"გურიის" ყოფილ დირექტორ დურმიშხან ჩხაიძეს გოგონათა ექსპერიმენტული საფეხბურთო-სარაგბო სკოლა "ფირალები" ჩააბარეს
დიდი ხანია, დურმიშხან ჩხაიძე ლანჩხუთის ბავშვთა საფეხბურთო სკოლას ხელმძღვანელობს. "გურიის" ყოფილი დირექტორი ამაყობდა, რომ 400 ბავშვს უფასოდ ავარჯიშებდა და ზრდიდა.

მაგრამ ახლახან, მას ექსპერიმენტული სკოლა ჩააბარეს.

"ეს არის გოგონათა ექსპერიმენტული საფეხბურთო-სარაგბო სკოლა "ფირალები", რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 5 დეკემბერს, ლანჩხუთის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

გოგონათა ჯგუფს საფეხბურთო სკოლაში ვავარჯიშებდი, მაგრამ მე ვიყავი ინიციატორი, მათთვის ორი პოპულარული სახეობის ერთობლივი სკოლა ცალკე რომ გახსნილიყო, რადგან ლანჩხუთში ფეხბურთი ძალიან პოპულარულია და ხალხმა რაგბიც შეიყვარა.

სულ 3 ასაკობრივი ჯგუფია და ისეთი ნიჭიერი გოგონები მოდიან, მიკვირს კიდეც და ვფიქრობ - ნეტავ, ასეთი შემართულები ბიჭები მოდიოდნენ-მეთქი. ქალთა ნაკრებში 2 გოგონაა და ასაკობრივებშიც გვყავს წარმომადგენლები. რაგბიში კი საქართველოს ჩემპიონები გავხდით.

ვფიქრობ, ჩვენი სახელი გუნდის მიზნებზე მეტყველებს: მეტოქეები ყოველთვის ქულებით უნდა "დავაყაჩაღოთ" და არაფერი დავუთმოთ", - ამბობს ჩხაიძე, რომელიც "ფირალების" დირექტორად დაინიშნა.

"გურიის" ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ სკოლა 1-ლი იანვრიდან "გურიას" შეუერთდება:

"მოგეხსენებათ, ლანჩხუთში ყველა საფეხბურთო შპს გააერთიანეს - გუნდი, სტადიონი და ასე შემდეგ. ეს საკლუბო ლიცენზირების მოთხოვნას უკავშირდებოდა და აქედან გამომდინარე, დადგა საკითხი, რომ "გურიას" საკუთარი საფეხბურთო სკოლა უნდა ჰქონოდა.

გუნდისთვის ისედაც ვმუშაობდით, მაგრამ ეს ურთიერთობები ახლა ოფიციალურად გაფორმდა. თუმცა "გურიას" ბევრი პრობლემა აქვს და სკოლის დატოვება გადავწყვიტე. აჯობებს, ახლა თავად მიხედონ საქმეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე