა წიგნი წაიკითხონ
ევრობასკეტი 2015: ლატვია პირველი მეოთხედფინალისტია
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
ვითა-ნიჟნი ნოვგოროდი 78:100 - პერიმეტრიდან წაგებული [VIDEO]
რატომ გახდა "დინამო" ჩემპიონი? ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
ვითამაშოთ ევროთასებზე და ეთიოპიასაც აღარ შეგვადარებენ
"საქართველოს ნაკრებს მხოლოდ ამ შემთხვევაში დავამარცხებთ" - უკრაინელთა მწვრთნელი
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი