"ემპოლის" მწვრთნელს ვერ გადაუწყვეტია, "ტორინოსთან" ლევან მჭედლიძე ათამაშოს თუ ტავანო
ზამთრის ლეგიონი რიცხობრივადაც შემცირებულია და ხარისხითაც. ამ უქმეებზე მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასით თუ მოვიწონებთ თავს...

დღეს, 15 დეკემბერს, ლევან მჭედლიძის "ემპოლი" "ტორინოს" უმასპინძლებს. მწვრთნელს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ვინ შეუწყვილოს ვეტერან მაკარონეს შეტევაში, ტავანო თუ ლევანი. როგორც წესი, სარი უპირატესობას იტალიელ ფორვარდს ანიჭებს ხოლმე. "ემპოლის" 14 ტურის მერე 15 ქულა აქვს.

III ბუნდესლიგაში ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგი" სტუმრად "ვეენთან" 0:4 განადგურდა. ჰუფნაგელმა შეუცვლელად ითამაშა. "უნტერჰახინგს" 21 თამაშიდან 23 ქულა აქვს.

ლუკა კიკაბიძე განაცხადში არ ყოფილა, მისმა "ბასტიამ" კი 2:0 მოუგო "რენს". "ბასტიას" 18 თამაშის შემდეგ 17 ქულა აქვს.

პორტუგალიაში ტრავმირებული ავთო ებრალიძის გარეშე მოთამაშე "ჟილ ვისენტე" შინ 1:1 დაუზავდა "აკადემიკას". "ჟილ ვისენტე" 6 ქულით ბოლო ადგილზეა.

პორტუგალიის მეორე ლიგაში "ფეირენშემ" "კოვილია" 2:1 დაამარცხა, გიორგი მაკარიძე მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ჰოლანდიაში ქართველთა "ვიტესი" "გრონინგენს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა. 42-ე წუთზე ტრაორემ ანგარიში ყაზაიშვილის პასით გახსნა.

ბელგიაში "გენკმა" 3:0 გაანადგურა "კორტრაიკი". თორნიკე ოქრიაშვილი დისკვალიფიცირებული იყო, ხოლო ლუკა ზარანდია სათადარიგოთა სკამზე იჯდა. "გენკს" 19 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს.

თურქეთში იმარჯვა შოთა არველაძის "ქასიმფაშამ", რომელმაც 1:0 მოუგო "ესკიშეჰირს". "ქასიმფაშას" 13 თამაშის მერე 19 ქულა აქვს.

საბერძნეთში ქართველთა ოფი სტუმრად "პანიონიოსთან" 0:2 დამარცხდა. გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი სასტარტოში იყვნენ, მერებაშვილი 92-ე წუთზე შეცვალეს. ოფი უკვე გასავარდნ ზონაშია 13 თამაშიდან 13 ქულით.

კვიპროსის ჩემპიონატში ორი "ქართული" გუნდის დუელში "ანორთოსისმა" 2:1 მოუგო "ომონიას". ამ გუნდებში 2-2 ქართველი ირიცხება, თუმცა სასტარტოში მოედანზე მხოლოდ გიორგი აბურჯანია გამოჩნდა ("ანორთოსისი").

ქართველების "ოთელოსმა" სტუმრად 1:0 მოუგო "ნეა სალამინას". სრულად ითამაშა ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ, მეკარე როინ კვასხვაძე დისკვალიფიცირებულია, ელგუჯა გრიგალაშვილი კი არ გამოჩენილა.

ნიკა ძალამიძის "იაგელონიამ" შინ 1:0 დაამარცხა "გორნიკი". ძალამიძე სასტარტოში იყო, ის 75-ე წუთზე შეცვალეს. "იაგელონიას" 19 ტურის შემდეგ 32 ქულა აქვს. ნიკა მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ერთხელ კი ძალიან ახლოს იყო გატანასთან, მაგრამ ბურთი ძელს გაარტყა.

აზერბაიჯანში ორი ქართველი მწვრთნელის გუნდი შეხვდა ერთმანეთს - "სიმურგმა", რომელსაც გიორგი ჩიხრაძე წვრთნის "ინტერთან", რომლის მწვრთნელი კახა ცხადაძეა (დისკვალიფიცირებულია), 1:1 ითამაშა. სტუმართა რიგებში სასტარტოში იყვნენ ალეკო ამისულაშვილი და ლაშა სალუქვაძე (შესვენებაზე ბაჩანა ცხადაძემ შეცვალა), ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. "ინტერს" 14 თამაშის მერე 25 ქულა აქვს, "სიმურგს" - 15-ის მერე 18.

"ძალიან მწყდება გული, რომ ბურთი ბოლო წუთზე გავუშვით. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა მატჩის შემდეგ "სიმურგის" ქართველმა თავკაცმა.

ჯაბა დვალის ახალი გუნდი "დაჩია" მოლდოვაში ზამთრის ჩემპიონი გახდა, თუმცა ქართველს იქ თამაში მხოლოდ 2015 წელს შეეძლება.

ალბანეთში ნიკოლოზ გელაშვილის "ფლამურტარიმ" მნიშვნელოვანი დაპირისპირება მოუგო ლიდერ "პარტიზანს". ჩვენებური ტრავმირებულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
...დაუგლეჯიათ ევროპაში ბადეები!)))
nukri
გენაცვალეთ ბიჭებო არ ვაზანზარებთ ევროპას?
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ნიკა ძალამიძემ "დინამო თბილისი" დატოვა
კახა კაჭარავა: "ჩიხურასთან" ადვილი თამაში არ გველის
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
ნიკა ძალამიძე "ბალტიკადან" "რუსთავში" გადავიდა
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მალტაში - ბათუმის "დინამოს" ექსფეხბურთელის მოლოდინში
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
"მწვრთნელმა მითხრა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი ვიყავი" - ნიკა ძალამიძე კარიერულ სირთულეებზე
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ