ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლეილა ალი - ჩემპიონის მოჩხუბარი ქალიშვილი [PHOTO]

ლეილა ალი - ჩემპიონის მოჩხუბარი ქალიშვილი [PHOTO]

ლეგენდარული ადამიანების შვილების ცხოვრება საზოგადოებას მუდამ არანაკლებ აინტერესებს, ვიდრე თავად სახელოვანი პერსონების
ლეგენდარული ადამიანების შვილების ცხოვრება საზოგადოებას მუდამ არანაკლებ აინტერესებს, ვიდრე თავად სახელოვანი პერსონების.

შვილები მშობლების ცხოვრების ნაწილები არიან და, შესაბამისად, ცნობისმოყვარეთა ინტერესს მათი საქმიანობაც ერთობ აღვივებს.

დიდი ჩემპიონი მუჰამედ ალი ოთხჯერაა დაქორწინებული და მეუღლეებისგან 9 შვილი ჰყავს, აქედან 7 - ქალი. მუჰამედსა და ყოფილ მოდელ ვერონიკა პორშეს, რომელიც მესამე ქორწინებისას შეიუღლა დიდმა ჩემპიონმა, ქალიშვილი - ლეილა 1977 წლის 30 დეკემბერს მაიამიში შეეძინათ.

მუჰამედ ალი აქტიური სპორტული კარიერისას ალბათ ადვილად წარმოიდგენდა რინგზე, მაგალითად, თავისი რომელიმე ვაჟის ორთაბრძოლას, მაგრამ ქალიშვილის მოკრივეობას უთუოდ ძნელად იფიქრებდა. თუმცა მუჰამედის საკრივო გენმა და რინგისკენ ლტოლვამ თავი სწორედ ლეილას ხასიათში იჩინა.

მართალია, არც ლეილა ოცნებობდა ბავშვობიდან, მამის კვალს გაჰყოლოდა, მაგრამ ერთხელაც გადაწყვეტილება კრივის სასარგებლოდ მიიღო, გავიდა პროფესიულ რინგზე, სადაც 8 წელიწადი დაჰყო და დაუმარცხებელმა ჩამოკიდა ხელთათმანები ლურსმანზე.

სასწავლებელი მან ბიზნესის ბაკალავრის ხარისხით დაამთავრა. ცოტა ხანში სილამაზის სალონში შეუდგა მუშაობას, თუმცა მატერიალურად დიდად სახარბიელო მისთვის ეს საქმე ვერ გამოდგა და ერთხელაც, ტელევიზორში ქალების კრივს რომ უყურებდა, სისხლის ყივილი ყველაზე ძალუმად იგრძნო.

სწორედ მაშინ გადაწყვიტა ლეილამ, თავადაც მოესინჯა რინგზე საკუთარი ძალა. მოინდომა, მამის სახელით ესარგებლა, მაგრამ არ შეერცხვინა.

ალის ქალიშვილის სურვილს პროფესიულ კრივში საქმის მქონე აბა, რომელი მენეჯერი დატოვებდა უყურადღებოდ, აქ ხომ ფინანსური წარმატების შანსი თავიდანვე დიდი იქნებოდა!

ჰოდა, მოლოდინისამებრ, ქალბატონი ალის რინგზე გასვლას პირველი ეტაპიდანვე დიდი რეზონანსი მოჰყვა. 1999 წლის 8 ოქტომბერს, ნიუ იორკში, ლეილამ სუპერსაშუალო წონაში გამართულ თავის სადებიუტო შეხვედრაში თანამემამულე აპრილ ფაულერი პირველივე რაუნდში, სულ ნახევარ წუთში დასცა ფიცარნაგზე.

ეს უკვე, რასაკვირველია, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი იყო. ამის შემდეგ ის ზედიზედ მუსრავდა მოწინააღმდეგეებს.

აქტიურ სპორტში მისვლიდან მეორე წელიწადს მან იქორწინა ჯონი მაკლეინზე, რომელიც მალე მისივე მენეჯერიც გახდა და მეუღლის წარმატებული სპორტული კარიერის აწყობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

სწორედ მაკლეინთან ცხოვრებისა და საქმიანი ურთიერთობის წლებს დაემთხვა ალის ყველაზე შთამბეჭდავი წარმატებები კარიერაში. 2005 წელს ისინი გაიყარნენ და ორ წელიწადში ლეილაც რინგიდან წავიდა.

ჩემპიონის პირველი ქამარი ალიმ 2002 წელს მოიპოვა, როცა ლას ვეგასში სიუზან ტეილორს სძლია ნოკაუტით. მაშინ ის საკრივო ორგანიზაცია IBA-ს ვერსიით გამოცხადდა ჩემპიონად.

რამდენიმე თვეში, ვალერია მაჰფუდის ძლევის შედეგად, ეს ქამარი შეინარჩუნა და ზედაც კიდევ WIBA-სა და IWBF-ს ქამრები მიაყოლა. მაჰფუდისთან ალის 2003 წელსაც მოუწია პაექრობა და ისევ იმარჯვა.

ალის ქალიშვილის დარად, მოკრივის კარიერა კრივის კიდევ ერთი ლეგენდის, ჯო ფრეზერის ქალიშვილსაც ჰქონდა აწყობილი. კრივის მოყვარულები ნატრობდნენ, ამ ორი გიგანტის ქალიშვილებიც ეხილათ რინგზე. მათმა მამებმა ხომ საუცხოო ორთაბრძოლებით დაამახსოვრეს თავი კრივის ქომაგებს.

მუჰამედ ალი და ჯო ფრეზერი სამჯერ იყვნენ ერთმანეთს შეხვედრილნი და პირველი მარცხის მერე, მუჰამედმა ორჯერ ზედიზედ დაამარცხა არანაკლებ ლეგენდარული მოწინააღმდეგე.

ჩემპიონების ქალიშვილების შეხვედრა რინგზე მართლაც შედგა. 2001 წელს, ნიუ იორკში, ლეილა ალის და ჟაკლინ ფრეზერის დაპირისპირება თვალსასეირო სანახაობა გამოდგა და მსაჯების გადაწყვეტილებით, პირველი მათგანის გამარჯვებით დასრულდა.

ლეილამ მამა ამ პრინციპულ ბრძოლაშიც ასახელა. ჟაკლინი ლეილაზე გაცილებით უფროსია, თუმცა წარმატებებით დიდად არ ჩამორჩენია. ალიმდე ჟაკლინს შვიდიდან შვიდი ორთაბრძოლა ჰქონდა მოგებული, მასთან მარცხის შემდეგ (რომელიც მის კარიერაში ერთადერთი აღმოჩნდა) კი კიდევ შვიდჯერ მოიპოვა გამარჯვება.

ლეილა ალიმ, მთელი კარიერის განმავლობაში, სულ 24 ორთაბრძოლა გამართა და ყველა მათგანი თავის სასარგებლოდ დაასრულა. მან 20-ჯერ ნოკაუტით მიაღწია წარმატებას. ლეილას მუშტი უმეტესწილად თანამემამულეებს ხვდებოდა: 24-დან 19-ჯერ სწორედ ამერიკელებს მოუგო საამაყო ჩემპიონის ქალიშვილმა.

დროის თვალსაზრისით, ყველაზე ძალიან ალის დომინიკელი მონიკა ნუნიესის დამარცხება გაუჭირდა. იმ პაექრობაში ლეილამ რინგი ცხვირ და წარბგატეხილმა დატოვა, თუმცა მაინც იმარჯვა.

მაშინდელი ბრძოლის ნაიარევი ახლაც ეტყობა ალის ქალიშვილს. ეს შეხვედრა 2004 წლის 30 ივლისს, ლუისვილში შედგა. ალი რომ დამარცხებულიყო, სენსაცია იქნებოდა, თუმცა ამ დღემ ლუისვილის რინგზე უსენსაციოდ მაინც არ ჩაიარა - ალის და ნუნიესის პაექრობა ლეგენდარული მაიკ ტაისონისა და დენი უილიამსის ბრძოლისწინა დაპირისპირება იყო. ყველასთვის გასაკვირად, ტაისონმა მაშინ უილიამსთან ნოკაუტით წააგო. თუმცა ამ დროს უკვე ტაისონის კარიერის დაისი იყო და, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ბოლოსწინა შეხვედრას ატარებდა რინგზე.

ლეილა ალიმ კი ბოლო შეხვედრა რინგზე 2007 წელს, კეიპტაუნში (სამხრეთ აფრიკა) გამართა. მის პირისპირ მაშინ უკვე მეორედ დადგა გვინეელი გვენდოლინ ონილი, რომლისთვისაც ალის 3 წლის წინათაც მოეგო.

ამჯერადაც, გამარჯვება სახელოვანი მოკრივის შვილს დარჩა და არენიდან დაუმარცხებელი წავიდა.

ამ ბრძოლის მერე ჩემპიონის მოჩხუბარმა ქალიშვილმა ხელთათმანები ლურსმანზე ჩამოკიდა და მისკენ აღარც გაუხედავს. ცოლად გაჰყვა კერტის კონვეის, ვისგანაც ამჟამად ორი შვილი ჰყავს. კრივით დაგროვილი კაპიტალით ლეილა თავის ძველ საქმიანობას დაუბრუნდა - მისი კომერციული ფირმა ქალებისთვის თავის მოვლის საშუალებებს აწარმოებს.

გარდა ამისა, ლეილა ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში და დიდ დროს უთმობს შვილების აღზრდას.

2002 წელს ლეილა ალიმ ავტობიოგრაფიული წიგნიც დაწერა, სადაც, მისი მოსაზრებით, ძალიან ბევრი ახალგაზრდა არაერთ საჭირო რჩევას მიიღებს სამომავლო წარმატებების მისაღწევად.

იხილეთ ფოტოგალერეა

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!

[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა

ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა

ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი

ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა

"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი

ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა

დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა

ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?

გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა

მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს

რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა

იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა

ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს

"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

18 წ. | როტაციით ინგლისთან

[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

თუ მე და ალი შევხვდებოდით - მაიკ ტაისონმა ალი-ტაისონის ბრძოლას წერტილი დაუსვა

როგორ იძია მაიკ ტაისონმა შური მუჰამედ ალის გამო [VIDEO]

მეივეზერმა ყველა დროის საუკეთესო 5 მოკრივე დაასახელა, თავისი თავი პირველზე დააყენა - არ აქვს მიზეზი თუ?

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

2 კლინიკური სიკვდილი გადაიტანა, კრივზე 28 წლისა შევიდა, 4 წელში ალისა და ფორმენსაც უგებდა [VIDEO]

მუჰამედ ალის ყოფილი მენეჯერი: მუჰამედ ალი ამ მოკრივეს ვერასდროს დაამარცხებდა