ფაჩულიას ლიდერობით "მილუოკი ბაქსმა" "სანსი" 96:94 დაამარცხა და საკუთარი საპლეიოფო ამბიციები კიდევ უფრო გაიძლიერა
ზაზა ფაჩულიას ლიდერობით "მილუოკი ბაქსმა" ფინიქსში დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ზონაში მყოფი "სანსი" 96:94 დაამარცხა და საკუთარი საპლეიოფო ამბიციები კიდევ უფრო გაიძლიერა.

ქართველი ცენტრი საერთო სარგებლიანობით ბოლო წამებამდე ლიდერობდა ყველა მილუოკელს, თუმცა საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე მნიშვნელოვანი ორქულიანის ჩამგდებმა ბრენდონ ნაითმა გადაასწრო, მაგრამ ეს ოდნავაც არ აკნინებს ფაჩულიას გარჯას.

ზაზა ფინიქსში გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი იყო და გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის.

ნაითის ხსენებული ორქულიანის შემდეგ "მილუოკი" 93:92 დაწინაურდა, თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს დაწინაურება - სირენამდე 3 წამით ადრე მარკიფ მორისმა პიჯეი ტუკერის პასით ორქულიანი მიითვალა და ფაჩულიას გუნდი 1 ქულით ჩამორჩა. მილუოკელებმა მცირე სასწაული მოახდინეს და დარჩენილ 3 წამში სასროლ პოზიციაზე გაიყვანეს კრის მიდლტონი, რომელმაც საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების 3-ქულიანი ჩააგდო.

ქართველი ცენტრის როლი გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესია. ქართველმა ცენტრმა ბოლო მეოთხედში 8 ქულა ჩააგდო, რითაც ქულა-ქულაში მიმდინარე თამაშის მძიმე ტვირთი მილუოკელებს ფინალამდე საკუთარი შედეგიანობის ხარჯზე მიატანინა და ბოლო წამებზე გმირობის ტოლფასი თამაშით "ხარირმებმა" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უტკბილესი გამარჯვება იზეიმეს.

ზაზა სასტარტოში არ ყოფილა, თუმცა ამ ფაქტორმა ქართველისთვის უკვე მნიშვნელობა დაკარგა და არანაირ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ყოველ თამაშში ამტკიცებს, რომ "მილუოკის" ნომინალურ ცენტრ ლარი სანდერსს ყველა ასპექტში სჯობს და როგორც წესი, მოედანზე მასზე გაცილებით მეტ დროს ატარებს.

ასე იყო ფინიქსშიც. ფაჩულიამ 29 წუთი ითამაშა, სასტარტოში მყოფმა სანდერსმა კი - 13. ზაზამ 9-დან 6 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ქართველი ცენტრის ანგარიშზე საბოლოოდ 13 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა დაგროვდა.

ზაზამ მხოლოდ 1 ჯარიმა მიიღო და ბურთიც ერთადერთხელ დაკარგა. ბრენდონ ნაითი გამარჯვებულებს 20 ქულით, 7 მოხსნით და 4 პასით შეეწია, თუმცა ბურთი 7-ჯერ დაკარგა.

გამარჯვების სამქულიანის ჩამგდებმა კრის მიდლტონმა 14 ქულა და 4 პასი მიითვალა.

13 გამარჯვებითა და 12 მარცხით "მილუოკიმ" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი გაიმყარა.

მომდევნო გამარჯვების მოპოვებას ფაჩულიას გუნდი 17 დეკემბერს დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "პორტლენდთან" გასვლით მატჩში ეცდება.

წყარო: gbf.ge

ლადო ნაცვლიშვილი
Eurobasket.com-ზე ზაზას ყველაზე მაღალი სარგებლიანობის მაჩვენებელი აქვს- 16. ბრენდონ ნაითს აქვს 12.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] მამუკელაშვილის სეზონის საუკეთესო მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
მაგიური ნიკოლა - იოკიჩმა წლის ასისტი შეასრულა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEOS] გოგასგან და სანდროსგან მეტს ველით - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა